ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი ბოსები: ფეხბურთის კაიზერი

დიდი ბოსები: ფეხბურთის კაიზერი

ფრანც ბეკენბაუერი: "ჩემი ლოცვები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ღმერთს ყოველდღე მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის"
ლეგენდარული ფეხბურთელი, დიდი მწვრთნელი, "კაიზერ ფრანცის" მეტსახელით საყოველთაოდ ცნობილი ფრანც ბეკენბაუერი ფეხბურთში დიდი ბოსიცაა! "კაიზერ ფრანცმა" საფეხბურთო ინდუსტრიის ყველა საკვანძო ეტაპი გაიარა და ყველგან თავისი შთამბეჭდავი კვალი დატოვა. ფრანცმა სიჭაბუკეშივე დიდი მიზნები დაუსახა საკუთარ თავს და რაც მთავარია, შეძლო მათი მიღწევა.

ბეკენბაუერი პირველი ადამიანია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ფეხბურთელის და მწვრთნელის ამპლუაში. მეტიც, მან მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედლის თავმოყრა შეძლო.

ის თავის დროზე პირველი იყო, რომელმაც გერმანიის ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ითამაშა. პირველი იყო, ვინც ორჯერ მოიპოვა "ოქროს ბურთი" (1972, 1976)... და საერთოდაც, პირველობით ძალიან ბევრჯერ მიიქცია პუბლიკის ყურადღება...

უნივერსალი, ლიდერის ხასიათით

მიუნხენში დაბადებულ ფრანცს თავიდან ამ ქალაქის მთავარ გუნდში არ უთამაშია. "ბაიერნში" იგი 1956 წელს გადაიყვანეს. ბეკენბაუერი იშვიათი ტიპის უნივერსალი გახლდათ. შეეძლო წარმატებით ეასპარეზა როგორც დაცვის ცენტრსა და ფლანგებზე, ისე შეტევაში.

"ბაიერნის" მაშინდელმა თავკაცმა ჰელმუტ შიონმა ფრანცი იმ დროის ფეხბურთისთვის ახალ ამპლუაში - ლიბეროს პოზიციაზე გამოსცადა და არც უნანია. მან შესანიშნავად მოირგო როგორც ბოლო მცველის, ისე თანაგუნდელთათვის ახალი იერიშების წამომწყების როლი.

1965 წელს ნაკრებში მიიწვიეს. მომდევნო წელს ინგლისის მუნდიალზეც წაიყვანეს და იქიდან მოყოლებული, "ბუნდესმანშაფტის" სული და გული გახდა. 1972 წელს გერმანიის კაპიტნის ამპლუაში მყოფმა ევროპის ჩემპიონისათვის განკუთვნილი თასი აღმართა. ორი წლის შემდეგ კი სამშობლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიფას თასი ასწია.

მრავლად ჰქონდა საკლუბო წარმატებებიც - "ბაიერნის" შემადგენლობაში გერმანიის ჩემპიონის "ვერცხლის სინი" ოთხჯერ, ევროპაში კი ჩემპიონთა თასი სამჯერ მოიგო. 1977 წელს ფრანცი ნიუ იორკის "კოსმოსში" გადავიდა, სადაც ოთხი წელი დაჰყო, სამჯერ აშშ-ის ჩემპიონი გახდა და ისევ სამშობლოში დაბრუნდა.

გერმანიის ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" წარმატებებში ლომის წილი ბეკენბაუერს აქვს შეტანილი. ამის და აგრეთვე, ლიდერის და დირიჟორის უბადლო ნიჭის გამო შეარქვეს მას "კაიზერ ფრანცი". ბეკენბაუერი ბრწყინვალედ კითხულობდა თამაშს, მომენტალურად განსაზღვრავდა, კომბინაციის განვითარების რა მიმართულება იყო უმჯობესი. ის დირიჟორივით ხელმძღვანელობდა გუნდს და შესანიშნავად ხელეწიფებოდა სათამაშო ტემპის დარეგულირება.

დღესაც ფეხბურთის ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს ხიბლავს ბეკენბაუერის მაშინდელი თამაშის ყურებისას ბურთის მისეული ფლობა, დიდოსტატური და ელეგანტური გადაადგილება მოედანზე. სახასიათო შტრიხი ისიცაა, რომ ფრანცი ვერ იტანდა სიმულაციას, მათ შორის, ვერც თავისი თანაგუნდელებისგან.

მოედანზე თანაგუნდელების მხრიდან არასაკმარისი მონდომებით გარჯის გამოც ხშირად აუწევია ხმა და გასახდელშიც უჩხუბია ამ მიზეზით.

წარმატების გარანტი

ბეკენბაუერს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგაც არ უცხოვრია სპორტის საყვარელი სახეობის გარეშე. თანაც, იგი ამ ამპლუაშიც წარმატების ერთგვარ გარანტად ითვლებოდა. ის გერმანელისთვის დამახასიათებელი რკინისებური დისციპლინით კრავდა კოლექტივებს და მატჩის უკანასკნელ წამებამდე დიდი შემართებით აბრძოლებდა.

1984 წელს, გერმანიის ეროვნული გუნდისთვის რთულ, თაობათა ცვლის ჟამს, ქვეყნის ფეხბურთის მესვეურებმა ნაკრების საჭე ანდეს. კაიზერის გუნდმა ზედიზედ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და ორივეჯერ ფინალში გავიდა.

1986 წელს მექსიკაში გერმანელები გადამწყვეტ დაპირისპირებაში შეუდარებელი დიეგო მარადონას არგენტინასთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილდნენ. თუმცა ფრანცმა 1990 წელს, მომდევნო მუნდიალზევე აუღო ამ გუნდს რევანში. ბეკენბაუერის სამწვრთნელო წარმატებები ამით არ ამოწურულა.

საკლუბო მოღვაწეობისას მარსელის "ოლიმპიკში" ერთწლიანი მუშაობა ჩემპიონთა თასის ფინალისტობით დაასრულა. მშობლიურ "ბაიერნში" მისულმა კი იქ ერთხელ გერმანიის ჩემპიონის ვერცხლის სინი აღმართა, ერთხელაც შეგირდებს უეფას თასი მოაპოვებინა.

ხუთი შვილი სამი ცოლისგან

1963 წელს 17 წლის ფრანცს შვილი შეეძინა. ამ დროს იგი დაქორწინებული არ იყო და შესაძლოა, ახლა უცნაურად ჟღერს, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ბეკენბაუერის პირადი ცხოვრება ისეთივე მყარი არ ყოფილა, როგორც სპორტული კარიერა აღმოჩნდა ერთმნიშვნელოვნად წარმატებული, თუმცა მას მოსაწყენსაც ვერ უწოდებთ.

ფრანცი სამჯერ იყო ქორწინებაში, მეუღლეებმა გერმანული ფეხბურთის კაიზერს ხუთი შვილი აჩუქეს. ერთ-ერთი მათგანი, შტეფანი, ფეხბურთელიც გახლდათ, "ბაიერნშიც" ირიცხებოდა, მაგრამ ვერანაირ ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია.

ბეკენბაუერს ყოფილ მეუღლეებთან თუ მეგობარ ქალებთან მუდამ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. საინტერესო დეტალიც:

"ჩემი ყოფილი მეუღლე დიანე ზანდმანი ასტროლოგიაში ძალიან გარკვეულია და პერსონალურ ჰოროსკოპებს ყოველთვის ის მიდგენს. სიმართლე გითხრათ, არცთუ იშვიათად სწორედ ჰოროსკოპის მიხედვით ვმოქმედებ", - ამბობს ბეკენბაუერი.

ქარიზმატული

კაიზერს, როგორც ქარიზმატულ პიროვნებას, კლუბის ხელმძღვანელის პოზიციაზეც არ უჭირდა ხელქვეითებთან, საზოგადოდ, თანამშრომლებთან ურთიერთობა და მენეჯერული ცოდნითაც გამორჩეული, სამუშაო პროცესს ნაყოფიერად წარმართავდა. იგი არასოდეს უშინდებოდა სიახლეებს, ხმაურიან განცხადებებს და გადაწყვეტილებებს.

"ბაიერნის" პრეზიდენტის პოსტზე ბეკენბაუერი 1994 წლიდან საქმიანობდა. ამჟამად საპატიო პრეზიდენტის პოზიცია უკავია.

2014 წელს ბეკენბაუერი ფიფამ 90 დღით ჩამოაშორა ფეხბურთს. მიზეზი გახდა მისი უარი, ეთანამშრომლა გამოძიებასთან 2018 წელს რუსეთისა და 2022 წელს ყატარისთვის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მინიჭების საქმეში. მოგვიანებით, სასამართლოსთან ამ საკითხზე თანამშრომლობის დაწყების შემდეგ ფიფამ მოუხსნა აკრძალვა.

ღმერთის მადლიერი კაიზერი

რამდენიმე ხნის წინ ბეკენბაუერი თხილამურებით სრიალისას დაეცა, თუმცა გადაურჩა ისეთ ტრაგედიას, რასაც მისივე თანამემამულე და კიდევ ერთ ლეგენდარული სპორტსმენი მიხაელ შუმახერი ვერ დაუსხლტა. დაცემის შედეგად კაიზერი შოკში ჩავარდა, მხარი და კისერი დაიზიანა. გადარჩენილმა კი მოგვიანებით ჟურნალისტებს გაუმხილა: "ღირს დაფიქრება თავისუფალი დროის ნაკლებად სარისკოდ გასატარებლად".

70 წელს მიტანებული სახელოვანი ადამიანი არ მალავს, რომ სიკვდილზეც ფიქრობს.

"არ არსებობს ადამიანი, ვინც სიკვდილზე არ ფიქრობს, მით უფრო, ჩემს ასაკში - სიკვდილი ხომ გარდაუვალია", - ამბობს ის და იქვე ღმერთისადმი რწმენაზეც ლაპარაკობს: "ვლოცულობ ყოველდღიურად. დიდი ხანია აბსოლუტურად სრულყოფილი და უპრობლემო ცხოვრება მაქვს - შეუძლებელია ამის გამო ღმერთის მადლობელი არ ვიყო.

ჩემი ლოცვები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ღმერთს ყოველდღე მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის. მჯერა იმ დიდი ძალის, რომელიც ადამიანებს გვმართავს. ჩვენ დაუსრულებელი სივრციდან მოვდივართ და ჩვენი სულები იქვე დაბრუნდება.

არ ვიცი, რამდენად სწორად გამოვხატავ აზრს, მაგრამ ეს დაახლოებით ასე წარმომიდგენია", - ამბობს ღმერთის მორწმუნე კაიზერი.

"ვერ ვიტან ჩხუბს, ყველაზე მნიშვნელოვნად კი მშვიდობა მიმაჩნია. ცხოვრებაში ყველაზე საჭირო დასკვნა, რაც გამიკეთებია, ისაა, რომ პატივი უნდა ვცე სხვა ადამიანებს. როცა სხვის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ, შენ არაფერი გეკარგება, სამაგიეროდ, სხვები შენ მიმართ კარგად განეწყობიან და ისინიც პატივს გცემენ", - ესეც მისი სიტყვებია, რაც, დაგვეთანხმებით, მას ცალსახად დადებით პიროვნებად წარმოგვიდგენს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• სოსო

უდიდესი ფეხბურთელი ყველა დროის,ესეთები საუკენეში ერთხელ იბადებიან

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?! ქართულ კლუბებს ევროტურნირების მიღმა დარჩენა ემუქრებათ

"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა

დიდი ბოსები: უსაქმურთა თამაშის მოხუცი შეფი

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა

მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა

იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

დეშამი მეოთხეა - საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს

ფრანც ბეკენბაუერი: იურგენ კლოპის "ბაიერნის" მწვრთნელობა მისი კარიერის მწვერვალი იქნებოდა

ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]

მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?

France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა

კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?

"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს

ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია

ფრანც ბეკენბაუერი: მინდა, "ბაიერნს" იურგენ კლოპი ჩაუდგეს სათავეში

სხვაგან სად, თუ არა საუდის არაბეთში - გამაყრუებელი სტვენა წუთიერი დუმილის დროს [VIDEO]

[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა

მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა

მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება

ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს