ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თენგიზ სულაქველიძე: საერთოდ არ ვიცოდი, თუ ტოტალიზატორი არსებობდა

თენგიზ სულაქველიძე: საერთოდ არ ვიცოდი, თუ ტოტალიზატორი არსებობდა

"არის ცდუნება და იქნება, სანამ ფეხბურთი იარსებებს. არის კიდევ სინდისი და პიროვნება"
ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი სკანდალი გასკდა და ეს თუ არ შეჩერდა, ელემენტარულ პროგრესზე ფიქრიც კი ფუჭი იქნება.

სად არის "გზა ხსნისა?" გვესაუბრება თბილისის "დინამოს" "ოქროს თაობის" წარმომადგენელი თენგიზ სულაქველიძე.

- რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რაც მოხდა. სადაც სიბინძურე და გარიგებაა, იქ ნამდვილი ფეხბურთი ვერაფრით იქნება. ეს აქსიომაა და არა მგონია, ბევრი ლაპარაკი სჭირდებოდეს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, დამნაშავე მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ასეთი ხალხი ფეხბურთს არ უხდება. ჩვენთან ის სპორტის ნომერი პირველი სახეობაა და, შესაბამისად, მის უკან ქომაგთა მრავალრიცხოვანი არმია დგას.

ისიც ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოშია მოდებული ეს სენი. საქართველო პირველი და უკანასკნელი ქვეყანა არ არის, სადაც ეს მოხდა, თუმცა ჩვენ ჩვენი გვაწუხებს და გვტკივა.

- ჩვენი აზრით, დამნაშავე ქართული ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს...

- რა თქმა უნდა, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი. ერთიცაა - როგორ ბედავს ის სამი თუ ორი კაცი, რომ მთელი გუნდის ნაწვალებს წყალში ყრის. ეს ხომ შეურაცხყოფაა არა მარტო გულშემატკივარის, არამედ შენი თანაგუნდელისაც?!

არის ცდუნება და იქნება, სანამ ფეხბურთი იარსებებს. არის კიდევ სინდისი და პიროვნება. ჩემი აზრით, პიროვნებები ძალიან ბევრს წყვეტენ. პიროვნება თუ ხარ, თუ შენში არის ამის მარცვალი, მაშინ შენ ამას არ გააკეთებ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ პროცესს, გარკვეულწილად, ბიძგი მისცა ძველი სკანდალებისას დამნაშავეთა შეწყალებამ?

- ადამიანს შეიძლება შეეშალოს. ადამიანი და შეცდომა განუყოფელია. არა მგონია, შეწყალებას წაეხალისებინა ეს მოვლენა. ის შეწყალებული ხალხი დღეს თამაშობს და არანაირ მაქინაციაში არ არის შემჩნეული.

მე ასე მგონია - ყველას უნდა მიეცეს შეცდომის გამოსწორების შანსი.

- თქვენ დროს არ იყო ასეთი ცდუნებები?

- შემიძლია დავიფიცო, რომ ასეთი რამ არასდროს მოსულა ჩემს ყურამდე. ამდენი ხანი ვითამაშე თბილისის "დინამოში" და ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის და ჩემი პარტნიორებისთვის.

მაშინ ჩვენ გვქონდა ორი სპორტული ოცნება - გვეთამაშა თბილისის "დინამოში" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ეს იყო ორი უდიდესი გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის. მე და ჩემს თაობას ფულისთვის არასოდეს გვითამაშია. ჩვენ ხელფასი 250 მანეთი გვქონდა, მაშინ ფულზე არავინ ფიქრობდა.

"დინამოში" თამაში სხვა პატივი იყო. წაგების შემდეგ ქუჩაში ვერ გამოვდიოდით. ეს სხვა გრძნობა იყო. გინდ დამიჯერეთ, გინდა - არა: მე რომ ვთამაშობდი, საერთოდ არ ვიცოდი, არსებობდა თუ არა ტოტალიზატორი. შეიძლება, სადღაც არსებობდა და, ალბათ, იარსებებდა კიდეც, მაგრამ მე მართლა არაფერი მსმენია.

- ალბათ, ისიცაა მიზეზი, რომ დღეს ფეხბურთი ბიზნესად იქცა...

- ასეა. ასეა და, ძალიან სამწუხაროა. ფეხბურთი ბიზნესად იქცა და ეს რეალობაა. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ფეხბურთი, როგორ შევუნარჩუნოთ მას პირვანდელი სისუფთავე.

- ფაქტია, ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად მაშინ ეშველება, როცა ჩვენი ჩემპიონატის დონე აიწევს...

- ჩემი აზრით, გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დაძაბულობა მეტია. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს - 8 გუნდით ჩვენ ვერ ავწევთ საქართველოს ჩემპიონატის დონეს. 10 და 12-გუნდიან პირველობას კი 16-იანი სჯობს.

სხვა თუ არაფერი, სტადიონები მაინც გაკეთდება. აგერ არის მარტვილის მაგალითი... მეტი გასაქანი მიეცათ პერსპექტიულ ახალგაზრდებს.

- ხარისხი რომ არ არის მისაღები?

- ხარისხი 10 და 12-გუნდიან ჩემპიონატებში უკეთესი იყო?! ჩემი აზრით, არ არის მისაღები, როცა ერთი სეზონის განმავლობაში ოთხჯერ ეთამაშები ერთსა და იმავე გუნდს...

იმედიანად ვარ. ეგაა, ქართული ფეხბურთის შველა ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ. ბოლო დროს ჩემი ოპტიმიზმი გაძლიერდა...

- ამ საკითხს სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა მიეხედოს. ასე არ არის?

- მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით სპორტის მინისტრობა მივულოცო ტარიელ ხეჩიკაშვილს. ის წარმატებული ბიზნესმენი იყო, ფეხბურთიდან მოსული კაცია და ყველაზე კარგად იცის, რა უჭირს და რა სტკივა ქართულ ფეხბურთს. მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jango

10 გუნდიანი ნაღდად უკეთესი ხარისხის იყო :) :) ამას რომ კაცი იტყვი,მის მერე საერთოდ არ უნდა თქვა ფეხბურთში კარგად ვერკვევიო, მითუმეტეს ქართულ ფეხბურთშიო ან მის მომავალზე ვფიქრობო! ბატონო თენგიზ გვახსოვს ასეთი შემთვევა როცა ხალხით გადაჭედილ დინამოს სტადიოზნე 3-0 იგებდა დინამო და 3-3 დამთავრდა ჩერნომორეცთან(ოდესა) და ნახევარი თბილისი იმას საუბრობდა ეს თამაში სანიძლაოში გაცემული იყოო,თქვენ არ გახსოვთ ეს ხმები? და ასეთი რამეები ხშირად ყოფილა პრივატულ საუბრებში გახმოვანებული, თუმცა ტოტალიზატორები არ იყო, მაგრამ, "საქმოსან" ქართველებს თბილისში ქუთეისსა, სამტრედიასა და სოხუმ-ბათუმში რა გამოლევდა? ლანჩხუთში 7-0 წაგებული და სამტრედიაში 6-0 რევანშად აღებული თამაშებიც იყო მითქმა მოთქმის საგანიც. მაგრამ აქ მთავარიო ის იყო რომ,თუნდაც თამაშები გაყიდული ყოფილიყო,ისე ოსტატურად თამაშობსნენ ბიჭები,ისეთი სანახაობრივი მხარე ჰქონდა რომ ხშირად რეზულტატის მნიშვნელობაც გვავიწყდებოდა. ახლა კი ყველაფერი მხოლოდ რეზულტატზეა,ამიტომაც სანახაობრივმა მხარემ მაგრად მოიკოჭლა არა მარტო ჩვენთაბ არამედ ბევრგან და სადაც ეს მოხდა,იქ ფეხბურთს კაი დროება არა აქვს. მცირე ოდენობსი გუნდებში დიდი ოდენობის ოსტატები არ იზრდებიან!

• daviti

16იანი ჯობია,მეტი დაძაბულობა და ინტრიგაა,ტანაც ბატუმი და სამთრედია სულ ხუტეულში ტრიალებენ,ანუ იმსახურებდნენ თამაშის ხარისხით ამას,და ვერ ვხვდები რატომაა ცუდი რომ დგეს ეს გუნდები თამაშობენ

• kai raa

10 გუნდიანი ნაღდად უკეთესი ხარისხის იყო.

• qartveli

აბსოლიტურად გეთანხმებით ბატონო თენგიზ,16 გუნდიანმა გაამართლა..

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა

[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"