ჩემპიონობამდე ხუთი მოგება და ერთი ფრე რჩება
ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ დიეგო კოშტას მინდორზე შეშვება სარისკო გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გზა არ მქონდა და ეს ნაბიჯი უნდა გადამედგაო. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი შემოსვლიდან რამდენიმე წუთში შესაცვლელი შეიქნა, მას ტრავმა გაუმიზეზდა და "ჩელსის" ბანაკში ახლა ექიმების დიაგნოზს ელოდებიან.

"ანგარიში 2:0 რომ ყოფილიყო ჩვენ სასარგებლოდ, მას არ შემოვიყვანდი, მაგრამ რისკზე წასვლა მომიხდა მეც და სამედიცინო შტაბსაც. რაც შეეხება დარჩენილ შეხვედრებს, ჩვენ გვჭირდება 5 მოგება და ფრე. სხვების შედეგები საერთოდ არ უნდა გვაინტერესებდეს, საკუთარ საქმესა და თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი - 5 მოგება და ფრე, რაც ჩემპიონობას მოგვიტანს" - თქვა ჟოზე მოურინიომ.

დიეგო კოშტას 19 გოლი კი მოუგროვდა და პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს იყოფს ჰარი კეინთან ერთად, მაგრამ მთელი სეზონია, პარალელურად რაღაც აწუხებს და ერთხელ უკვე მოუხდა რამდენიმე თამაშით დასვენება, რაც მის ფორმაზეც აისახა. მერე მოუმ განაცხადა, ჯერ ბოლომდე არ მოშუშებულა და კვირაში 1 მატჩზე მეტს ვერ ჩაატარებსო. ახლა კი კოშტამ ესპანეთის ნაკრების მატჩებიც გამოტოვა, მაგრამ "სტოკთან" შეხვედრაში მაინც დაშავდა. ვნახოთ, რა დიაგნოზს დასვამენ მედიკოსები.

"ახლა ყველაფერს ექიმები გადაწყვეტენ, მე მათი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიეგოს სრული გამოკვლევა ჩაუტარდა და კარგი შედეგები ჰქონდა მატჩამდე 2 დღით ადრე. მან ორჯერ 100%-იანად ივარჯიშა და გაცილებით მეტი დატვირთვა მიიღო, ვიდრე იმ რამდენიმე წუთში, რომელიც "სტოკთან" მინდორზე გაატარა. სამედიცინო შტაბი ბრწყინვალედ მუშაობს და პატარა სასწაულებსაც ახდენს ხოლმე. დაველოდოთ მათ, იქამდე კი ლოიკ რემი ან დიდიე დროგბა ითამაშებს" - განაცხადა მოურინიომ.

ყველამ კარგად იცით, როგორი გოლი გაუშვა ჩარლი ადამისგან ტიბო კურტუამ, შოტლანდიელმა ბელგიელს თავისი ნახევრიდან გაუტანა. ამიტომაც პეტრ ჩეხის შემადგენლობაში შესაძლო დაბრუნება ისევ აქტუალური გახდა. თანაც კურტუამ ბოლო დროს კიდევ დაუშვა ერთი-ორი პატარ-პატარა შეცდომა. თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი კონკრეტულად ჯერ არაფერს გვეუბნება. ვეტერანი ჩეხი კი ამ სეზონის მერე წასვლას აპირებს, თუ იგი ახალგაზრდა კოლეგის დუბლიორის სტატუსით დარჩება. ამის შესახებ მან პირდაპირ განაცხადა ჟურნალისტებთან.

"პეტრ ჩეხს "ჩელსიმ" ძალიან ბევრი მისცა, მაგრამ იმისთვის, რასაც იგი აქეთ აძლევს გუნდს, ის განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. ვფიქრობ, მას აქვს უფლება, რომ ყველა დისკუსიისა და გადაწყვეტილების მიღებისას სიტყვა ეთქმოდეს" - თქვა მოუმ.

ჭორები დადის იმასთან დაკავშირებითაც, რომ "ლურჯები" რაჰიმ სტერლინგის ხელში ჩაგდებას აპირებენ.

20 წლის ტალანტი "ლივერპულთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და პირდაპირ ამბობს, მოსაფიქრებლად დრო მჭირდება, რას და როგორ ვიზამ მომავალში, უმაღლეს დონეზე მსურს თამაშიო.

მერსისაიდელების ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები კი მნიშვნელოვნად შემცირდა. მეორე მხრივ, მოქმედი კონტრაქტით სტერლინგი "ლივერპულთან" 2017 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული და კლუბი ჯორზე შეჯდა, რაც უნდა მოხდეს, მას არსად გავუშვებთ, სულ მინიმუმ, ამ კონტრაქტის ამოწურვამდე და მომავალ ზაფხულს მისი წასვლა ხომ საერთოდ აბსურდიაო.

აი, მოურინიოს კი ეტყობა, რომ ამ მოთამაშით დაინტერესებულია და თავის სტილში ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

"მე არ მომწონს ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემს გუნდში თამაში არ უნდათ და ამას ღიად აფიქსირებენ. ყველა მოთამაშეს აქვს თავისი ფასი. მაგალითისთვის ედენ აზარი ავიღოთ, მასთან ახალი კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ და ლაპარაკი შეიძლება - მინდა, რომ ის "ჩელსიდან" წავიდეს? არა. თუმცა თუ თავად მოინდომებს წასვლას და "ჩელსიში" ყოფნა აღარ ენდომება, ის ასეთივე სასარგებლოც ვეღარ იქნება. აქვს ედენ აზარს ფასი? ჩემი აზრით, აქვს.

იმ მწვრთნელებისაც მესმის, რომლებიც ცდილობენ, ფეხბურთელები, რაც უნდა მოხდეს, შეინარჩუნონ და ამბობენ, ეს ფეხბურთელი არ იყიდება, ის ჩვენთან რჩებაო.

ჩემი ფილოსოფია მათზე უკეთესი არ არის, უბრალოდ, განსხვავებულია. როდესაც ფეხბურთელი კონტრაქტით არის დაკავშირებული გუნდთან და ასეთი სიტუაცია იქმნება, თავად ის, კლუბის უფროსობა, მწვრთნელი... ყველანი ერთად უნდა დასხდნენ და დაილაპარაკონ, რა და როგორ ჯობია" - თქვა მოურინიომ და ბრენდან როჯერსს მიანიშნა, ისეთი მოთამაშე რაში გამოგადგება, რომელსაც შენს გუნდში ყოფნა აღარ უნდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა