საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების კანადასთან მატჩის შემდეგ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების კანადასთან მატჩის შემდეგ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა" "მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის" ფინალში კანადელი თანატოლები ანგარიშით 49:24 დაამარცხეს და "მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის" საგზური მოიპოვეს.

"რომ გითხრათ, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ, იგივეა, რომ არაფერი ვთქვა... ძალიან ამაყი ვარ!

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, მოთამაშეებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს დავალება და კარგ, ძალიან ძლიერ გუნდთან უპირობოდ გაიმარჯვეს და რაც მთავარია, ითამაშეს ძალიან ლამაზი, ხარისხიანი და თანამედროვე რაგბი.

ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ უკვე ვდგავართ იმ გზაზე, როდესაც ვთამაშობთ თანამედროვე, სრულყოფილ რაგბის და ძალიან ვუახლოვდებით მსოფლიო წამყვან სარაგბო ქვეყნებს ამ თვალსაზრისით.

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს სამწვრთნელო შტაბს! ძალიან მეამაყებიან ეს ბიჭები და ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, მივეცით მათ ამ წლების განმავლობაში შანსი და მათმა უდიდესმა შრომამ გამოიღო ეს შედეგი - ვულოცავ ილია მაისურაძეს, ზურა ამონაშვილს, ლადო კილასონიას, გაგა გურეშიძეს, ირაკლი ჭყონიას და გიორგი ნადარეიშვილს; სამედიცინო სტაფს - ვახტანგ წიკლაურს, ირაკლი შაორშიძეს და ლიამ რობინსონს; გუნდის ვიდეოანალიტიკოსს, დავით რამიშვილს და გუნდის მენეჯერებს – ოთარ იაშვილსა და ირაკლი ხუნდაძეს.

ასევე, ვულოცავ რაგბის კავშირის დელეგაციას, რომელიც იქ იმყოფება; ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ყველა თაობის მორაგბეს, რომელთა ოცნებამაც შეისხა ფრთები და დღეს ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც ბედნიერს ხდის ყველა ქართველ მორაგბეს.

ამ უდიდეს გამარჯვებას ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს! ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ უდიდეს მხარდაჭერას და როგორც ერთ-ერთ გულშემატკივარს დღეს ვუპასუხე - მათი სიხარული და ბედნიერება ყველაზე დიდი ჯილდოა ჩვენთვის!

ჩემს ქვეყანას ვულოცავ, იმიტომ, რომ არცთუ ბევრი სიხარული გვაქვს, სამწუხაროდ, ცხოვრებაში და ამ ბიჭებმა, ამ საოცარმა გუნდმა მწვრთნელებიანად, რაგბის კავშირის თანამშრომლებიანად, რომლებსაც აგრეთვე ცალკე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისათვის, ასეთი სიხარული აჩუქეს საქართველოს. როდესაც ხედავ, გრძნობ და გესმის, რომ მთელი საქართველო ბედნიერია - ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამქვეყნად?.. ალბათ, არაფერი.

აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის საქართველოს მთავრობას, სპონსორებს და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს". მადლობას ვუხდი მთელ ქართულ მედიას, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდში დგას - ყველა ჟურნალისტს, ვინც გაზეთებში, ვებგვერდებსა თუ ბლოგებში წერს; ტელეჟურნალისტებს, წამყვანებსა და პროდიუსერებს, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებში, სპორტულ თუ სხვა თოქ-შოუებში მუდამ აშუქებენ ჩვენს წარმატებებს - ეს მათი გამარჯვებაც არის.

აქვე არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო - რბილად რომ ვთქვა, მე და ქართული რაგბის ქომაგებს გაგვიკვირდა, რომ ასეთი დონის ტურნირი არცერთმა ქართულმა არხმა არ გადმოსცა.

ჩვენ დღეს ისტორიის ერთი დიდი ფურცელი გადავშალეთ. ელიტაში ვართ! მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკვე უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. რამდენიმე დღე გავიხაროთ, ამის ღირსები ნამდვილად არიან ბიჭები, მწვრთნელებიც და ჩვენ ყველა, მაგრამ ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს.

უნდა დავიწყოთ თავიდან შრომა, რადგან მოპოვებულს შენარჩუნება უნდა. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ, სადაც სრულიად სხვა სტანდარტებია. იქ წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც იქნება.

დიდი დღეა ქართული რაგბისთვის! დიდი დღეა ჩვენი სამშობლოსათვის და ვულოცავ ყველას, სულით და გულით! ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.

ბოლოს ერთსაც გეტყვით - რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩვენმა დიდმა მეგობარმა, მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა, რომელმაც უბრალოდ კი არ მომილოცა მოგება, არამედ იყო აღფრთოვანებული ქართველი მორაგბეების თამაშით და თამაშის ხარისხით.

ასევე მითხრა, რომ მის გვერდით იჯდა შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ლეგენდა ჯონ ჯეფრი, რომელიც ასევე ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას.

მერწმუნეთ, რომ ამ ადამიანების შეფასება ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა სიძნელეების გადალახვა გვიწევს არა მარტო ჩვენთან, არამედ გარეთაც. ის, რაც ვიღაცისთვის არის ადვილი, ჩვენთვის ათმაგად ძნელია. როდესაც ისინი, ვინც მსოფლიო რაგბიში პოლიტიკას ქმნიან, ხედავენ ამას, აფასებენ და რაც იშვიათად ხდება, აღფრთოვანებულნიც არიან და ამას არ მალავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: rugby.ge

ასევე იხილეთ:

საქართველო-კანადა 49:24 - ჩვენი ნაალაფები ახალგაზრდული ალაფია [VIDEO]

batonchik
ცრემლებს ვერ ვიკავებ სიხარულისაგან.გაგიმარჯოთ მორაგბეებო!ძველებო და ახლებო!იმათაც გაუმარჯოს ხვალ რომ დაიწყებენ რაგბიში ვარჯიშს!დომენტიე და რეზიეც ამაყები არიან 87 წუთი მაგრად ვეთამაშეთ პოლონეთს გუშინ.
g.v.g.
რაგბისტებიან- მესვეურებიანად მადლობა დიდი კაცებო!!!
qutaiseli
quteiseli-s უმადურობა და ინტრიგანობა ცუდი სენია და რაც შეეხება მადლობას ამას ჩვენი რაბის მესვეურებიც არ თაკილობენ რადგან სხვებისგან განსხვავებით არარიან ამ სენით დაავადებულები შენ ეტყობა არც სტადიონზე სიარულით იკლავ თავს და არც რაგბი გაინტერესებს დიდათ უფრო ალბათ ივანიშვილი და ჭორვილა გაღიზიანებს და როგორ შეურაწყო ეს კუთხე და იქაური ადამიანები ამაზე ხარ ორიენტირებული ძალიან ცუდია როდესაც ადამიან ზრდილობის დეფიციტი აქ და თან ამ უზნეობას ინტერნტს ამოფარებული ავლენს.
quteiseli-s -s
მართალი ხარ, ფული საქართველოში მარტო სომხებმა და ჩინელებმა უნდა იშოვოს.
მალხაზი
სულ ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, ქართველი რაგბისტები არიან გ მ ი რ ე ბი. შემოვიღოთ ქვეყანაში რაინდის წოდება და ნახავთ რამდენი რაგბისტი დაიმსახურებს ამ წოდებას. ყოჩაღ, თქვენ ნამდვილი ვაჟკაცები ხართ.
Irakli
MilionI Sul ar damjdara jer saragbo stadionebis mshrnebloba da tu vinmes ashovnina kide sxvisi fuli ashovnina tu saxelmcifos Mopar a rame?
qutaisels-s-s
ივანიშვილმა აძლია ფული რეგბისტებს ბოლო 10 წელია და იმათმაც გამოიყენეს. უმადურობა ცუდი პროფესიააა.
quteiseli-s
ბიძოს რატომ უხდი მადლობას, ჭორვილელ მეზობლებს რომ აშოვნინა ფული? ტიპები მილიონობით მაყუთს ღუნავენ სტდიონის მშენებლობაზე, თქვენ კიდევ ადით სამი თოთხეტსართულიანი რომ დგას გამსახურდიას დასაწყისში, კარგად ჩანს იქედან სტდიონი და უყურეთ თამაშებს უფასოდ.
qutaiseli
კლოდ სორელს კიარა მადლობა ივანიშვილს და ბიძო აპა შენ იცი სტადიონი მაგარი აუშენე ბიჭებს.ვულოცავ მთელ საქართველოს და რაგბის ყველა გულშემატკივარს.
elguja
გილოცავთ ბიჭებო! ნამდვილად საიმედო მომავალი ეზრდება ჩვენს რაგბს! რაც შეეხება ბატონ გია ნიჟარაძეს, ადრე სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და იქედან ყველა პატივისცემით და სიყვარულით იხსენებს.
მიროსან
უღრმესი მადლობა ბატონო გია, რომ არსებობთ და თქვენი არსებობით კიდე ერთხელ ამტკიცებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ მთავარია გულით და სიყვარულით აკეთო საქმე და ყველაფერი გამოვა! რაც შეეხება ტელევიზიებს, ყოველგვარი მორიდების გარეშე: უკეთესი რა უნდა აჩვენოთ თქვე ჩემისებო ჰააა?!
Shalva73
უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც 90-იანი წლებიდან დღემდე თუნდაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ქართული რაგბის დღევანდელ დღემდე მოყვანაში, დამლაგებლიდან დაწყებული და დამთავრებული რაგბის კავშირის პრეზიდენტამდე. ბატონ კლოდ სორელს განსაკუთრებული მადლობა. ყველა თაობის მორაგბეს. რაც შეეხება ბატონ გიორგი ნიჟარაძეს... გიორგი ნიჟარაძე საქართველოს პრეზიდენტად!!!
დავით
მეგობრებო!!!! გულითად მინდა გთხოვოთ, რომ ერთიანი ძალებით, გინდ აქ გინდა სხვაგან სადაც ხელი მიგვიწვდება, ზეწოლა (კარგი გაგებით) მოვახდინოთ ტელევიზიებზე, რათა შემდეგში მაინც იმოქმედონ გონივრულად და ისედაც დაბინძურებული ეთერი მსგავსი დიდებული ფაქტებით გააკეთილშბილონ!!!! მე, პირადა კი ყველა თამაშს ვუყურე ინტერნეტში, მაგრამ ყველას ხომ არ ჰქონდა ამის საშუალება?! და ცოტამაც იცოდა თუ ინტერნეტით მაინც შეიძლებოდა მატჩების ნახვა
დავით ცხამელი
დიდი მადლობა ძმებო ასეთი თავდადებისა და სიხარულისთვის!!!ბოლოს და ბოლოს 4 შეხვედრის ტრანსლირება რა გახდა!...ფინალი მაინც გეჩვენებინათ თქვე დალოცვილებო....გაიგეთ:რაგბი ჩვენი თამაშია.!!!
ალექსანდრე
გენაცვალეთ ლომებო. არ მოდუნდეთ ასე გააგრძელეთ. ქართულ ტელევიზიებმა კიდევ კეთილი ინებეთ და მეტი დრო დაუთმეთ გმირებს. პ.ს. თურქულ სერიალებს ,,უღალატეთ" რამენაირად)
პაატა
სასურველია თუ საქართველოს სატელევიზიო ეთერი უფრო მეტი დროით და სიღრმით დაეთმობა ჩვენი სპორცმენების პოპულარიზაციას,გააცნობენ მათ სპორტულ ბიოგრაფიას,ჩვენი სპორცმენები იმსახურებენ მეტ თანადგომას და დაფასებას,ვიდრე არაფრის მომცემი უგემოვნო პროექტები
rezo
ბატონო გიორგი ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი მამულის მოყვარული ადამიანები. სულითა და გულით, გულწრფელად ვუერთდები ამ დიდ სიხარულს. გაუმარჯოს საქართველოს და ყველა იმ ადამიანს ვინც ქართული რაგბი დღემდე მოიყვანა. მოვა დრო და სათანადოდ დაფასდება თქვენი ღვაწლი ქართული რაგბის ისტორიაში. ამჟამად კი მიიღეთ ჩემი როგორც ერთი რიგითი მოქალაქის გულითადი და მოკრძალებული მადლობა.
თამაზი
ვულოცავ ახალგაზრდა რაგბისტებს ამ დიდ წარმატებას! მართლაც რომ ძნელია მოძებნო იმ გრძნობის გამომხატველი სიტყვები, რომელსაც ეს ბიჭები იმსახურებენ. რაგბის მესვეურებმა დაამტკიცეს თუ როგორ უნდა მუშაობა იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო – თავდაუზოგავი შრომა და თავდადება. ამ სპორტში ჩადებული თითოეული თეთრი და, რაც მთავარია, დიდი გარჯა და შრომა აი რა შედეგს იძლევა! მადლობა ყველას ვისაც ოდნავი წვილი მაინც აქვს ამ წარმატებაში!
გელა
აღფრთოვანებული და ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ბიჭების გამო. ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო, მრავალჟამიერ.
გელა
აღფრთოვანებული და ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ბიჭების გამო. ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო, მრავალჟამიერ.
პაატა
ბატონო გიორგი,პირადიდ გილოცავთ ამ გამარჯვებას,ქართული რაგბის წამატებებში ლომის წვლილი თქვენ მიგიძღვით,გისურვებთ შემდგომ გამარჯვებებს
დავით
ბატონო გიორგი ქართული სატელევიზიო სივრცე ჯაჯანიძეს და ასათიანის შოუებით იყო დატვირთული და ალბათ მაგიტომ ვერ გადასცეს ამ ღირსეული ვაჟკაცების გმირობა. სამარცხვინოა ტელევიზიებო!!!
bua lali
მიყვარხართ და მეამაყებით.
დათო
ყოჩაღ!!!!! ადრეც დავწერე და კიდევ მინდა გავიმეორო: ეს ღირსეული გამარჯვება გააპიარეთ ბოლომდე სკოლებში , ინსტიტუტებში, ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ ოჯახებში, რომ ამ ბიჭების ვაჟკაცობამ სტიმული მისცეს ათას და ასიათას მათ თანატოლს, რომ მათაც ირწმუნონ , რომ შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა!!!! დიდი მადლობა მათ მშობლებს, მათ აღმზრდელებს, ფედერაციას და ყველას ვინც მათ ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო!!!! მე დღეს ვარ ამაყი და არ მეშინია ჩემი ქვეყნის მომავლის!!!! მადლობა ბიჭებო!!! P.S. კარგი იქნება თუ რომელიმე დიდ დარბაზში , მაგ. სპორტის სასახლეში, მოხდება ამ ბიჭებთან შეხვედრა. დარწმუნებული ვარ ცარიელ ადგილს ვერ იპოვით!!!
დიდი მადლობა!!!!!
კაცი ხარ!ნაღდი ქართველი!ნაღდი პატრიოტი,უღალატო და თავმდაბალი!პირველ რიგში დიდი მადლობა შენ!ქართულ რაგბს ეტყობა შენი კაცური ხელი და რეზულტატებიც სახეზეა!თქვენ გენაცვალეთ ჯიგრებში!
დათო
ყოჩაღ!!!!! ადრეც დავწერე და კიდევ მინდა გავიმეორო: ეს ღირსეული გამარჯვება გააპიარეთ ბოლომდე სკოლებში , ინსტიტუტებში, ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ ოჯახებში, რომ ამ ბიჭების ვაჟკაცობამ სტიმული მისცეს ათას და ასიათას მათ თანატოლს, რომ მათაც ირწმუნონ , რომ შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა!!!! დიდი მადლობა მათ მშობლებს, მათ აღმზრდელებს, ფედერაციას და ყველას ვინც მათ ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო!!!! მე დღეს ვარ ამაყი და არ მეშინია ჩემი ქვეყნის მომავლის!!!! მადლობა ბიჭებო!!! P.S. კარგი იქნება თუ რომელიმე დიდ დარბაზში , მაგ. სპორტის სასახლეში, მოხდება ამ ბიჭებთან შეხვედრა. დარწმუნებული ვარ ცარიელ ადგილს ვერ იპოვით!!!
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს