ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალექსანდრე ჩივაძე 60 - ლეგენდარული კაპიტანი

ალექსანდრე ჩივაძე 60 - ლეგენდარული კაპიტანი

ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ქართული ფეხბურთის ყველაზე "ფეხბედნიერ კაპიტანს" დღეს 60 წლის იუბილე აქვს!
დოსიე:

ალექსანდრე ჩივაძე

დაიბადა 1955 წლის 8 აპრილს

1974-87 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში"

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი - 324 მატჩი (44 გოლი)

საბჭოთა კავშირის თასი - 36 მატჩი (5 გოლი)

ევროპის საკლუბო ტურნირები - 40 მატჩი (6 გოლი).

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978); სამგზის ბრინჯაოსპრიზიორი (1976 - გაზაფხული, 1976 - შემოდგომა, 1981); საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979); ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981);

საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1979-87) ჩაატარა 52 მატჩი (3 გოლი), 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე, 1980-84 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი, 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად; რვაჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოთა" შორის: შვიდჯერ - პირველ ნომრად, ერთხელ - მეორე ნომრად.

1993-97 და 2000-02 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 2012 წლიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; დაჯილდოებულია ფიფას ორდენით.

ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს დღეს 60 წელი უსრულდება! "ლელოს" რედაქცია უერთდება უამრავ მილოცვას და სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობასა და წარმატებებს უსურვებს.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ალექსანდრე ჩივაძე კვლავაც ქართული ფეხბურთის სამსახურშია: იმის გარდა, რომ უკვე წლებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, 2012 წლიდან კვლავაც სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება არჩია და საქართველოს ახალგაზრდული (21-წლამდელთა) ნაკრების თავკაცი გახლავთ.

...გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ალექსანდრე ჩივაძე არა მხოლოდ თავის ამპლუაში, არამედ, საერთოდაც, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა! არანაკლებ წარმატებული გამოდგა მისი სამწვრთნელო კარიერაც: საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი (ისე, როგორც - საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება) სწორედ ჩივაძის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება!

...მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას არაერთი მაღალი კლასის ცენტრალური მცველი ახსოვს, მაგრამ, საყოველთაო აზრით, საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ამ ამპლუაში გერმანელი ფრანც ბეკენბაუერია აღიარებული. ასეთი შეფასება წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საკამათო არავისთვის არის, არადა, დროის ამ პერიოდში რამდენ უმაღლესი დონის ცენტრალურ მცველებს უთამაშიათ: ბობი მურსა თუ ჯაცინტო ფაკეტის, დანიელ პასარელასა თუ გაეტანო შირეას, ფრანკო ბარეზისა თუ ბრუნო პეცაის, ფაბიო კანავაროსა თუ ალესანდრო ნესტას, მარსელ დესაისა თუ ლორან ბლანს, სერხიო რამოსსა თუ ხერარდ პიკეს, იურგენ კოლერსა თუ ლოთარ მათეუსს (კარიერის მიწურულს), ტიაგო სილვასა თუ დავით ლუისს, რონალდ კუმანსა თუ ფრანკ რაიკაარდს და კიდევ ბევრს და ბევრს, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა დროის ნომერ პირველ ცენტრალურ მცველად გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერია აღიარებული.

...და სწორედ "კაიზერ ფრანცს" ადარებდნენ თავის დროზე ალექსანდრე ჩივაძეს და ამის დასტურად ინგლისელი ჟურნალისტების შეფასებებიც გამოდგება; 1981 წლის 4 მარტის მართლაც ზღაპრული მატჩის ("ვესტ ჰემი"-"დინამო") მეორე დღეს, ბრიტანულმა პრესამ რა ეპითეტებით არ შეამკო დინამოელთა გამორჩეული თამაში, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჩვენი კაპიტანი, ალექსანდრე ჩივაძე მოექცა, რომლის მართლაც ჩინებულმა გოლმა დასაბამი დაუდო მასპინძელთა რბევას.

აი, რას წერდა იმ დღეს "დეილი მეილი": "მოედანზე ჩვენ ვიხილეთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი - ალექსანდრე ჩივაძე! ჩივაძე ისე ფლობდა და ათამაშებდა ბურთს, თავის დროზე მხოლოდ ფრანც ბეკენბაუერს რომ შეეძლო..."

...ქართული ფეხბურთის ისტორიაში არაერთი გამორჩეული თარიღია და ამათგან ერთ-ერთი სწორედ 1981 წლის 4 მარტია, როცა ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილმა "დინამომ" ჩინებულ სტილში სტუმრად 4:1 დაამარცხა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". ყველა დინამოელმა ზღაპრულად ითამაშა: დავით ყიფიანმა, ვლადიმერ გუცაევმა, რამაზ შენგელიამ, შოთა ხინჩაგაშვილმა, ოთარ გაბელიამ, თენგიზ სულაქველიძემ, გია თავაძემ, ზაურ სვანაძემ, ვიტალი დარასელიამ, ნოდარ ხიზანიშვილმა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ!

საერთოდაც, ის მატჩი კლასიკური მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა ეთამაშა თანამედროვე ტიპის ცენტრალურ მცველს - "დინამოს" კაპიტანი საკუთარ საჯარიმოშიც ბატონ-პატრონი გახლდათ და თავისი გუნდის იერიშებსაც იწყებდა!

თანაც, მხოლოდ ამ მატჩამდე წელიწად-ნახევრით ადრე სწორედ ჩივაძემ გაუტანა გოლი იმ დროისათვის მსოფლიოს უძლიერეს კლუბს, "ლივერპულს" და მაშინაც ჩინებული რეიდის შემდეგ. ჰო, ასეთი მატჩები მის მდიდარ ბიოგრაფიაში მრავლად იყო და ლონდონისა თუ ლივერპულის გარდა, არანაკლები წარმატებით უთამაშია ჰამბურგსა თუ მილანში, ნეაპოლსა თუ ბრემენში, სევილიასა თუ მალაგაში, როტერდამსა თუ დიუსელდორფში;

აღარაფერს ვამბობთ საკავშირო ასპარეზზე, სადაც, უამრავ პირად თუ გუნდურ ჯილდოსთან ერთად, ჩივაძეს კიდევ სხვა უნიკალური სარეკორდო მაჩვენებლებიც ჰქონდა: "33 საუკეთესოთა" შორის რვაჯერ დაასახელეს და აქედან შვიდჯერ - პირველ ნომრად, ერთხელ კი - მეორე ნომრად, ისიც იმის გამო, რომ იმ სეზონში (1985 წელს), ერთ-ერთ მატჩში "დინამოს" მიმართ გამოჩენილი უსამართლობის გამო საკუთარი უკმაყოფილება "ხმამაღლა გამოხატა" და საკავშირო ფედერაციამაც ასეთი "მეთოდით დასაჯა" ნაკრების ლიდერი და კაპიტანი.

...კიდევ ბევრი ინდივიდუალური მიღწევის გახსენებაც შეიძლება; აი, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ 1980 წელს, ამპლუით მცველი ალექსანდრე ჩივაძე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

ანდა ის ორი სეზონი (1984, 1985) როგორ უნდა დავივიწყოთ, როცა "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირი ამპლუით ცენტრალური მცველი ალექსანდრე ჩივაძე ხდებოდა.

ნამდვილად არ იყო პატარა ამბავი, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე სსრ ნაკრების კაპიტანი ქართველი ფეხბურთელი იქნებოდა და ასე მოხდა 1982 წლის მუნდიალზეც, სადაც ალექსანდრე ჩივაძემ გოლიც გაიტანა.

სამწუხაროდ, ალექსანდრე ჩივაძეს (ისე, როგორც იმდროინდელი "დინამოს" დანარჩენ ვარსკვლავებს) ისეთ პერიოდში მოუწია თამაში, უცხოეთში წასვლა რომ წარმოუდგენელი იყო, თორემ, არ უნდა ბევრი მტკიცება იმას, თუ როგორ უპრობლემოდ შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ინგლისის, გერმანიის, იტალიისა თუ ესპანეთის ნებისმიერ გრანდში.

...ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ქართული ფეხბურთის ყველაზე "ფეხბედნიერ კაპიტანს", ალექსანდრე ჩივაძეს დღეს 60 წლის იუბილე აქვს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gizog

გილოცავ ბატონო ალექსანდრე დაბადების დღეს, ჯანმრთველობას და ბევრ სიკეთეს გისურვებ. კიდევ ბევრი გაგეკეთებინოს ქართული ფეხბურთისთვის უფლის მადლით. გაიხარე ყველა ახლობელთან ერთად.

1977 წელს ვერცხლის პრიზიორი.

• elguja

გულით და სულით გილოცავ დაბადების დღეს ბატონო ალექსანდრე! რამდენი სიხარული შენ მოგინიჭებია ქართველი გულშემატკივრებისთვის იმდენი სიხარული და ბედნიერება მოგცეს ღმერთმა შენ და შენ ოჯახს!

• simoni

გილოცავ სასჰა უდიდესი კაპიტანი

• del piero 10

უდიდესი მცველი! დიდი კაპიტანი! გილოცავ საშა!

• Zaza

პელე მართალია.ავტორი კი ....კიდევ კარგი,ვერ გადიოდნენ უცხოეთში ჩვენი ფეხბურთელები,თორემ ქართული ფეხბურთის შედეგი ალბად რა იქნებოდა,ყველა ხვდებით... სამწუხარო კი არა,... ავტორო,საბედნიეროდ.ერთი სხვაობა მარტო იმაში იქნებოდა,რომ ფეხბირთელები უკეთესად იცხოვრებდნენ(დამსახურებულად).მააგრამ ამით ქართულ ფეხბურთს რა?

• ახალი

გილოცავთ!!!მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი!ხოლო სანახაობრივი თვალსაზრისით ალბათ საუკეთესო!საშა ჩივაძის თამაშის ელეგანტური მანერა მართლაც განუმეორებელია!გენიალური ფეხბურთელი!პ.ს.იქნებ დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციაც მოგეწოდებინათ?რუსეთის ტვ-ც-ზე ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერეს ჩივაძის მიერ გატანილი ბურთების რაოდენობა ,სტუდიაში გაოცდნენ-შედეგიანობა თავდამსხმელებს შეშურდებოდათო!!!

• tata

ნამდვილად მაშინ ქართველი რო ვიყავით გვეამაყებოდა. ამხელა საბჭოთა ნაკრების კაპიტნის მაგარ თამაშს რო ვუყურებდოთ სიამაგე გვეუფლებოდა. არადა მაშინ ყველა სფეროში გვჩაგრავდნენ. იძულებით იყვნენ ეღიარებინა ქართველი საშა. ეხლა კი ქართველის დანახვაზე შიში და სირცხვილი გვეუფლება. ეხლა დაიჭყებენ გინებას ქართველის ვისაც შერცხვებაო როგორც ერთერტი ცნობილი ქართცელის ნარკომა შვილმა შეაგინა მეორე. მაგრამ ნამდვილად ... ქართველების გრცხვენია და ვინც შეიგინება თავის დედასა და შვილს შეაგინებს.

• pele

"სამწუხაროდ, ალექსანდრე ჩივაძეს (ისე როგორც იმდროინდელი "დინამოს" დანარჩენ ვარსკვლავებს) ისეთ პერიოდში მოუწიათ თამაშმა, უცხოეთში წასვლა რომ წარმოუდგენელი იყო" კიდევ კარგი (ჩვენთვის - ქართველებისათვის), რომ იმ პერიოდში მოუწია თამაში, თორემ არც თასები იქნებოდა და არც ჩემპიონობა და მაშინდელი "დინამო" დღევანდელს დაემსგავსებოდა!

• gio

ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებშიც კი შეეძლო ეთამაშა ჩივაძეს 94-95 წლებში

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?! ქართულ კლუბებს ევროტურნირების მიღმა დარჩენა ემუქრებათ

ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს

ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი

გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

დეშამი მეოთხეა - საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

ფრანც ბეკენბაუერი: იურგენ კლოპის "ბაიერნის" მწვრთნელობა მისი კარიერის მწვერვალი იქნებოდა

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

სხვაგან სად, თუ არა საუდის არაბეთში - გამაყრუებელი სტვენა წუთიერი დუმილის დროს [VIDEO]

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!

[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება

ფრანც ბეკენბაუერი: მინდა, "ბაიერნს" იურგენ კლოპი ჩაუდგეს სათავეში