ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის წინ: ახალი ჩემპიონის მოლოდინი

უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის წინ: ახალი ჩემპიონის მოლოდინი

ჩემპიონატის დასრულებამდე ათი დღე დარჩა, მაგრამ გამორიცხული არაა, ჩემპიონის ვინაობა დღესვე გაირკვეს
ათი დღეც და საქართველოს XXVI ჩემპიონატი დასრულდება; თუმცა, ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, რომ ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა დღესვე მორჩეს და 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვეს.

რაც შეეხება დანარჩენ ერთ "საინტრიგო ზონას", აი, აქ კი ყველა ვარიანტში, სულ მცირე, კიდევ ერთი ტურით მოცდა მოგვიწევს; ანუ, როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი მატჩები, უმაღლესი ლიგიდან კიდევ ერთი გავარდნილი გუნდის ვინაობა გასარკვევი იქნება.

რაღა რჩება? მხოლოდ ის, თუ რომელი გუნდები დაიკავებენ მეორე-მესამე ადგილებს და თეორიულად იმის შანსიც არის, რომ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დღესვე გაირკვეს. მოკლედ, დღეს ბევრი რამ უნდა გადაწყდეს, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ შესაძლოა, ინტრიგამ და დაძაბულობამ კიდევ ოთხი დღით ან ერთი კვირით გადაიწიოს.

აი, ეს ვარიანტი კი, ალბათ, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელთა იმ კატეგორიას გაახარებს, რომელთა აზრითაც, 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა დაძაბულობის თვალსაზრისით გაამართლა და თანაც, ძალიან გაამართლა.

ჰოდა, ნურც ის გაგვიკვირდება ვინმეს, მომავალი სეზონისათვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა კიდევ რომ გაიზარდოს: რაც მეტი გუნდი იქნება, თურმე, ინტრიგაც მოიმატებს და დაძაბულობაც; ოღონდ ამ შემთხვევაში ხარისხსა და საერთო დონის ამაღლებაზე ფიქრი ხომ უკვე აქტუალური აღარ იქნება.

მხოლოდ დროის ამბავი

დღეს 13 მაისია, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების თარიღი, თუმცა, 1981 წლის იმ მართლაც დიდი ტრიუმფის შემოქმედ გუნდს ამჟამად ნამდვილად არა აქვს სადღესასწაულო განწყობა - ანუ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ თბილისის "დინამო" მოქმედი ჩემპიონის რანგს ექსჩემპიონობაზე "გაცვლის", უბრალოდ, მხოლოდ ის არის გასარკვევი, თუ როდის დაემშვიდობება თავის ტიტულს "დინამო": დღეს, მომდევნო ტურში თუ ბოლო ტურში.

და რა უნდა მოხდეს, "დინამომ" ზედიზედ მესამედ რომ იჩემპიონოს? ამისათვის საჭიროა, რომ თბილისელებმა დარჩენილი სამივე მატჩი მოიგონ, ხოლო "დილამ" ამ სამ შეხვედრაში ორ ქულაზე მეტი ვერ მოაგროვოს!

ვეჭვობთ, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება ვინმეს რეალურად მიაჩნდეს; თანაც, ბათუმის "დინამოც" ხომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც, ფაქტობრივად, 4 ქულით (მომდევნო ტურში "ზესტაფონთან" გარანტირებული და უბრძოლველი 3 ქულის გათვალისწინებით) უსწრებს ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს.

რა თქმა უნდა, ჯერ სეზონი არ დასრულებულა და, აქედან გამომდინარე, ნაადრევადაც მიგვაჩნია იმაზე მსჯელობა, თუ რა იყო ამ სეზონში თბილისის "დინამოს" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი; თუმცა, ერთ-ერთის თქმა ახლავე შეიძლება: რბილად რომ ვთქვათ, უცნაურმა სელექციამ გარკვეულწილად განაპირობა კიდეც "დინამოს" ასეთი შედეგიც.

ეგ კი არა, კახა გოგიჩაიშვილს (რომელსაც სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა) და მის შეგირდებს ჯერჯერობით არც ევროტურნირების საგზური გაუნაღდებიათ: ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფ "დინამოს" კვალში "ცხინვალი" უდგას, 26 მაისს კი თასის ფინალია...

როცა ყველა მატჩი ფინალია

ამა წლის 3 აპრილი იყო, მეორე წრისა და საერთოდ, XXVI ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი რომ გაიმართა "დინამო არენაზე".

აი, სწორედ იმ შეხვედრის (თბილისის "დინამო"-"დილა") მერე გამოვთქვით ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ის შედეგი (2:2) გორელთა გუნდისათვის მისაღები უნდა ყოფილიყო და, კონკურენტებთან შედარებით ხელსაყრელი კალენდრის გათვალისწინებით, "დილას" ჩემპიონობის მშვენიერი შანსიც ეძლეოდა.

ასეც მოხდა: 25 წლის დებიუტანტი სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილი "დილა" ძალიან ახლოსაა, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვოს!

სხვა ბევრი და ობიექტური ("ცოტაც" - სუბიექტურის) ფაქტორების გარდა, "დილას" მოახლოებულ ტრიუმფს გუნდის სტატისტიკური მაჩვენებლებიც "ამყარებს": ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგება, ყველაზე ნაკლები წაგება, ყველაზე მეტი გატანილი გოლი და ყველაზე ნაკლები გაშვებული...

დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ "დილას" ორი კონკურენტიღა შემორჩა; თბილისის "დინამოზე" უკვე ვისაუბრეთ და უმრავლესობის მსგავსად, ჩვენც ნაკლებად გვჯერა, რომ გორელებმა ამჟამინდელი ექვსქულიანი უპირატესობა გაფლანგონ ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონთან;

რჩება ბათუმის "დინამო", რომელსაც უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ "სიონთან" დღეს ურთულესი მატჩი აქვს... გორში!

რა თქმა უნდა, "დილასაც" ასევე არანაკლებ რთული შეხვედრა ელოდება (ასევე გასვლაზე) ამბიციურ "სამტრედიასთან" და ერთგული ქომაგები გორიდანაც ეყოლება, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა "გარემო" იქნება დღეს გორის სტადიონზე, სადაც სატურნირო სიტუაციიდან ისედაც მოტივირებულ "სიონს" მხურვალე და აქტიური ქომაგობა გარანტირებული აქვს!

მოკლედ, ასეთი სიტუაციაა: იმისათვის, რომ 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული დღესვე გამოვლინდეს, ამისათვის "დილამ" უნდა მოიგოს, ბათუმის "დინამომ" კი ქულები დაკარგოს; ანუ ბათუმელთა ფრისა თუ წაგების შემთხვევაში "დილამ", შესაძლოა, სამტრედიაში მოაწყოს საჩემპიონო ზეიმი, მაგრამ ახლა მასპინძლების ამბავიც ვიკითხოთ, მით უფრო, რომ ამბიციურ "სამტრედიას" საკუთარი ქომაგების წინაშე რეაბილიტაციაც ენდომება ზედიზედ სამი მოუგებელი მატჩის გამო.

თანაც, ძალიან შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ზაზა ზამთარაძის დამოძღვრილმა გუნდმა ჩემპიონატი უკვე "მეორეხარისხოვნად" მიიჩნია და მხოლოდ და მხოლოდ თასის ფინალზე ფიქრობს.

ბრძოლა გადარჩენისთვის

ისედაც გადაწყვეტილი იყო, ოღონდ ოფიციალურად წინა ტურში გაირკვა, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სამი გუნდი იბრძოლებდა: "მეტალურგი", "სიონი" და "ვიტ ჯორჯია". სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონებს მართლაც წარუმატებელი სეზონი აქვთ: უმაღლეს ლიგაში გამოჩენის დღიდან ხომ არასდროს დაქვეითებულან...

დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ ეს ტური ვერაფერს გადაწყვეტს, ანუ სამივე გუნდი მეტ-ნაკლებ შანსებს შეინარჩუნებს და ერთადერთი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "სამტრედია"-"დილას" მატჩზე არანაკლებ პრინციპული და საინტერესო დაპირისპირება უნდა შედგეს რუსთავშიც, სადაც ქრონიკულპრობლემებიანმა და ყველასგან მიტოვებულმა "მეტალურგმა" "ვიტ ჯორჯიას" უნდა უმასპინძლოს.

კიდევ ვიმეორებთ, რომ ცხრილის ქვედა ნაწილში ინტრიგა შესაძლოა ბოლო ტურამდე გაგრძელდეს და არც ის არის გამორიცხული, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენისა თუ გადათამაშებაში მონაწილეობის საკითხი ურთიერთშეხვედრებმაც გადაწყვიტოს.

ოღონდ ამ თემაზე საუბარი, ალბათ, დღევანდელი ტურის მერე უფრო იქნება აქტუალური...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური

13.05. სამტრედია. "ე. მანჯგალაძე". 17:00

სამტრედია-დილა

პირველი წრე 0:1

ურთიერთშეხვედრები

26: +11 =2 -13, 31:38

13.05. რუსთავი. "ფოლადი". 17:00

მეტალურგი-ვიტ ჯორჯია

პირველი წრე 2:0

ურთიერთშეხვედრები

24: +12 =5 -7, 31:23

13.05. ივანწმინდა. 17:00

ჩიხურა-გურია

პირველი წრე 2:2

ურთიერთშეხვედრები

5: +2 =1 -2, 12:8

დისკვალ: გიორგი მჭედლიშვილი (გურია)

13.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00

სიონი-დინამო (ბთ)

პირველი წრე 1:2

ურთიერთშეხვედრები

37: +11 =10 -16 31:44

დისკვალიფიკაცია: ჯაბა უგულავა, დავით საჯაია (ორივე – სიონი)

13.05. თბილისი. "დინამო არენა". 17:00

დინამო (თბ)-ზუგდიდი

პირველი წრე 2:1

ურთიერთშეხვედრები

25: +17 =6 -2, 51:14

დისკვალიფიკაცია: ლაშა თოთაძე (დინამო), ლევან წურწუმია (ზუგდიდი)

13.05. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00

შუქურა-ცხინვალი

პირველი წრე 0:1

ურთიერთშეხვედრები

1: +0 =0 -0, 0:1

დისკვალიფიკაცია: დავით მაისაშვილი, ბაქარ ქარდავა (ორივე ცხინვალი)

13.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 17:00

კოლხეთი-მერანი

პირველი წრე 0:0

ურთიერთშეხვედრები

9: +4 =1 -4, 10:10

დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია, ზურაბ თევზაძე (ორივე – კოლხეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dudu

ფულს შოულობენ საბიუჯეტო კლუბები და ფეხბურთი მაგრა კიდიათ/

• alex

დგეს ტუ სამტრედიამ ვერ მოუგო გორს ესეიგი მიცა ტამასჰი მეტოქეს....ეს კი იმას ნისჰნავს რომ ზამტარადზე და მუჯირი დაიმარხება ეროსი მანჯგალაზეზე და მიყვებიან ზოგზოგიერტები.....

• gorgin

qartvels, ასეთი ლოგიკით რატომ 16 და არა 18 ან თუნდაც 24, როგორც ეს ინგლისის პირველ ლიგაშია? ინფრასტრუქტურა მაინც ნახეთ, მაგ.ბათუმი, ფოთი, ბოლნისი სად თამაშობენ, გუნდების ნახევარში ხელფასები ან არაა ან ისეთი მიზერულია, სათქმელადაც სირცხვილია. მუნიციპალურ გუნდებში დაფინანსება მთლიანად ჩინოსნების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, იქ კი, სადაც ფეხბურთი არ აინტერესებთ, ფულს არ გამოუყოფენ კლუბს. პარასკევს ვიტ-შუქურას თამაშზე ვიყავი, სადაც რამდენიმე ათეული კაცი მხოლოდ მზესუმზირის ჭამით იყო დაკავებული, ტაში კი მხოლოდ ერთხელ დაუკრეს. სამაგიეროდ, იმ თამაშიდან სამი კაცი "ლელომ" ტურის სიმბოლურში შეიყვანა. ამაზე მეტი ირონია რა შეიძლება იყოს! ჩემპიონატი კი არაა საინტერესო, დონე შედარებით გათანაბრდა უბრალოდ, ოღონდ უწინდელი ლიდერების დასუსტების ხარჯზე. საკმარისია 2-3 წლის წინანდელი დინამოს, ზესტას ან რუსთავის შემადგენლობას გადავხედოთ და შევადაროთ.

• ZUKA

რითი ჯობს და ნაკლები მათხოვარი ფეხბურთელები და ტრენერები გვეკოლება ...

• qartvels

ეს ჩემპი თუ საინტერესოა და მაგრა გცოდნია ფეხბურთი. შენ უეჭველი რეზის კაცი იქნები.

• qartvels

10-გუნდიანში ანაზღაურებაც მეტი იქნება და კონკურენციაც.

• qartvels

დინამო დიდი ხანია არ არის ლიდერი საქართველოში. ნახე ბოლო წლების სტატისტიკა.

• qartvels

იმიტომაც გაუშვა ზესტამ და დინამომ ფეხბურთელები რომ ფულის დახარჯვამ აზრი დაკარგა.

• qartvels

ქართველი კი არა კოკოითი უნდა გერქვას შენ.

• qartveli

ხომ ვერ ამიხსნის ვინმე რითი ჯობდა ნაკლებ გუნდიანი ჩემპიონატი ამ ჩემპიონატს?ის რო თბილისის დინამო 10 ტურიტ ადრე ვერ ინაღდებს ცემპიონობას და საერთოდაც ვერ გააჩემპიონეს მაგიტოომ?ზესტასთვის კიდე რა მნიშვნელობა ქონდა 10 გუნდიანი რო ყოფილიყო რა აგარ გაკოტრდებოდაა?დარწმუნებული ვარ ის ბიჭები ვინც დღეს თამასჰობენ კლუბებში და საკმაოდ წარმატებულადაც, დგეს არავის არ ეცოდინებოდა რომარა 16 გუნდიანი ჩემპიონატი,მარა დინამო რო ცემპიონობაზე ვაღარ ბრძოლობს ალბად მაგიტომ, გააკეთონ ნორმალური ტრანსფერები და იბრძოლებს კიდეც..ჩამოიყვანეს აქ გაურკვეველი წარმომავლობის ხალხი სათამაშოდ და 17..18 წლის ბიჭების ამარად უნდათ მოიგონ ჩემპიონატიი? ცოთა რეალობას თვალი გაუსწოროთ ხალხო და ვაღიაროთ რო ეს ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესო იყო..

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ

ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი

[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა

ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს

[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა