პეტრიაშვილი ოთხშაბათს უკვე ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევროპული თამაშებისთვის მზადების მიზნით რიგით მეორე შეკრებას დაიწყებს
გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მორიგი შეჯიბრება მოიგო, ამჯერად - საბერძნეთში. თანამედროვე ოლიმპიადების მასპინძელ ქალაქ ოლიმპიაში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩვენგან მხოლოდ პეტრიაშვილი მონაწილეობდა, ვისაც მწვრთნელად ემზარ ბედინეიშვილი ახლდა.

მოგეხსენებათ, მან ახლახან მოიხადა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია და სატურნირო პრაქტიკა სჭირდება. ამიტომ ჩვენები ნებისმიერ შანსს იყენებენ პეტრიაშვილის გამოსაცდელად. ახლა ბევრი შეჯიბრება ისეც არ ტარდება, რადგან ყველა ნაკრები რეგიონული პირველობებისთვის ემზადება, ევროპელთა მთავარი სამიზნე კი ივნისში ბაქოში ჩასატარებელი პირველი ევროპული თამაშებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული.

არადა, პეტრიაშვილმა დაბრუნების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და ბაქოში წასვლის მთავარი პრეტენდენტია. სამწუხაროდ, ბერძნული ტურნირის პერიპეტიებზე დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით.

ბერძნული ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა - 16 ნაკრები გამოდიოდა, თუმცა უმეტესობა არ იყო უძლიერესი შემადგენლობით.

პეტრიაშვილი ამ დღეებში დაბრუნდება თბილისში და ოთხშაბათს უკვე ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევროპული თამაშებისთვის მზადების მიზნით რიგით მეორე შეკრებას დაიწყებს ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში".

ისინი იქვე გამართავენ მესამე, დასკვნით შეკრებასაც. მათ მზადების პირველი ეტაპი უკვე დაასრულეს დუშეთში, სადაც უცხოელებიც იყვნენ ჩამოსულები. მათ სტუმრობა ბორჯომშიც სურდათ, მაგრამ ამისგან თავს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი იკავებს - არ სურს, შიდა სამზარეულოში ჩაახედოს სხვები, თუმცა არაა გამორიცხული, მეორე შეკრებისას გამონაკლისი ფრანგებზე დაუშვას, რადგან ისინი არ არიან ჩვენი ძირითადი კონკურენტები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებს 1000-1000 დოლარი აჩუქა
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის