ლიონელ მესი და ნეიმარი დიდი ხანია ემზადებიან თბილისში ჩამოსასვლელად, გეგმებს წინასწარ აწყობენ
იურგენ კლინსმანი, პაოლო მალდინი, ანდრეს ინიესტა, იკერ კასილიასი, მანუელ ნოიერი... ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ვარსკვლავი გვწვევია თბილისში. შინ ყველა კმაყოფილი გაბრუნებულა - სტუმრად 1:0-იც რომ გაიმარჯვო კმაყოფილი რატომ არ დარჩები? ზოგი სულაც ქართული სტუმართმოყვარეობითა და კერძებით მოხიბლულა, სადღაც წავიკითხე კრიშტიანო რონალდო და მარკო როისი ხინკალს გადაურევიაო.

...ჰოდა, ამიტომაც ბრდღვინავდა კრიშტიანო "იუვენტუსთან" წაგების შემდეგ, არ სურს სუპერთასისთვის საქართველოში ჩამოსვლის შანსი კარლოს ტევესს დაუთმოს. არადა, ტევესი ჩვენს ქვეყანაში ერთხელაც არ ყოფილა, არც ლუის სუარესი, ლიონელ მესი და ნეიმარი კი დიდი ხანია ემზადებიან თბილისში ჩამოსასვლელად, გეგმებს წინასწარ აწყობენ:

ცხადია, მიხვდით, რომ ეს ფოტომონტაჟია. ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვა ფოტოების გადამუშავების ტექნიკამ. ამ დარგის სპეციალისტები სხედან და მსოფლიოში მიმდინარე მთავარ მოვლენებს "ფოტოშოპით" აშარჟებენ.

ვხვდებით ფოტოპარალელებსაც. მაგალითად, "იუვენტუსმა" "რეალს" გოლი რომ გაუტანა კარლოს ტევესმა ისე შეჰყვირა, მის წინ მდგარ ფოტორეპორტიორს გული გადაუქანდებოდა, თუმცა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი აღმოჩნდა და ვიდრე ტევესი გადაყლაპავდა, ფოტოაპარატს ერთი კარგად ჩაუჩხაკუნა.

მეორე დღისით "ფოტოშოპის" სპეციალისტმა ეს სურათი ყვითელი თევზის გვერდით მიამონტაჟა და, აი, რა მივიღეთ:

გემახსოვრებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტთა ვინაობა რომ გაირკვა, ამავე რუბრიკაში შემოგთავაზეთ ფოტო სამი ლომის გამოსახულებით, რომლებიც ნერწყვმორეულები ზებრას აკვირდებოდნენ. ზებრას "იუვენტუსის" ემბლემა ეხატა, სამ ლომს "ბაიერნის", "რეალისა" და "ბარსელონასი".

არ ყოფილა ეს ზებრა იოლად მოსახელთებელი, ნახევარფინალური სერიის პირველივე მატჩში მწარე ტლინკი ჰკრა"რეალს". იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე შეხვედრისთვის მადრიდელები გამოფხიზლდებიან, მათი მწვრთნელი, კარლო აჩელოტი კი "ჩირგვიდან" გამოვა - მის გუნდს ხომ მინიმუმ ერთი უპასუხო ბურთი აქვს გასატანი.

თავის მხრივ, "იუვემ" დაგვანახვა, რომ ლამაზად თამაში შეუძლია და განმეორებითში ერთი-ორად უკეთეს სანახაობას უნდა ველოდეთ.

მეორე დღეს კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ: "ბაიერნი" "ბარსელონას" ეწვია.

ბავარიელებს წვრთნით ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ კატალონიელთა გმირად იქცა - "ბარსას" ჩემპიონთა თასი ორჯერ მოაგებინა. თავის დროზე სწორედ გვარდიოლამ უთხრა ჩავის: შენ მე შემცვალე, ჩვენ ორივეს კი ინიესტა შეგვცვლისო. ლეო მესიც გვარდიოლას ხელში დავაჟკაცდა.

თუმცა 2013 წელს მწვრთნელმა შეგირდები მიატოვა და ბავარიას მიაშურა. ოთხშაბათის მატჩმა გვიჩვენა, რომ პეპს მოწაფეები კარგად გამოუწვრთნია, ხეზე ასვლაც უსწავლებია (ფინალში გასვლაც ასწავლა თუ არა, განმეორებით მატჩში გამოჩნდება). ოსტატისა და შეგირდების ურთიერთობა კარგადაა ასახული მულტსერიალ "კუ ნინძებში". მხატვარმა ნინძებს "ბარსელონას" ფორმა ჩააცვა, მასწავლებელს გვარდიოლა მიაწერა და საინტერესო სურათი გამოვიდა:

"ბარსელონას" ფორმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამაც მოირგო და ისე მიადევნა თვალი "ბაიერნთან" მატჩს. ზაზა ფაჩულიამ კი "ბარსას" საქომაგო ქუდით გადაიღო ფოტო, რომელიც "ფეისბუკზე" ატვირთა. თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო, თქვა ლიტველმა ვარსკვლავმა შარუნას იასიკიავიჩუსმა და ისიც "ბარსას" ფორმით "შეძვრა" ინტერნეტში.

მახვილი თვალი, დაკვირვებულობა და კარგი მეხსიერება იყო საჭირო ქვემოთ მოცმული ფოტოპარალელის აღმოჩენისთვის. გერმანიის ბუნდესლიგის ლოგოს ყველა კარგად იცნობს, მაგრამ, ალბათ, ბევრი ვერ შენიშნავდა, რომ ლეო მესის მეორე გოლისას "ბაიერნის" ფეხბურთელმა რაფინიამ სწორედ ისეთი ნახტომი შეასრულა, როგორიც ბუნდესლიგის ემბლემაზეა ასახული.

მწარე ხუმრობა კი გამოვიდა...

უფრო მწარედ ეხუმრნენ ჟერომ ბოატენგს, რომელსაც მესის მეორე გოლის ეპიზოდში, არგენტინელთან ორთაბრძოლაში შესვლა ვერ დასცალდა, ისე დაეცა. არადა, ყველას კარგად გვახსოვს თბილისში ბოატენგის თამაში, რომლისთვისაც გვერდის ავლა წარმოუდგენლად მოჩანდა.

ახლა, თავად განსაჯეთ, რა სიმაღლეზეა ლეო მესი, ჟერომი მოჭრილი მორივით რომ გადააყირავა.

გასაკვირი არ არის, ბოატენგი ფოტომემონტაჟეთა მუზად რომ იქცა:

Del Piero 10
იუმორი გადაგვარჩენს :)
avoieee
მაგარია
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა