საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში 23-ე ტური უცნაური გამოდგა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში 23-ე ტური უცნაური გამოდგა. ლიდერთა სამეულიდან სამივემ წააგო, თუმცა პოზიციები მაინც შეინარჩუნეს.

ქვეყნის ჩემპიონმა და გათამაშების ლიდერმა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად ითამაშა სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელთან" და 29:32 დამარცხდა.

გორგოძემ სრულად ითამაშა. მან 22-ე წუთზე ლელო გაიტანა, თუმცა თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა, ჩილაჩავა და მიქაუტაძე თამაშში 47-ე წუთიდან გამოჩნდნენ, შვიდი წუთის შემდეგ მოედანზე ყაულაშვილიც შევიდა.

ტულონელებს 66 ქულა აქვთ და ისევ პირველ ადგილზე არიან. მათ ოთხი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად ითამაშა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "კასტრთან" და 10:31 დამარცხდა.

ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. კოლელიშვილი ტრავმირებულია, ზირაქაშვილი კი მწვრთნელმა ჩემპიონთა თასის ფინალისთვის დაასვენა. ფინალში ერთმანეთს სწორედ "კლერმონი" და "ტულონი" დაუპირისპირდებიან.

მარცხი იგემა მესამე ადგილზე მყოფმა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემაც". პარიზელებმა შინ წააგეს ფრანგული რაგბის გრანდთან, ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" - 12:21. ტულუზელებმა, რომლებიც ერთი ხანობა აუტსაიდერებიც კი იყვნენ, ნელ-ნელა ძალა მოიკრიბეს და ამ გამარჯვებით ახლა მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.

ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ჟვანიამ მატჩის ბოლო ოთხი წუთი იასპარეზა, კაკოვინი განაცხადში არ იყო.

კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივმა", რომელიც დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის, შინ მოუგო მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" - 15:10.

ჟღენტი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ასეიშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილმა 16 წუთით მეტი ითამაშა, შველიძე და ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

I დივიზიონი

XXIII ტური

სტად ფრანსე-ტულუზი 12:21, ლა როშელი-ტულონი 32:29, ბაიონი-გრენობლი 42:33, ბრივი-მონპელიე 15:10, ლიონი-ბორდო 22:37, ოიონაქსი-მეტრო რასინგი 21:16, კასტრი-კლერმონი 31:10.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ტულონი 23 14 0 9 +173 66

2. კლერმონი 23 13 1 9 +131 62

3. ტულუზი 23 14 0 9 +41 61

4. სტ.ფრანსე 23 13 1 9 +19 61

5. რასინგი 23 12 2 9 +20 58

6. ოიონაქსი 23 13 0 10 +21 57

7. ბორდო 23 10 0 13 +100 51

8. მონპელიე 23 10 2 11 +30 51

9. ლა როშელი 23 10 3 10 -106 50

10. ბრივი 23 11 0 12 -76 48

11. გრენობლი 23 10 0 13 -105 48

12. კასტრი 23 10 0 13 -79 47

13. ბაიონი 23 9 1 13 -24 47

14. ლიონი 23 7 0 16 -149 35

XXIV ტური

ტულუზი-ბრივი, ტულონი-კასტრი, ბორდო-ოიონაქსი, ლიონი-ლაროშელი, მონპელიე-ბაიონი, გრენობლი-კლერმონი, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე.

მეორე დივიზიონში, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ნაცარაშვილის "პომ" 28-ე ტურში მარცხი განიცადა სტუმრად თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენთან" - 20:41, ჩვენებურის გუნდმა ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.

"პოს" ამ მიზნის მიღწევაში დახმარება ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" გაუწია, რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა მეორეადგილოსანი, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი" - 52:14.

შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილმა მასზე 13 წუთით მეტი ითამაშა, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

დივიზიონიდან გასავარდნად თითქმის განწირულია შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და ვახტანგ ახობაძის "მასი". პარიზელებმა, ამჯერად, სტუმრად წააგეს "კარკასონთან" - 17:20.

დადუნაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, იმავდროულად სუთიაშვილიც შეცვალეს, ყუფარაძის ნაცვლად აშვეთია მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა, ახობაძეს არ უთამაშია. "მასი" 37 ქულით ბოლო ადგილზეა.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "დაქსი" - 29:24. შეყლაშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, მაისურაძეს არ უთამაშია.

პლეი ოფში თამაშის შანსი დაკარგა ლაშა ლომიძის "ბეზიემ", რომელმაც სტუმრად წააგო ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძისა და კახაბერ კობერიძის "ტარბთან" - 22:35.

ლომიძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის ბოლო წუთზე ლელო გაიტანა, მირცხულავა 53-ე წუთზე შეცვალეს, ნემსაძემ მოედანზე 14 წუთით მეტი დაჰყო.

II დივიზიონი

XXVIII ტური

ორიაკი-პერპინიანი 52:14, კარკასონი-მასი 20:17, კოლომიე-ბიარიცი 42:33, დაქსი-ალბი 24:29, მონტობანი-მონ დე მარსანი 17:19, ნარბონი-ბურგუენი 16:16, ტარბი-ბეზიე 35:22, აჟენი-პო 41:20.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პო 28 20 1 7 +353 93

2. აჟენი 28 17 0 11 +108 79

3. პერპინიანი 28 16 1 11 +127 77

4. მონ დე მარსანი 28 17 0 11 +122 77

5. ორიაკი 28 15 2 11 +62 72

6. ბიარიცი 28 16 0 12 +59 72

7. ალბი 28 16 0 12 +37 72

8. კოლომიე 28 15 0 13 +13 65

9. ბეზიე 28 13 0 15 +6 59

10. მონტობანი 28 12 1 15 -25 59

11. კარკასონი 28 13 0 15 -34 58

12. ტარბი 28 12 2 14 -124 57

13. ბურგუენი 28 10 3 15 -113 47

14. ნარბონი 28 10 1 17 -155 45

15. დაქსი 28 9 1 18 -143 43

16. მასი 28 7 0 21 -193 37

XXIX ტური

ბიარიცი-მონტობანი, ბურგუენი-ბეზიე, მასი-ტარბი, მონ დე მარსანი-ორიაკი, კოლომიე-აჟენი, ნარბონი-დაქსი, პერპინიანი-ალბი, პო-კარკასონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის "რასინგ 92" და "კლერმონი" იბრძვიან
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ - "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია კუმაგაიაში
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა