საქართველოს თასის მატჩის შემდეგ სამტრედიელ გულშემატკივართა ნაწილმა გუნდის მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს აგინა
საფეხბურთო სეზონი ეროვნული თასის გათამაშებით დასრულდა - თბილისის "დინამომ" "სამტრედია" 5:0 დაამარცხა. ცხადია, ეს იმერული კლუბის გულშემატკივრებისთვის ძალზე მძიმე დარტყმა იყო.

დინამო (თბ)-სამტრედია 5:0 - ძლევაი საკვირველი [VIDEO+PHOTO]

მაგრამ გამართლება არ აქვს იმ ინციდენტებს, რაც ფინალის შემდეგ მოხდა - სამტრედიელ გულშემატკივართა ნაწილმა მწვრთნელებს აგინა, შემდეგ კი მცირე ჯგუფი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გასასვლელთან ფეხბურთელებს დაუხვდა და მწარე სიტყვები არც მათ დააკლო.

ეტყობა, სწორედ ამან განაპირობა "სამტრედიის" ფანკლუბის ("მტრედები 2013") განცხადება, რომელიც "ლელოს" მიაწოდეს:

"რთულია იმის დაჯერება, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა, მაგრამ გვინდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი: არსებობს გულშემატკივრების ორი კატეგორია - ადამიანები, რომლებიც გუნდისგან მაქსიმუმს ითხოვენ (და ასეც უნდა იყოს) და ისინი, რომლებიც გუნდს ნებისმიერ დროს გვერდში უდგანან.

ჩვენც გვივარგა ხმა, მაგრამ არ ვაგინებთ ჩვენს ფეხბურთელებს! ჩვენც ვარჩევთ თამაშის დროს კარგს და ცუდს და ჩვენც გვინდა, რომ "სამტრედია" დაუმარცხებელი იყოს, დასახულ მიზანს მიაღწიოს და ის შედეგი დადოს, რომელიც ორივე კატეგორიის გულშემატკივარს გაახარებს!

სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება! ჩვენ შევიყვარეთ "სამტრედიის" ლოგო, დროშა, ჰიმნი და ვაპირებთ, მთელი ცხოვრება ამ სიყვარულში გავატაროთ! ნუ ვიზამთ ისე, რომ ჩვენ გამო ფეხბურთელებმა სამტრედიაში თამაშზე უარი თქვან და ჩვენს ქალაქზე ცუდი წარმოდგენა შეექმნათ.

იმედი გვაქვს და გვჯერა იმ გუნდის, რომელიც ჩვენ გამო ითამაშებს, იბრძოლებს და გაიმარჯვებს!

ალბათ, ბევრს დაავიწყდა, რომ გუნდის შენებას წლები სჭირდება, დრო უნდა და ეს მოკლე ვადებში არ ხდება! ჩვენც იმ აზრზე ვართ, რომ ფეხბურთს თამაშობს მონდომება, შრომა და არა - სახელი და გვარი.

"მტრედებს" გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელმაც ამ სეზონში ჩვენი კლუბის მაისურა მოირგო და ბევრი სიხარული გვაჩუქა. მადლობა ყველა ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი გუნდის, ქალაქის გამო ბოლომდე იხარჯებოდა და იმ ადამიანებს, რომლებიც "სამტრედიას" ქმნიდნენ და ქმნიან.

ჩვენ გუნდის გვერდით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდსა და ქალაქში დავდგებით და კეთილი იყოს იმ ფეხბურთელის მობრძანება, რომელიც "სამტრედიის" მაისურას მოირგებს", - ვკითხულობთ ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

emzari
გინება საქმეს არ შველის მაგრამ არც გულშემატკივართა განაწყენება მიკვირს წაგებაც არის და წაგებაც 5 0 კი მართკა ძნელი ასატანია ნებისმიერი გულშემატკვრისთვის დინამომ ყაზახებთან 3 0 წააგო და ფიფიამ მთალი გუნდი დაიფრინა გულშემატკივრებმს კი რა ექნათ? ადგეს და აგინეს ფეხბურთელებს მით უმეტეს არ აკლიათ ფეხბურთელებს ანაზღაურება და ყურადღება გინება არ არის გამოსავალი ალბათ დაჯარიმება ფულადი და კარგი განსაკუთრებული მძიმე გავარჯიშება არ აწუენდა ფეხბურთელებს აბა ფულის აღება და მანქანების ყიდვა არის საკმარისი როცათამაშობ ფულს არ გაკლებენ მთელი გულით უნდა იბრძოლო თუ არა ცადი სახლში და გზა დაუთმე იმას ვინც მეტი ნიჭიერია და მეტი მონდომებულია ასეთებით კი სავსეა ქართული ნიჭი მაგრამ პატრონი და ფული რომ არ აქვთ მიტომ იკაერგება მათი ნიჭი ჩვენ კი პატარა მცირერიცხოვან ხალხს ნიჭიერი ბიჭების დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს მიტომ არის რომ ამდენი ხანია ვერ დადგა ფეხზე ქართული ფეხბურთი
vaxos
კაი რა აფსაიტი სად იყო
chiko
ერთი სამტრედიელი არ იყო მინდორზე. იმხელა ხელფასები აქვთ სხვა გუნდის ფეხბურთელები რო ვერ ინატრებენ. 5 ით ნოლს რო აგებ თასის ფინალს საგინებელი ხარ აბა რა ხარ მითუმეტეს გადახედეთ შემადგენლობას 3 ფეხბურთელი ნაკრებიდან იყო სამტრედიის შემადგენლობაში.
vaxo
სამტრედიელებს გუნდისათვის კი არუნდა ეგინებინათ, არამედ მსაჯისათვის, ნახეთ პირველი გოლი, სუფთა აფსაიტია, ამის მერე შეიცვალა თამაში.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]