"იქნებ იქ მაინც განვახორციელო ის პროექტი, რაც საქართველოში შეუძლებელი აღმოჩნდა"

"ზესტაფონში" დაახლოებით ისეთი ამბავი მოხდა, როგორც ქართულ ხალხულ ზღაპარში, მგელი მოდისო და არავის რომ არ სჯეროდა...

ილია კოკაიას წასვლა ბევრს მართლაც ზღაპარი ეგონა და დარწმუნებულები იყვნენ, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი "რაღაცას თამაშობდა", მაგრამ ყველაზე ცუდი ვარაუდი გამართლდა და ქართული ფეხბურთიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი წავიდა.

"ზესტაფონის" მეპატრონემ გადაცემა "არენაში" მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობა დაასახელა:

...მანამდე კლუბის შენახვას აზრი არ აქვს

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სახელმწიფომ ყველა გუნდი თანაბრად უნდა დააფინანსოს. რადგან ეს ხმა არ შეისმინეს, ქართულმა ფეხბურთმა ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი დაკარგა.

ალბათ, კიდევ მეტს დაკარგავენ, რადგან ინვესტორისთვის გაუსაძლისი მდგომარეობაა, როცა სახელმწიფო შენივე ფულით გებრძვის. არათანაბარი პირობები იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ქართული ფეხბურთიდან წავედი. აქ მხოლოდ "ზესტაფონზე" არ არის ლაპარაკი, გლობალურ პრობლემას ვგულისხმობ და სანამ სახელმწიფო მას არ გადაწყვეტს, მანამდე კლუბის შენახვას აზრი არ აქვს.

არადა, ამის მოგვარება ადვილია. მაგალითად, ბევრისთვის გაუგებარია, რატომაა აუცილებელი კლუბების თანაბარი დაფინანსება და რა ვალდებულია სახელმწიფო, კერძო და მის დოტაციაზე მყოფი კლუბი თანაბარ პირობებში ჩააყენოს.

დავინტერესდი და დავადგინე, რომ ევროპაში, იმ ქვეყნებშიც კი, ადრე კაპიტალისტურს რომ ეძახდნენ, დოტაცია მიღებული ფორმაა და კლუბების 99 პროცენტს სახელმწიფო ამა თუ იმ ფორმით ეხმარება. ეს იქნება კომუნალური გადასახადების გასტუმრება, ინფრასტრუქტურული ხარჯების საკუთარ თავზე აღება, საგადასახადო შეღავათები და ასე შემდეგ.

ვიცი კონკრეტული მაგალითები, როგორ არის ბელგიაში, ავსტრიაში... მაგალითად, საფრანგეთში კლუბებს საშემოსავლო გადასახადებს არ ახდევინებენ და ვალად უთვლიან, სანამ კლუბი მომგებიანი არ გახდება. მერე მოგებიდან მიაქვს ეს თანხა.

ჩვენ ეს ყველაფერი კი კისერზე გვაწევს, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული ხარჯები. აბსურდი ისაა, რომ ინფრასტრუქტურის შექმნაში მილიონებს ვხარჯავთ და მერე მის გადასახადსაც ვიხდით! მერე ეს სახსრები ბიუჯეტიდან სახელმწიფო კლუბებს ხმარდება, ჩვენთვის კი არაფერი ემეტებათ.

ახლა გავიგე, რომ ქედის გუნდის ყოველწლიური ბიუჯეტი 800 ათასი ლარია. გამიხარდა! 800 ათასი კი არა, ნეტავ 8 მილიონი მისცენ! მაგრამ ყველა თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ. ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ბიუჯეტში სახსრები შეგვაქვს და მაინც გერების როლში უნდა ვიყოთ"?

გამგებელი პასუხს ვერ მცემდა...

კოკაია ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც ლაპარაკობს:

"რაიონის ხელმძღვანელობას რამდენჯერმე შევხვდით. შარშან 300 ათასით დაფინანსებას შეგვპირდნენ, მაგრამ მხოლოდ 100 ათასი დაგვირიცხეს. წელს გავაფრთხილე, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა და პასუხისმგებლობა თავადაც უნდა აეღოთ.

ვერ ჩამოვთვლი მათ მიერ მოგონილ მიზეზებს. ერთი იყო კლუბის ვალები - ეს რომელ კლუბს არ აქვს? მათ შორის, იყო ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიების ვალი და საგარანტიო წერილი მივეცი, რომ მისი გასტუმრება ჩემი პრობლემა იქნებოდა.

მერე ვალების კაპიტალიზაცია მოითხოვეს და ესეც გავაკეთე. ყველაფერზე წავედი, მაგრამ გამგებელს კონკრეტულ კითხვას რომ ვუსვამდი, ანგარიშზე თანხის დასასმელად კიდევ რა საბუთი იყო საჭირო, პასუხს ვერ მცემდა".

ვერსია "ზესტაფონის" წინააღმდეგ შეთქმულებაზე

კოკაია ლაპარაკობს გავრცელებულ ვერსიაზეც, თითქოს, მის ხარჯზე სხვისი დაწინაურება სურთ:

"ამ ყველაფრის შემდეგ ვიგებ, რომ მესამე ლიგაში არის გუნდი, სადაც მათი შვილები თუ ახლობლები არიან და თამაშობენ, ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარით აფინანსებენ და სავარჯიშოდ კი ჩემს ბაზებს იყენებს. გვიმტკიცებენ, რომ მზად არის სქემაც - "ზესტაფონი" თუ დაიშლება, მას დააწინაურებენო.

ჩემთვის ეს იყო ბოლო წერტილი. ანუ ეს ხალხი თავის პირად ინტერესს ქვეყანასა და საქმეზე მაღლა აყენებს. ზესტაფონელებს ვეუბნები, რომ მათი ერთადერთი ხსნა ამ ხალხის გადაყენებაა. ადამიანი როცა სახელმწიფო სამსახურში მიდის, სახელმწიფო ინტერესები უნდა ადარდებდეს და არა - პირადი.

მარტში გამგეობის საგანგებო სხდომა გაიმართა, კლუბის დაფინანსების საკითხი რომ განეხილათ და იცით, რა უნიკალური გადაწყვეტილება მიიღეს? პრემიები გაიორმაგეს! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ამ სხდომაზე გულშემატკივრებიც იყვნენ და უთხრეს, გუნდს უშველეთ, რა დროს პრემიებიაო!

საბედნიეროდ, იქ ბევრი წესიერი ადამიანია, მაგრამ უმრავლესობას პირადი ინტერესები ამოძრავებს. ასე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ამ ქალაქმა კი, მე, როგორც ინვესტორი, დამკარგა".

გარიგების საფრთხე

ფეხბურთის ფედერაციის პრობლემაზე საუბრისას კოკაიამ სკანდალური განცხადება გააკეთა:

"სამწუხარო და გაუგებარია, სფფ-ის სპორტის სამინისტროსთან კომუნიკაცია რომ არ გააჩნია. არ მინდა, რომ "ზესტაფონი"-"დილას" თასის ფინალის მსგავსი კიდევ განმეორდეს, მაგრამ ის პიროვნებები ისევ შემოვიდნენ და აქ არიან, ფედერაცია კი ამაზე რეაგირებას არ აკეთებს.

ამას გარდა, ორი თვეა, მოთამაშეები გასამრჯელოს ვერ იღებენ - შემოსავალი არ აქვთ და რაღაცნაირად უნდა იშოვონ. ეს არის პირდაპირი საფრთხე, რომ გარიგებებში მონაწილეობა მიიღონ. ამაზე ფედერაციას ვაფრთხილებდი.

"დილასთან" თამაშამდე კი ცუდი სიგნალი მოვიდა, რომ რამდენიმე მოთამაშეზე იყო ზეწოლა, ზოგმა თამაშზე ტრავმის გამო უარი თქვა, ერთს კი შეხვდნენ და გარკვეული თანხა შესთავაზეს. ამ საკითხს სამართალდამცველ ორგანოებს აუცილებლად ვაცნობებ. ეს კლუბის ხელმძღვანელობამ რომ შეიტყო, ფედერაციას "დილასთან" თამაშის გადადება სთხოვა.

გუშინ რევაზ არველაძემ დამირეკა და ვუთხარი - "ზესტაფონს" პატიოსანი სახელი ჰქონდა და ამას მაინც გავუფრთხილდით, მოედანზე გუნდის გაყვანა ამიტომ ვერ გავრისკეთ-მეთქი".

ბელგიური პერსპექტივა

კოკაიას თქმით, შესაძლოა, უცხოური კლუბი დააფინანსოს:

"ფეხბურთიდან არ წავსულვარ, ვარ და ვიქნები. თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო ბაზას მივხედავ და ბავშვთა სკოლას გავხსნი. მაგრამ კლუბის დაფინანსება შევწყვიტე მანამ, სანამ სახელმწიფო შესაბამის და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს - არც სხვა ქართულ კლუბს დავაფინანსებ.

ქართულ ფეხბურთშიც ბევრი რამ რომ არის შესაცვლელი, ესეც აშკარად ჩანს. არ მესმის, რა მოსწონთ 16-გუნდიან ჩემპიონატში. ამაზე დაბალი ხარისხი არსებობს? დაძაბულობააო, რომ ამბობენ, ეს კლასზე არ მეტყველებს...

ამ დროს კი, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს ევროპული კლუბებიდან, სადაც, სხვათა შორის, ბევრად ნაკლები ხარჯია საჭირო ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად - სულ 1.5 მილიონი ევრო. ლაპარაკია ბელგიურ კლუბზე.

მოსალაპარაკებლად კიდევ ერთ ქვეყანაში მივდივარ. იქნებ იქ მაინც განვახორციელო ის პროექტი, რაც საქართველოში შეუძლებელი აღმოჩნდა.

ბელგიის პირველი ლიგის კლუბებშიც კი თამაშზე 5 ათასზე ნაკლები ბილეთი არ იყიდება. ქართული ფეხბურთი კი ინვესტორისთვის უინტერესოა, რადგან მაყურებლისთვის საინტერესო პროდუქტს ვერ ქმნის. სტადიონზე 100 კაცი რომ მოდის, ეს ყველაფერზე მეტყველებს და კლუბი ვისთვის დავაფინანსო"?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gorelo fano ratom scodav
Mogmartav shen aq rom chamowjape ragac ragaceebi,gundi daishala da ras da vis ugebdit eg ar unda getqva,egre bevrjer waaget tqvenc da tqventanac wina wlebi gaixsene rom upreblomod gigebdit da ar gvitrabaxnia da jer tqven gaaketet imdeni rac zestam da mere isaubre,da zestas dashla ki ar unda gixarodes unda gwyindes,da vin vin moisyida gairjveva da tu damtkicta rom gorma martla moisyida vinme ar shegrcxveba rasac zestafonze wer?municipalitets ki sagol isev uari ar grcxveniat mainc?yifiani,sichinava?cocxlebi xart tqve uunaroebo
parfiumer
რაცხას მომგები იყო შეეტყო... ვაფშე ნამუსი არ გაქ ძამა? ღმერთმა კაი ქნას მარა გორის დილას რომ უკლია ჯერ ზესტაფონამდე ბეევრი კი უნდა ხვდებოდე... მარ უბედურებაა ისაა საკუთარი ცხვირის იქეთ ვერ იხედები და რაც აქ ხდება წესიტ არც ერთ ქარტველს არ უნდა უხაროდეს...
ოღონდაცა რაააა))))
1) დილა - ზესტაფონის თასის ფინალი: იმ ფორმაციის გორის დილა იმ ფორმაციის ზესტაფონს როცა მოუნდებოდა მაშინ მოუგებდა მინიმუმ სამბურთიანი ფორით-გაიხსენეთ შემადგენლობები და შეადარეთ და მიხვდებით რომ ხუთბურთიან ფორასაც მოუგებდა დილა მაგრამ გორელი ვარ და ცოტა დავაკელი არაობიექტურობაში რომ არ ჩამითვალონ. 2) ბოლო ტურის ზესტაფონი-დილა იმ გუნდის პრეზიდენტს(ამ შემთხვევაში ზესტაფონი) რომელის გუნდიც გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან(ამ შემთხვევაში ფოთის კოლხეთი) ერთი ტურის წინ უშანსოდ აგებს 0-4-ს კი უნდა გქონდეს ცოტა ნამუსი ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს (ამ შემთხვევაში გორის დილა) არ დასწამო ცილი ფეხბურთელებს მიქრთამავდაო. 3)ჭორად გავიგე: ასევე ჩემპიონობისათვის მებრძოლი გუნდი(ამ შემთვევაში არ დავასახელებ) იქიდან გამომდინარე რომ ზესტაფონის ფეხბურთელების მოგების იმედი არ ქონდათ(კოლხთთან 0-4(დაცინვის ღიმილაკი) ბაკავოებს ეჩალიჩებოდნენ დილა დაწვითო)))
ქართლო განრისხებული ქუთაისიდან
სად არის ყიფიანი, ან რატომ რისთვის ,რა დამსახურებისატვის არიან კიდევ ფეხბურთის სათავეში ეს ნაცი სიჭინავა, და არველაძეთა ბრბო.
ვახო
კოკაია შენი მიზანი ყოველთვის დილას წინააღმდეგ ბრძოლა იყო და რაც მიიღე ხედავ, ზესტაფონი შენ დაშალე და სხვას ნუ აბრალებ.
გუჯა კახაძე
პარადოქსების ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ რა თანხებზეც აქ არის საუბარი 1 ფეხბურთელის მომზადებით და გაყიდვით შეიძლება მივიღოთ. ფეხბურთელის მომზადება და შემდეგ მისი გაყიდვა არის ძირითადი გზა ფინანსების მოსაზიდად. რატომ ვერ ვახერხებთ ფეხბურთელის მომზადებას? ამ თემაზე გვჭირდება სტატიები!!!!
oto
სად არის ყიპიანი მინისტრი რას აკეტებს?
2222
100 % -იანია. ასეთ კაცს რომ დაკარგავ, ქართული ფეხბურთის მტერი ხარ. ვისოლი წავიდა, ეს წავიდა, ფიფიამ მინიმუმზე დაიყვანა დაფინანსება. მაინც არავის ესმის განგაშის ზარი. ერთ დროს საერთოდ უფეხბურთოთ რომ დავრჩებით, მერე გვიან იქნება. ჩემპიონატი ქვია ამას რაც წელს გვაქვს? ასეთი უსური გუნდები არასოდეს გვყოლია. ევროტურნირებზე სრული კატასტროფა იქნება.
თბილისი
100% ვეთანხმები ყველაფერში!
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე