2 ივნისს "დიდუბე პლაზამ" თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის საანგარიშო ყრილობას უმასპინძლა
2 ივნისს "დიდუბე პლაზამ" თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის საანგარიშო ყრილობას უმასპინძლა. კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დამსწრეებს 2013 წლის შემდეგ დღემდე გაწეული სამუშაოს ანგარიში ჩააბარა.

"დიდუბე პლაზაში", თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებთან ერთად, იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები მოვიდნენ, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატისა და ღონისძიების ჩატარებაში კავშირს გვერდში უდგანან.

ესენი არიან: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, თბილისის მერია, სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის" ეროვნული ცენტრი, კომპანიები - "ბორჯომი", "პალიტრა მედია", "ბენე", "ფოტო პლაზა".

პაატა გურასპაულმა დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული ციფრები დაუსახელა, თუ რამდენი ტურნირი ჩატარდა გასული 2 წლის მანძილზე და მათში რამდენი გუნდი თუ მოთამაშე მონაწილეობდა. კავშირის ხელმძღვანელობას განსაკუთრებულად მიაჩნია ის ტრადიცია, რაც 20-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა: განახლდა დედაქალაქის ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

საკალათბურთო საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარების შემდეგ კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ზემოთ ნახსენები მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. შეკრებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომლის მინისტრად ყოფნის პერიოდში ერთობლივი მუშაობის შედეგად მინი-კალათბურთის ფესტივალების ჩატარებას ჩაეყარა საფუძველი.

პაატა გურასპაული, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი:

"ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანი არის ჩვენი კავშირის მიერ გაწეული 2-წლიანი მუშაობის საჯაროდ და საზოგადოებასთან ერთად შეფასება; იმაზე საუბარი, თუ რა გაკეთდა და რისი გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის, რომ თბილისში 20-წლიანი შესვენების შემდეგ, 2013 წლიდან აღვადგინეთ თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარების ტრადიცია.

წარმოიდგინეთ, 20 წელი თბილისში ჩემპიონატები არ იმართებოდა და ჩვენ მოვახერხეთ, რომ ოთხ ასაკში დედაქალაქის პირველობებს ვატარებთ. თან ამას აქვს რეგულარული ჩემპიონატის სახე და გუნდები, რომლებიც თბილისის ჩემპიონატიდან საქართველოს პირველობის საგზურს ვერ მოიპოვებენ, ცალკე ჩემპიონატში მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობენ.

ჩვენ ამ მრავალრიცხოვანი ტურნირების ჩატარებას ვერ მოვახერხებდით, რომ არა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, "ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი", თბილისის მერია, კომპანიები - "ბორჯომი", "პალიტრა მედია", ბენე" და "ფოტო პლაზა".

ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა და იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში ჩვენი ერთობლივი ძალებით ჩატარებული ტურნირები გაცილებით მასშტაბური იქნება".

წყარო: www.gbf.ge

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)