14 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის მორიგი ორთაბრძოლების დაწყებამდე, ასპარეზობის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს
14 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში, ევროპის ჩემპიონატის მორიგი ორთაბრძოლების დაწყებამდე, ასპარეზობის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს.

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებს აუწყა, რომ ასპარეზობის სამმა დღემ ნორმალურ სიტუაციაში ჩაიარა. შეჯიბრების ორგანიზაციით კმაყოფილნი არიან ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების მესვეურები, სტუმრები, ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, არბიტრები.

"ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ევროპის ამ ჩემპიონატმა შემდგომი ბიძგი მისცეს საქართველოში ძალოსნობის განვითარება-პოპულარიზაციას. უმაღლეს ეშელონებში უკვე არის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ორ-სამ წელიწადში თბილისმა ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. არ არის გამორიცხული უფროსებშიც მსგავსი შეჯიბრების გამართვის პატივიც გვერგოს", - აღნიშნა კახი კახიაშვილმა, რომელმაც წარმატება მიულოცა 17-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის ვერცხლისპრიზიორ რევაზ დავითაძესა და მის მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას, რომლებიც პრესკონფერენციას ესწრებოდნენ.

ირაკლი მეძმარიაშვილი, ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი:

"ასპარეზობის პირველი დღიდან შეჯიბრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის სტუმრებისგან სამადლობელი სიტყვები არ მოგვკლებია. მეამაყება, რომ ჩემს ქვეყანას უცხოელები მაღალ შეფასებას აძლევენ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს საამისოდ ძალ-ღონე არ დაგვიზოგავს. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ გულშემატკივრებსაც მეტი ენთუზიაზმი მართებთ, რადგან ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება ერის ღირსების საქმეცაა".

გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ის ადამიანები, ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებაში საკუთარი წვლილი რომ შეიტანეს. ამ მაჟორულ სიტუაციაში ჩვენმა სპორტსმენებმაც უნდა თქვან თავიანთი სიტყვა. ასპარეზობის პირველ დღეს, მართალი გითხრათ, მედალს ველოდით 56 კილოში რამინ შამილიშვილისგან. ეს ახალგაზრდა სპორტსმენი სტაბილურად გამოდიოდა 62 კილოში, მაგრამ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, წონა დაიკლო. ეტყობა, ამ ფაქტმა და ასეთ დიდ შეჯიბრებაზე საკუთარი გულშემატკივრების წინ დებიუტმა მასზე უარყოფითად იმოქმედა. დარწმუნებული ვარ, სხვა შეჯიბრებებში იგი აუცილებლად გვასახელებს.

15 და 16 აპრილს ფიცარნაგზე საქართველოს ქალთა ძალოსნობის პირველი მერცხლები - თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) და სოფიო მუქათარიძე (69) მოსინჯავენ ძალებს. 17 აპრილს ნიკა ნანაძე გამოვა საასპარეზოდ, ხოლო 18 აპრილს ერთბაშად ოთხი ქართველი ათლეტი ჩაებმება მედლებისთვის ბრძოლაში. ესენი არიან: დავით გოგია, გია მაჭავარიანი (ორივე - 105 კგ), გიორგი ჩხეიძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე - მძიმე წონა). გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, ჩემპიონატის ბოლო დღეს ორი მედალი მაინც უნდა მოვიპოვოთ. ამ ტურნირის შემდეგ ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობისათვის მოვემზადებით. ეს შეჯიბრება კი 6-13 ივნისს პოლონურ ვროცლავში გაიმართება, სადაც 5-6 ძალოსანს წავიყვანთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
"სპორტალი": გადაცემის სტუმარია ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა