საქართველოში თამაშის ჩაწყობა ლამის მზესუმზირის ფასადაა შესაძლებელი
გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო, ასეა ქართული ფეხბურთის ამბავი. ბოლო წლებში, სახელი ისედაც გატეხილი ჰქონდა, ახლა კი, გარიგებული მატჩების გამო, უკვე მეოთხე საფეხბურთო სკანდალი აგორდა - ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ სამარცხვინო ლაქად 2015 წლის 5 მაისი ჩაიწერება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თამაშების ჩაწყობის ფაქტზე დააკავეს კლუბის პრეზიდენტი, სელექციონერი, ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები, აგრეთვე, აზიური ტოტალიზატორის წარმომადგენელი და ორი პირი, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ. ანუ საქმეში ჩართულია ლამის მთელი საფეხბურთო სპექტრი.

თემას ცოტათი გადავუხვევთ: 2009 წელს უეფაში სემინარი სწორედ თანამედროვე ფეხბურთში ტოტალიზატორების შემოჭრის საფრთხის გამო გაიმართა. მისი ორგანიზატორები უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, მაშინდელი გენერალური მდივანი დევიდ ტეილორი და სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელი დიტერ ლიმაზერი იყვნენ. მაშინ ბევრ საიდუმლოს ახადეს ფარად, რაც სემინარიდან დაბრუნებულმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გაამხილა.

1923 წელს ინგლისში საბუკმეიკერო კანტორები ამოქმედდა, რომლებიც საფეხბურთო შეხვედრების შედგებზე ფსონებს იღებდნენ. მაქინაციები და ჩაწყობებიც მას შემდეგ დაიწყო. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში დიდი კომბინაციების ბუდედ აზიის ქვეყნებს მიიჩნევენ. იმ სემინარზე თქვეს კიდეც, რომ ჩინეთისა და მალაიზიის საბუკმეიკერო კანტორებმა ევროპაში ღრმად გაიდგეს ფესვები.

პლატინიმ დაასახელა ის თანხა, რომელსაც ფეხბურთში საბუკმეიკერო კანტორები ატრიალებდნენ - მხოლოდ ჩინეთისა და მალაიზიის ტოტალიზატორების შემოსავალი 80 მილიარდი დოლარია, რაც "კოკა-კოლას" შემოსავალს 9-ჯერ აღემატება!

უეფა ტოტალიზატორებს ინტერპოლის დახმარებით აკონტროლებს. ეს იმდენად მასშტაბური გამოძიებაა, რომ მასში 9 ათასი ადამიანია ჩართული. ისინი მოამარაგეს საგანგებო კომპიუტერული სისტემით, რომლითაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელია ჩაწყობილი თამაშების დადგენა. საგამოძიებო ჯგუფი კი ეროვნულ ფედერაციებთან თანამშრომლობს და ხსენებული 80 მილიარდიც ამ გზით დაითვალეს.

კონკრეტული მაგალითებიც დასახელდა: 2005 წელს, ჩინელების ორმა ჯგუფმა ბელგიაში ორი პატარა ქალაქის გუნდი იყიდა და წავიდა თამაშების ჩაწყობა. ამის შემდეგ, დროის მცირე მონაკვეთში, 50 მილიონი დოლარი მოიგეს და მოულოდნელად გაუჩინარდნენ. ბევრი ეძებეს, მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაკვლიეს.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ, ანალოგიური ფაქტი, ვფიქრობთ, საქართველოშიც მოხდა და ამ ჯგუფის მოსვლისა და წასვლის მიზანიც გაუგებარი დარჩა.

ახლა უეფამ გარიგებებში მონაწილეთა წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. შედგა დოსიე 65 ათას მოთამაშეზე - ვინ რას წარმოადგენს, ვინაა თითოეული ფეხბურთელის მენეჯერი, რამხელა ხელფასი აქვს და ასე შემდეგ. დიდ ყურადღებას აქცევენ მწვრთნელებს, რომლებიც გუნდიდან გუნდში ეგრეთ წოდებული "თავისი ფეხბურთელებით" მოგზაურობენ. ასეთებსაც განსაკუთრებულად აკონტროლებენ, ისევე, როგორც საბუმეიკერო ქსელებს.

თავის დროზე, ამ სფეროს "ლიდერებად" დასახელდნენ ალბანეთი, სომხეთი, რუსეთი, ფინეთი, ესტონეთი, გერმანია, ბელგია და ხორვატია. მაგრამ სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში საქართველოში გარიგებული მატჩების სენმა ამ ქვეყნებზე არანაკლებად მოიკიდა ფეხი.

სხვათა შორის, უეფას საგამოძიებო ჯგუფი ჩაწყობილ თამაშებში პოტენციურ მონაწილედ თვლის იმ გუნდებს, სადაც ხელფასს დროულად ვერ იხდიან... ესაა სწორედ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა - უფულო გუნდებს მაცდუნებლები ყველაზე მეტად ეტანებიან.

მაგალითად, ხარაგოულის "ჩხერიმელა" პირველი ლიგის აუტსაიდერია და გასაგებია, მოთამაშეები რა ფინანსურ მდგომარეობაში იქნებიან და ამ გარიგებას ხელი რატომაც მოაწერეს...

შსს-ს გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელს, კონკრეტული მატჩები სასურველი შედეგით რომ დაესრულებინათ. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ-ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს დებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.

ფარულ ჩანაწერებში არის პასუხი, თუ რა თანხად ყიდულობენ მოთამაშებს - ბიჭებს ორ-ორ კაპიკს მივცემთო. ერთ-ერთ ეპიზოდში ეს "კაპიკები" დაკონკრეტებულია და საქმის გამკეთებელ ორ მოთამაშეს, შეპირებული 2 ათასის ნაცვლად, საბოლოოდ, 2430 ლარს უხდიან.

მესამე ეპიზოდში, საქმის გამკეთებელს აძლევენ 10 ათასს, რომელიც ფულს თავისთვისაც იტოვებს და გუნდზეც ანაწილებს.

მეოთხე ეპიზოდში აზიური ტოტალიზატორის წარმომადგენელი გუნდის წევრს ფეხბურთელებისთვის 970 ლარს აძლევს, თავად 1200 ლარს იღებს, ხოლო მწვრთნელს 1000 ლარს უხდის.

საბოლოოდ, ირკვევა, რომ პირველ ლიგაში თამაშის გაკეთება მაქსიმუმ 10 000 ლარი ღირს. ცხადია, აქ გარეულები არიან ხელმძღვანელები, მწვრთნელები და ფეხბურთელები. ისიც ითქვა, რომ გუნდს პრემიების სახით 5-დან 7 ათასამდე ურიგებენ. ანუ, საქართველოში თამაშის ჩაწყობა ლამის მზესუმზირის ფასადაა შესაძლებელი.

ამაზეა ნათქვამი, ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარ ღირდეს არცა ჩირადო...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება