ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დილა-ვიტ ჯორჯია 3:0 - სიხარულის, სიყვარულის! [VIDEO+PHOTO]

დილა-ვიტ ჯორჯია 3:0 - სიხარულის, სიყვარულის! [VIDEO+PHOTO]

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. ბოლო ტური
პირველობის ბოლო ტურის საშინაო მატჩი აწ უკვე ახალმა ჩემპიონმა ზეიმად აქცია.

"თენგიზ ბურჯანაძეზე" საამისოდ სამზადისი დილიდან დაიწყო. თავდაპირველად, დოლებით, სასტვენებით, საქართველოს ეროვნული და გორის "დილას" საკლუბო დროშებით "მოძრაობის თეატრის" მიერ წარმოდგენილი სცენა ვიხილეთ. სათამაშოდ გამოსულ გორელებს კი "ვიტ ჯორჯიის" ფეხბურთელებმა საჩემპიონო დერეფანი გაუკეთეს და ოვაციების თანხლებით შეაცილეს მინდორზე. მერე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს ბურთები უსახსოვრეს...

უშუალოდ შეხვედრის შედეგი მასპინძლებისთვის არაფრის მომცემი იყო, მაგრამ ჩემპიონებმა ბოლო ტურის მატჩში სტადიონზე მისული ერთგული ქომაგი გულნაკლული არ დატოვეს.

პარალელურად, სტუმრებს ქულები უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სჭირდებოდათ და შედეგის მიღწევა მოედნის საპირისპირო ნახევარზე ბურთის სწრაფი გადატანით ჰქონდათ ჩაფიქრებული.

"დილა" ორი საყრდენის (ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი) საშუალებით მოედნის ცენტრში ათამაშებდა ბურთს, რის შემდეგაც ფლანგებზე არცთუ ფართოდ გაშლილი სხვა შუახაზელები ეძებდნენ და ამარაგებდნენ ირაკლი მოდებაძეს. ბომბარდირსაც ცდა არ დაუკლია, რათა თავისი ბომბარდირული აქტივი კიდევ უფრო გაეზარდა და მისმა შრომამ ნაყოფი ამჯერადაც გამოიღო.

მოდებაძეს გატანა პირველად 21-ე წუთზე შეეძლო, როცა რომან ახალკაცთან გათამაშებული "კედლის" შემდეგ მისთვის დაბრუნებული ბურთი მცველმა კი ჩაჭრა, მაგრამ "დილას" ფორვარდს ფეხზე მოარტყა, კართან ახლოს მყოფმა მოდებაძემ კი ბურთს მიმართულება ვეღარ შეუცვალა.

მალე საპირისპირო კართან ომარ მიგინეიშვილის საქმეში ჩართვა გახდა საჭირო, რათა ელგუჯა ლობჯანიძეს ახლო მანძილიდან ანგარიში არ გაეხსნა.

ვერცხლისწყალივით მოძრავმა ფალავანდიშვილმა ცოტა ხანში ჯონი შეროზიაც აანერვიულა - 17 მეტრიდან მის მიერ დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

ფალავანდიშვილი 33-ე წუთზე გატანილი გოლის ასისტენტად მოგვევლინა, როცა მისი გადაცემა მოდებაძემ საჯარიმოს სიღრმიდან გოლად აქცია - 1:0. ტაიმის ბოლომდე უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა კიდევ უფრო გაამყარეს ბურთზე კონტროლი, ხიფათიც რამდენჯერმე შექმნეს შეროზიას კართან, ხოლო სტუმართაგან ვანო კურდღელაშვილმა ახლოდან მცირედით ააცილა მიზანს.

შესვენებამდე გოლი აღარ გასულა. ფეხბურთელები გასახდელში რომ გავიდნენ, მინდორზე "ქარიშხალი" ანსამბლ "გორის" პოპურით დატრიალდა. იქვე, დააჯილდოვეს გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდი, რომელმაც თბილისის ჩემპიონატში გაიმარჯვა...

შეხვედრის განახლებისას "დილა" თამაშში ცოტა მოდუნებული ჩაერთო. ერთხანს, სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა და დროის ამ მონაკვეთს "დილასთვის" ხიფათის გარეშე არ ჩაუვლია. პირველად, ხეირის ნახვა შორეული დარტყმით მაისურაძეს შეეძლო. მერე მანვე ბადრი დემეტრაშვილის გადაცემით ახლოდანაც მოსინჯა გორელთა გოლკიპერის მზადყოფნა.

მიგინეიშვილმა მომდევნო მომენტშიც იხსნა თავისი კარი, მაგრამ იქამდე გამოსვლაზე შეცდა და ვიდრე ამ შეცდომას გამოასწორებდა, სტუმრებს მცველებმა არ გაატანინეს.

თითქოს, "ვიტ ჯორჯიის" გოლი მომწიფდა, მაგრამ პირიქით მოხდა: 79-ე წუთზე გიორგი ერისთავის პასით მოდებაძემ დუბლი მიითვალა და, ფაქტობრივად, ბომბარდირობაც გაიფორმა. შეცვლაზე შესულმა ერისთავმა კი მხოლოდ ასისტენტობა არ იკმარა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - ასევე შეცვლაზე შესული ირაკლი ძარიას პასი მცველებთან და მეკარესთან ბრძოლაში გოლად აქცია - 3:0.

იხილეთ ვიდეო

მატჩის დასრულების მერე ყველას ყურადღებამ სტადიონის დასავლეთ ტრიბუნისკენ გადაინაცვლა. სტუმართათვის განკუთვნილი ლოჟიდან გორის "დილას" ქვეყნის ჩემპიონობა მიულოცეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მერე ჩემპიონები ტრიბუნაზე ავიდნენ, სადაც მათ ოქროს მედლები ზვიად სიჭინავამ და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა - ალექსანდრე ჩივაძემ და გია ფირცხალავამ გადასცეს. შემდეგ დღესასწაული სტადიონსაც გასცდა. სპეციალური ავტობუსით ფეხბურთელებმა ჩემპიონის ტროფეით ქალაქის ქუჩებში გაიარეს, შემდეგ კი გორის ადმინისტრაციული შენობის აივნიდან მიესალმნენ საზოგადოებას.

იქვე, მოედანზე, ჯგუფ "ფრანის" კონცერტი მიმდინარეობდა. ეს სწორედ ის ჯგუფია, "დილას" ჰიმნი რომ შექმნა. ამ დღეს სტადიონზე, ქუჩებშიც, ადმინისტრაციული შენობის წინაც ხშირად ისმოდა ეს ჰიმნი და გორელ გულშემატკივართათვის საყვარელი ფრაზები - "დილა სიხარულის, დილა სიყვარულის, ჩვენი წარმატების დილა!.. ბიჭებო წინ, ბიჭებო ჰე, დილაო ჰე, დილაო ჰე"!

საჩემპიონო დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა...

იხილეთ ვიდეო

22.05. გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"

დილა-ვიტ ჯორჯია 3:0

1:0 მოდებაძე (33. ფალავანდიშვილის პასით), 2:0 მოდებაძე (79. ერისთავის პასით), 3:0 ერისთავი (86. ძარიას პასით)

დილა (4-4-2): მიგინეიშვილი - სამხარაძე (75. სეთურიძე), ქარქუზაშვილი, კვახაძე, ჯაფარიძე - წიქარიძე (55. ძარია), რაზმაძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი - ახალკაცი (73. ერისთავი), მოდებაძე.

სათადარიგოები: სომხიშვილი, გორელიშვილი, გვალია, თექთურმანიძე.

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია - ლებანიძე, კურდღელაშვილი (57. დემეტრაშვილი), მაისურაძე, გახარია (65. დავლაშელიძე), კახაბრიშვილი (76. ხვისტანი) - ლობჯანიძე.

სათადარიგოები: ისერგიშვილი, მერაბიშვილი, ბენტური, დადიანი

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

გაფრთხილება: მაისურაძე (90)

არბიტრი: გ. დოგრაშვილი

ბომბარდირები

ი. მოდებაძე (დილა) 16

გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 14

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 12

დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 11

ო. კვერნაძე (ტორპედო) 10

ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10

შ. ლომია (ზუგდიდი) 9

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 9

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

* გორის "დილა" იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

* ბათუმისა და თბილისის "დინამოები" - ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

* "ზესტაფონი" გათამაშებიდან მოხსნილია და "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად დაქვეითდა პირველ ლიგაში, ხოლო რუსთავის "მეტალურგი" პლეი ოფში თბილისის "ლოკომოტივს" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...