იანგი ინგლისის ნაკრებში დაბრუნებაზეც ფიქრობს
ეშლი იანგს ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა და ბევრი მიიჩნევდა, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება მოუწევდა, მაგრამ ამ ფეხბურთელმა თავის თავში ძალა იპოვა, კრიზისი გადაიტანა, მენტალურად არ გატყდა და ისევ ბრწყინვალედ ათამაშდა.

თანაც, იგი ლუი ვან გაალის ყველა დავალებას ასრულებს და "წითელი ეშმაკებისთვის" კვლავ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იანგი ასე გაგრძელებას აპირებს და მას ინგლისის ნაკრებში დაბრუნებისაც ეიმედება.

- ივნისში უკვე 4 წელი გავა მას მერე, რაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ხართ. გაიხსენეთ პირველი ემოციები "ოლდ ტრაფორდზე"...

- რა თქმა უნდა, როდესაც მსოფლიოს უდიდეს გუნდში გადადიხარ, შეიძლება ცოტა დაბნეულიც იყო. როდესაც "მანჩესტერში" პირველად მივედი, ერთი სული მქონდა, მინდორზე როდის გავიდოდი და ვარჯიშს როდის დავიწყებდი. ფეხბურთელების უმეტესობა ახალდაბრუნებული იყო და ძალიან მინდოდა ვარჯიში. ასევე ფანტასტიკური შეგრძნება გახლდათ, როდესაც კონტრაქტს ხელი მოვაწერე.

- როდესაც თქვენს კარიერაზე ფიქრობთ... "უოტფორდსა" და "ასტონ ვილაში" თამაშობდით და მას მერე თუ მოუმატეთ რომელიმე კომპონენტში და თუ გაიზარდეთ, როგორც ფეხბურთელი?

- ეს პირველად და ყველაზე კარგად მაშინ გავიაზრე, როდესაც ამერიკაში ტურნე გვქონდა, ჩემთვის პირველი. სასტუმროსთან უამრავი ფანი დაგვხვდა, ისინი ჩვენ გამოჩენას ელოდებოდნენ.

ჩვენს პირველ ვარჯიშს 40-60 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალყურს, ეს დაუჯერებელი და საუცხოო იყო. აქ უკვე იაზრებ, რამდენად დიდია კლუბი. ეს დიდი ოჯახია, სადაც ყველა თბილად გხვდება. სერიოზული შრომაც იწყება, როგორც კი კარს შეაღებ და ამ ოჯახში შეაბიჯებ.

- თქვენი აზრით, რამდენი დრო სჭირდება ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" ადაპტაციისთვის?

- მე პირდაპირ შევეწყვე გუნდს, ამაში ძალიან გეხმარება უცხოური ტურნე. მიემგზავრები და თან ყველას უკეთ იცნობ, როგორც ფეხბურთელებს, ასევე შტაბის წევრებს. იმაზე მეტად, ვიდრე იქამდელ 2-3 კვირაში გაიცანი. ურთიერთობები გიყალიბდება და გუნდური ცხოვრების, სულის ნაწილი ხდები.

ამ მხრივ ჩვენთან შესანიშნავი გარემოა, ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და ფანტასტიკური გუნდური სული გვაქვს. მშვენივრად იცით, რამდენი ტიტული აქვს გუნდს მოგებული და რა წარმატებებისთვის მიუღწევია. ეს გამარჯვების გზაა, ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გზაა.

- მაგრამ ბევრი ცვლილება მოხდა: შემადგენლობა გადახალისდა, გასახდელში ახალი სახეები გამოჩნდნენ. არც რაიან გიგზისა და რიო ფერდინანდის მსგავსი ფიგურების წასვლა ჩაივლიდა უკვალოდ...

- ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, საფეხბურთო სამყარო ასეა მოწყობილი. ახალგაზრდებსაც მუდმივად ეძლევათ შანსი. ამის ნათელი დასტურია ეს სეზონი. ახლა მეხუთ ადგილზე ვარ ასაკოვან ფეხბურთელებს შორის და ვცდილობ, ისევ ახალგაზრდად ვიგრძნო თავი, როგორი შემადგენლობითაც არ უნდა ვითამაშოთ.

მინდორზე 11 ლიდერი გადის და ყველა ყველას ეხმარება, ყველას აქვს ხმის უფლება და თავისას ცდილობს და ამბობს. ჩემი აზრით, სწორედ ეს გვეხმარება, რომ სწორი გზით ვიაროთ და თითოეულმა ჩვენგანმა ბოლომდე გაითავისოს მწვრთნელის ფილოსოფია.

- ბავშვობაში, ალბათ, უყურებდით სხვადასხვა ფორმაციის "მანჩესტერის" თამაშებს, რომელიც დიდ გამარჯვებებს აღწევდა. ახლა თქვენ თავად ხართ ამ კლუბის წევრი, რომელიც სტაბილურად ახერხებს წარმატებულად თამაშს. რაშია საიდუმლო?

- არ ვიცი. ალბათ, "მანჩესტერის" სხვა ფეხბურთელებსაც უნდა გაესაუბროთ, ამჟამინდელებსაც და მათაც, ვინც გუნდში აღარ არიან, ასევე, სამწვრთნელო შტაბის წევრებს.

არა მგონია, ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი იყოს და რაიმე კონკრეტული მიზეზი არსებობდეს. საბედნიეროდ, ახლაც ფანტასტიკური პერიოდი გვაქვს, ბრწყინვალე ფორმაში შევედით და იმედი გვაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. ადრე ვამბობდით, რომ ამ სეზონში ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იყო, ახლა კი, რაც შეიძლება, მაღალ ადგილზე გვსურს სეზონის დასრულება.

- ლუი ვან გაალმა ამ სეზონში არაერთ პოზიციაზე გამოგცადათ. ეს, ალბათ, გამოწვევაც არის და რთულია, მაგრამ თან დამატებითი სტიმულის მომცემი ხომ არ არის?

- ვფიქრობ, არის. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მრავალმხრივი უნდა იყო. მიმდინარე სეზონში ბევრი სხვადასხვა ტაქტიკით ვითამაშეთ და მწვრთნელმა რამდენიმე პოზიციაზე გამომცადა. თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ და მონაცემები გაძლევს საშუალებას, სადაც უნდა ითამაშო, მინდორზე გადიხარ და ბოლომდე იხარჯები. არაერთ სხვადასხვა ამპლუაში გამოვცადე თავი და განსაკუთრებით, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში დიდი სიახლე იყო ჩემთვის. წინასასეზონო პერიოდისას მწვრთნელმა მითხრა, რომ ამ პოზიციაზე მხედავდა და მაშინ ტაქტიკაც შესაბამისი იყო.

ეს ბევრად უფრო დაცვითი ამპლუაა, ვიდრე მიჩვეული ვარ და ჩვეულებრივ ვთამაშობ, მაგრამ საკმარისი ხედვა და ჭკუა მაქვს იმისთვის, რომ სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედო და შეტევითაც შევუტიო, როდესაც შესაბამისი მომენტი იქნება.

- როგორ ფიქრობთ, როდესაც უფრო ახალგაზრდა იყავით, იმავეს გაკეთებას და ასევე წარმატებით შეძლებდით?

- შეიძლება უფრო სწრაფად მერბინა წინ და უკან. ახლა უკვე ვბერდები! ასეთ დროს ფეხბურთზე სხვანაირად იწყებ ფიქრს, უფრო გამოცდილი ხარ, სიტუაციას აფასებ და სხვაგვარად უყურებ. ცდილობ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ჭკვიანურად ითამაშო. ზოგადად, ფეხბურთში ჭკუაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული... თუ კარგი საფეხბურთო ტვინი გაქვს, კარიერაში ძალიან შორს წახვალ. განსაკუთრებით, ასეთ კარგ გუნდში, სადაც მწვრთნელი ბევრს გთხოვს და სხვადასხვა ამპლუაში გცდის. მე თამაშით ისევ სიამოვნებას ვიღებ, სახეზე ღიმილი დამიბრუნდა და მუდამ კარგ ხასიათზე ვარ, რადგან მინდორზე გასვლის შანსი მაქვს და ძალიან მინდა, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

- როგორც თქვით, ფეხბურთით სიამოვნებას იღებთ. პირადად თქვენს სეზონზე რას გვეტყვით და როგორ შეაფასებთ?

- მართლაც სიამოვნებას მანიჭებს და მიხარია, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ვარ, რადგან როგორც ფეხბურთელს, ყოველთვის თამაში მინდა. როდესაც მწვრთნელი ნდობას მიცხადებს, მინდორზე გავდივარ და 110 პროცენტით ვიხარჯები, ვაჩვენებ, რა შემიძლია. ჩვენ ვაგრძელებთ მწვრთნელის მოსმენას, მისი ფილოსოფიის გათავისებას და ვცდილობთ, მუდამ მოვუმატოთ.

- "მანჩესტერის" რიგებში კარგად თამაშობთ, მაგრამ ნაკრებშიც ხომ არ გინდათ დაბრუნება და საკუთარი თავის გამოცდა?

- რა თქმა უნდა! ეს დიდი პატივია, შენი ქვეყნის ღირსების დაცვა და წარმოჩენა. ამჟამად 30 მატჩი მაქვს ჩატარებული და მინდა, კიდევ ვითამაშო. ამიტომ ამ კუთხითაც მჭირდება, რომ "მანჩესტერის" რიგებში კარგად ვითამაშო და პროგრესი გავაგრძელო, რადგან ნაკრებში შანსი ისევ მომეცეს. თუ მწვრთნელი გამომიძახებს, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

- რომელი იყო საუკეთესო მომენტი თქვენს სანაკრებო კარიერაში?

- პირველი გამოძახება დაუვიწყარი მოგონებაა. არა მგონია, რომ იმ ემოციების აღწერა შესაძლებელი იყოს, რასაც იმ მომენტში განიცდი. ეს ერთ-ერთი ისეთი რამ არის, რასაც ვერ გადმოსცემ და სანამ არ გამოცდი, ბოლომდე ვერ გაიგებ. ის სატელეფონო ზარი ბრწყინვალედ მახსოვს და ვიღაცის ხუმრობა მეგონა, ჩავთვალე, რომ ჩემი გათამაშება სურდათ და ტელეფონი დავკიდე. როდესაც გადმომირეკეს, გავიფიქრე, შეიძლება მართლა სერიოზულადაა საქმე-მეთქი.

- რატომ არის ნაკრებში თამაში ასეთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი?

- რა არის იმაზე უკეთესი გრძნობა, როდესაც ინგლისის მაისურას იცვამ. როდესაც გულზე ჩვენი ლოგო გაქვს და "უემბლისნაირ" საოცარ სტადიონზე თამაშობ.

დოსიე

ეშლი საიმონ იანგი

დაიბადა: 1985 წ. სტევენიჯი (ინგლ)

კარიერა: 2003-07 - უოტფორდი; 2007-11 - ასტონ ვილა; 2001-დან - მანჩესტერ იუნაიტედი

ინგლისის ნაკრები: 30 თამაში, 7 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
ეშლი იანგი "ბარსელონასთან" მარცხზე: პირველი გოლი რომ გაგვეტანა...
ეშლი იანგმა "ინტერში" გადასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმართა
ეშლი იანგი "მანჩესტერის" ახალი კაპიტანია
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ჩისკო იანგს "უოტფორდში" ეპატიჟება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
ეშლი იანგმა "ინტერში" დებიუტისას გააკეთა ის, რაც "მანჩესტერში" ნახევარი სეზონი არ გაუკეთებია
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა შესაძლოა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს