კახა ცხადაძე ნაკრების გაძლიერების ცდებს აგრძელებს
"მიტელდოიჩე ცაიტუნგი" III ბუნდესლიგის "ჰალეშერის" ნახევარმცველ აკაკი გოგიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მის ოჯახს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და თავადაც სურს საქართველოს ნაკრებში თამაში.

გოგია 23 წლისაა და ის III ბუნდესლიგის "ჰალეშერის" ლიდერია. მან 32 თამაშში 11 გოლი გაიტანა. "ვოლფსბურგისა" და "აუგსბურგის" ყოფილი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს "ჰალეშერს" დატოვებს და უფრო მაღალ დონეზე მოსინჯავს ძალებს.

გერმანიაში მას ხშირად ანდის ეძახიან აკაკის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ "ჰალეშერის" ფანებმა იციან, რომ გოგია მიდის, მას არავინ უსტვენს, რადგან ძალიან უყვართ და ფანებში პოპულარულია.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა დედაჩემს. შესაძლოა, ყველაფერი ამ საკვალიფიკაციო ეტაპისთვისაც მოესწროს. მთავარია, მოქალაქეობის საკითხი მოგვარდეს. 11 ოქტომბერს საქართველო ლაიფციგში გერმანიას ეთამაშება და დიდებული იქნება, თუკი მე ვითამაშებ ამ შეხვედრაში", - აცხადებს გოგია "მიტელდოიჩე ცაიტუნგთან".

თუმცა გოგია იმასაც ღიად აღიარებს, რომ სამშობლოსთან ცოტა გაუცხოებულია: "ბოლოს სამშობლოში 3-4 წლის წინათ ვიყავი. სამწუხაროდ, წელსაც არა მგონია, მოვახერხო ჩასვლა, თუმცა ტელეფონით ხშირად ვუკავშირდები ჩემი ოჯახის წევრებს".

სამშობლოში ბებია, ბაბუა და ბიძაშვილები ცხოვრობენ. ის გერმანიაში 9 წლის ასაკში, მშობელთან ერთად გადავიდა.

"ქართულად ვლაპარაკობ, მაგრამ გერმანულ სიტყვებს ვურევ. თუმცა გერმანულად უკეთ ვსაუბრობ, მაგრამ მაქვს ქართული აქცენტი. ქართულად წერა-კითხვა არ შემიძლია, სამწუხაროდ", - ამბობს გოგია.

"მიტელდოიჩე ცაიტუნგი" ასკვნის, რომ საქართველოს ნაკრები არ არის ვარსკვლავებით სავსე. ამიტომაც ანდი გოგია შეძლებს იქ დამკვიდრებას. მით უფრო, რომ ახალი სეზონიდან მას მეორე ან სულაც, მთავარ ბუნდესლიგაში ვიხილავთ.

ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ გოგიას საკითხი ახლა პირველად არ წამოჭრილა, თუმცა წლების წინ მისი დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო, აკაკის საქართველოს სახელით ეთამაშა. გოგია გერმანიის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა (17 და 19-წლამდელებში) და მთავარი გუნდის პერსპექტივაც ჰქონდა.

giorgi
თითოეულ ქართველს უნდა დაუყვავოთ და სამშობლოს დავუბრუნოთ, მით უმეტეს შემტევი ფეხბურთელების დიდი დეფიციტი გვაქვს, კაცს გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ასევე ვოლსბურგში და აუსბურგში
Heinrich
როისს ვეღარ ამოვაგდებ და დამაბრუნეთო ? რას ვიზამთ უნდა მივიღოთ უძღები შვილი და წარმატებები ვუსურვოთ
vigac
ადამიანი 9 წლის იყო რომ წაიყვანეს და იქ გაიზარდა, ემიგრაციაში. სააკაძის გმირობას ნაგდად ვერ მოვთხოვთ, ისიც დასაფასებელია, რომ ქართულად მეტყველება შეუძლია, თავს ქაართველს უწოდებს და ქართულ გვარს ატარებს...
nika
ადამიანი 9 წლის იყო რომ წაიყვანეს და იქ გაიზარდა, ემიგრაციაში. სააკაძის გმირობას ნაგდად ვერ მოვთხოვთ, ისიც დასაფასებელია, რომ ქართულად მეტყველება შეუძლია, თავს ქაართველს უწოდებს და ქართულ გვარს ატარებს...
ლაშა
მესამე ბუნდესლიგა... სირცხვილია, მესამე ბუნდესლიგაში მოთამაშე ადამიანი ნაკრებში რომ იქნება და იმ ნაკრებს შედეგს მოსთხოვ. საქართველოს უმაღლესი ლიგა შეიძლება შეადარო ტოპ ქვეყნების მე-2 დივიზიონებს, მაგრამ მე-3 ბუნდესლიგა ზედმეტად დაბალი დონეა.
Zviadi
ალათ გაუმაზა არველაძეს
კახეთი
ესეთი "პატრიოტები" რომ თამაშობენ ნაკრებში იმიტომ არის რომ კარგად მიდის ყველაფერი...
toro
23 წლისაა უკვე, მიხვდა რომ გერმანიის ნაკრებში თამაშის შანსი არ აქვს და ეხლა მოინდომა საქართველო!! ეეხ !ფედერაციიდან გაიტანეთ ნაგავი!!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ