18 წლის ქართველ ცენტრალურ მცველ ოთარ ჭიჭაღუას კონტრაქტის გაფორმებას "ბადალონა" და კიდევ რამდენიმე კლუბი სთავაზობს
ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინა-რუსეთის ნაცვლად, ქართველი ახალგაზრდები ესპანეთის დაბალი ლიგის გუნდებს ეტანებიან. საქმე ისაა, რომ ამ საფეხბურთო ქვეყანაში მოწყობა, სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და რუსეთთან შედარებით, ადვილიცაა და სასურველიც.

ასე აღმოჩნდა ოთარ ჭიჭაღუა 2013 წელს ესპანურ "ბადალონაში". თემურ ფოცხვერიასა და გურამ ჩომახიძის აღზრდილი ფეხბურთელი "საბურთალოში", "დინამოს" აკადემიასა და თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა. იყო ინფორმაცია, რომ 18 წლის ცენტრალური მცველი "ესპანიოლმა" აირჩია და ახალგაზრდულ გუნდში ადგილის დამკვიდრების შანსი მისცა.

ესპანეთში ჭიჭაღუა ფიფას აგენტის, თორნიკე მაისურაძის დახმარებით მოხვდა, რომელიც წლებია, ბარსელონაში ცხოვრობს, სამენეჯერო სააგენტო აქვს და "ესპანიოლს" ნიჭიერი ბავშვების შერჩევაში ეხმარება.

საბოლოოდ, ევროკავშირელობის გადასახადისა და სხვა პრობლემების გამო ჭიჭაღუას "ესპანიოლის" ვარიანტი ჩაეშალა. სავიზო პრობლემა კი "ბადალონამ" მოუგვარა და მის ჭაბუკთა გუნდში აღმოჩნდა, რომელიც ესპანეთის ასაკობრივი ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში (დივისიონ დე ონორე) ასპარეზობს.

"ახლა "ბადალონას" 19-წლამდელებში ვთამაშობ, ვარჯიშებისას კი პირველ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც სეგუნდა B დივიზიონში მე-8 ადგილზეა.

მაგრამ A დივიზიონში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება II-IV-ადგილოსან გუნდებს აქვთ, ჩვენ კი მეოთხეადგილოსან "ერკულესს" მხოლოდ 6 ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა მაინც ვიბრძვით", - ამბობს ჭიჭაღუა.

მისივე თქმით, კონტრაქტის გაფორმებას "ბადალონა" და კიდევ რამდენიმე კლუბი სთავაზობს:

"კლუბშიც მითხრეს, რომ ივნისში, 19-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პროფესიულ კონტრაქტს გამიფორმებენ. როგორც მითხრეს, არის სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა სად ვითამაშებ, ჯერ არ ვიცი.

ამ საკითხზე ჩემი აგენტები პრიმერა დივიზიონის დუბლებისა და სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთ გუნდთან მოლაპარაკებას აწარმოებენ - ყველაფერი ზაფხულისთვის მეცოდინება. მანამდე კი გუნდების დასახელებას მოვერიდები".

ჭიჭაღუა იმედოვნებს, რომ ესპანეთში გატარებული სამი წელი კარიერის აწყობაში დაეხმარება:

"აქ თამაში რომ ძალიან წამადგა, ამას აშკარად ვგრძნობ. იმედია, მომავალ სეზონში საფეხბურთო კარიერაში ახალ ეტაპს დავიწყებ, რადგან ჩემზე ბევრად უფროს და გამოცდილ ფეხბურთელებთან მომიწევს კონკურენცია.

რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მეტი კონცენტრაცია და შრომა დამჭირდება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყო, რადგან სხვაგვარად, წინსვლა წარმოუდგენელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bingo
წარმატებები
სუპერმესსი
წარმატებები ოთოს! იმედი მაქვს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები თვალს გაახელენ და დაუძახებენ ნაკრებში სათამაშოდ
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
გიორგი პაპავა: ამპლუის გამო თბილისის "დინამოში" სულ უსიამოვნებები გვქონდა
ოთარ ჭიჭაღუა და "ალავესი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონზე ფიქრობენ
ᓞᓝᓠᓢᓠᓔᓢᓘ: ᓯᓐᓑᓐ ᓙᓐᓜᓙᓐᓕᕐ - ᓒᓐᓕᓠᓝᓨᓘ
16 წლის ქართველი, რომელმაც "ესპანიოლი", "ვილიარეალი" და "სარაგოსა" მოხიბლა
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
დავით ხოჭოლავა: ნაკრები? ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!..
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა
ოთარ ჭიჭაღუა - "ესპანიოლის" ნაცვლად, "ბადალონაში"
ბედის საძიებლად ესპანეთში - გეგი ვეკუა უკვე კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება