ლონდონის "ჩელსი" პრემიერლიგის მწვერვალზეა
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც "ლურჯებს" პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა, უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს და მზადებას აქედანვე იწყებს, ყოველ შემთხვევაში, თავისი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ შემზადებას მაინც.

"შემდეგ სეზონში წარმატების მიღწევა უფრო რთული იქნება. კონკურენტები უბრძოლველად არაფერს დათმობენ. ინგლისში სწორედ ამიტომ დავბრუნდი, რომ ასეთი მაღალი და სერიოზული კონკურენციით სიამოვნებას ვიღებ. უკეთ უნდა ვითამაშოთ იმისათვის, რომ კვლავაც წარმატებას მივაღწიოთ. დიდი მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვის. ისინი ქალაქში გამართული ზეიმის დროს შეუდარებლები იყვნენ და იმედი მაქვს, გულშემატკივრებს ამის საფუძველს მომავალ წელსაც მივცემთ" - თქვა ჟოზე მოურინიომ.

კომენტარი გააკეთა დიდიე დროგბამაც, რომელიც ფეხბურთელის რანგში კლუბიდან მიდის. კოტდივუარელი აქტიურად იქნება ჩართული გუნდის საქმიანობაში და მომავალში კონკრეტულ პოსტზეც ვიხილავთ. განცხადებებს კი აქედანვე აკეთებს და საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს. იგი ამბობს, რომ "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდებათ იმისთვის, რომ გამარჯვების რეალური შანსი ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდეთ.

"კლუბი უფრო ძლიერი და შეთამაშებული იქნება მომავალ სეზონში და თან აუცილებელია შევსება. იგეგმება კიდეც ახალი მოთამაშეების ყიდვა. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს დომინიკ სოლანკი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ნათან აკე... ამ ბიჭებს სათამაშო დრო სჭირდებათ. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან" - აღნიშნა კოტდივუარელმა, რომელიც ბოლო შეხვედრისას თანაგუნდელებმა მინდვრიდან ხელში აიტაცეს და ისე გააცილეს.

დროგბამ პეტრ ჩეხზეც ისაუბრა, რომელსაც სათადარიგოობა არ აკმაყოფილებს და წასვლაზე ფიქრობს, მაგრამ გუნდს მისი დარჩენა უნდა და გამონაკლისი არც პირადად დიდიეა. არჩევანი კი ვეტერან ჩეხზეა. ფაქტია, რომ მწვრთნელს პირველ ნომრად ამჟამად ახალგაზრდა ბელგიელი გოლკიპერი ტიბო კურტუა ესახება.

"არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება, კლუბი მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, რაც არ უნდა აირჩიოს პეტრმა. თუ მას დარჩენა მოუნდება, დარჩება კიდეც, რადგან "ჩელსის" კარი ჩეხისთვის, რასაკვირველია, ღიაა. ხოლო თუ წასვლა ურჩევნია, წავა, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დარჩეს" - ამბობს დროგბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - რა გააკეთა ტიბო კურტუამ "რეალის" მარცხის შემდეგ?
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ჩემს თავს გამოვრიცხავ" - კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს