ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველო VS უკრაინა - ბოლოს და ბოლოს, გავტეხოთ ნავსი!

საქართველო VS უკრაინა - ბოლოს და ბოლოს, გავტეხოთ ნავსი!

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს რვა შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და აქედან ჩვენი გუნდის გამარჯვებით არცერთი მატჩი არ დასრულებულა
დღეს, 9 ივნისს, ჩვენი დროით 22 საათზე, ავსტრიულ ქალაქ ლინცში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს...

კახა ცხადაძე: სამწუხაროდ, გოგუა და მჭედლიძე გამოგვაკლდნენ [VIDEO]

მატჩის მნიშვნელობა

ფაქტია, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ყველა შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩი. ეს ბუნებრივიცაა - სწორედ სტატუსით შენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან წარმატებული თამაშით უნდა გამოსწორდეს ის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში აქვს.

ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრება ფიფას ბოლო რეიტინგები, სადაც ლუქსემბურგმა, ავღანეთმა და ბევრმა არასაფეხბურთო ქვეყანამ გაგვასწრო. აბსოლუტურად მართებულად მიიჩნევს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომ ჩვენი გუნდისთვის ყველა მატჩში, იქნება ეს ამხანაგური თუ ოფიციალური, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შედეგი.

ერთიცაა სათქმელი - ეს ფაქტორი გარკვეული წნეხის ქვეშ ამყოფებს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, თუმცა რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა...

ავსტრიაში ნაღვაწი უნდა გამოჩნდეს...

ვერ ნახავთ მსოფლიოში სანაკრებო მწვრთნელს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში არ უჩიოდეს ერთ კონკრეტულ პრობლემას და ამ პრობლემას "დროის უკმარისობა" ჰქვია. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაკრების თავკაცს შეგირდების მოსამზადებლად საკმარისი დრო არასოდეს აქვს.

სწორედ ამიტომ გაგვიკვირდა (სასიამოვნოდ), როცა საქართველოს ნაკრებმა მალტასთან ამხანაგურ და გერმანიასთან ევროშესარჩევ მატჩებში, რბილად რომ ვთქვათ, უწინდელზე გააზრებული ფეხბურთი აჩვენა.

დაახლოებით ერთი კვირაა, ჩვენი გუნდი ავსტრიულ შეკრებაზეა. შუა ევროპაში ნაკრებს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ კარგად მოემზადოს უკრაინასთან ამხანაგური და პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩებისთვის.

ერთადერთი, რაც ოდნავ გვანერვიულებს, ის არის, რომ გვინდა თუ არა, საქართველოს ნაკრების ბანაკში აუცილებლად იქნება წინასაშვებულებო განწყობის "შტრიხები", თუმცა იმისიც გვჯერა, რომ ბიჭები რამდენიმე დღესაც მოითმენენ ქვეყნის ღირსებისა და პრესტიჟისთვის.

სწორედ ავსტრიულ შეკრებაზე ნაღვაწი უნდა გამოჩნდეს ამ ორ უახლოეს შეხვედრაში და ჩვენც იმის იმედი გვაქვს, რომ შედარებით უკეთესობას დავინახავთ ეროვნული გუნდის თამაშში.

საერთოდ, ზომიერება და "ოქროს შუალედის" დაცვა ყველგანაა საჭირო. საქართველოს ნაკრებისგან მთების გადაბრუნებას არავინ ითხოვს, მაგრამ ის კი გვინდა, რომ ყოველი მომდევნო თამაში ოდნავ მაინც სჯობდეს წინას.

პრობლემები

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, კვირა საღამოს მდგომარეობით, ერთადერთი პრობლემა იყო - შეძლებს თუ არა უკრაინასა და პოლონეთთან თამაშს ეროვნული გუნდის უპირველესი ფორვარდი ლევან მჭედლიძე. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ის ვერ ითამაშებს.

არადა, ბოლო დროს მჭედლიძე თითქოს ფორმაში შევიდა, რისი დასტურიც არის მილანის "ინტერთან", "სან სიროზე", სერია A-ს ბოლო ტურში შესრულებული დუბლი.

ასევე ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდა გოგიტა გოგუა.

არც ერთი მოგება

აქამდე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს რვა შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და აქედან ჩვენი გუნდის გამარჯვებით არცერთი მატჩი არ დასრულებულა.

ალბათ, დროა, ნავსი გატყდეს, თუმცა წინასწარვე უნდა ვთქვათ - ამის გაკეთება ძალზე რთული იქნება. უკრაინის ნაკრები, რომელსაც ლანჩხუთის "გურიის" ყოფილი დამრიგებელი მიხაილო ფომენკო წვრთნის, ევროპულ ფეხბურთში ერთობ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკრაინა, ჯერჯერობით, მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობს. ფომენკოს გუნდს ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილი უჭირავს და ერთბაშად ორ მეტოქეს ჩამორჩება - ლიდერ სლოვაკეთსა და მეორეადგილოსან ესპანეთს.

მეტოქის ბანაკში

ფომენკოს ხელმძღვანელობით, უკრაინის ნაკრები ავსტრიულ ლინცში შაბათ დილას გაემგზავრა. სანაკრებო სიაში 25 ფეხბურთელია.

ფოტოზე: უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩის წინ

ეროვნულ გუნდში პირველად მოხვდნენ "დნიპროს" 28 წლის მარჯვენა მცველი პაველ ქსენძი და "ზორიას" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი მაქსიმ მალიშევი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს უკრაინის ნაკრებში ორი ფორვარდის დაბრუნება. ლაპარაკია "დნიპროს" მოიერიშე ევგენი სელეზნიოვსა და "შახტარის" შემტევ ოლექსანდრ გლადკიზე.

როგორც უკრაინის ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა სერგეი დერეპოვსკიმ განაცხადა, მიკროტრავმები აწუხებთ "შახტარისა" და "დინამოს" (სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს უკრაინის თასის ფინალში) ცალკეულ ფეხბურთელებს.

თუმცა ისეთი, რომ თამაშს ვინმე გამოაკლდეს, არ ჰყავთ და ფომენკოსაც უძლიერესი თერთმეტეულის დაყენების საშუალება ექნება. გამოჯანმრთელდა უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მცველი ოლექსანდრ კუჩერიც, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი.

გარისკვად არ ღირს

ძალიან რთული სათქმელია, როგორ ტაქტიკურ სქემას აირჩევს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უკრაინასთან შეხვედრაში. სამწუხაროდ, არ გვქონია იმის ფუფუნება, გვენახა, რა ხდება ავსტრიულ შეკრებაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრი არ შეიცვლება მალტასა და გერმანიასთან არჩეულ ტაქტიკურ სქემაში.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეროვნული გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავას, რომელიც პოლონეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და გუნდს ავსტრიულ შეკრებაზეც არ ახლავს (მწვრთნელსა და კაპიტანს შორის მოლაპარაკებით), მინდვრის საყრდენ ზონაში შეცვლის ბუბა დაუშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ამ შემადგენლობითაა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი);

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - "ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლაშა თოთაძე ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), კახა ალადაშვილი ("სკა ენერგია", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), მათე ცინცაძე ("დინამო", თბ) ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გოგიტა გოგუა ("სკა ენერგია", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი).

აქვე, ფომენკოს რჩეულებსაც გადავხედოთ:

მეკარეები: ანდრეი პიატოვი ("შახტარი"), დენის ბოიკო ("დნიპრო"), ნიკიტა შევჩენკო ("ზორია");

მცველები: ევგენი ხაჩერიდი ("დინამო"), ანდრეი პილიავსკი ("ზორია"), ვიაჩესლავ შევჩუკი, ალექსანდრ კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი (ყველა - "შახტარი").

ნახევარმცველები: ნიკოლაი მოროზიუკი, სერგეი რიბალკა, სერგეი სიდორჩუკი, დენის გარმაში, ოლეგ გუსევი, ანდრეი იარმოლენკო (ყველა - "დინამო"), რუსლან როტანი, ევგენი კონოპლიანკა, პაველ ქსენძი (ყველა - "დნიპრო"), ტარას სტეპანენკო ("შახტარი"), მაქსიმ მალიშევი ("ზორია"), ანატოლი ტიმოშჩუკი ("ზენიტი", რუსეთი), დენის ოლეინიკი ("ვიტესი", ჰოლანდია);

თავდამსხმელები: ფილიპ ბუდკოვსკი ("ზორია"), ევგენი სელეზნიოვი ("დნიპრო"), არტიომ კრავეცი ("დინამო"), ალექსანდრ გლადკი ("შახტარი").

ურთიერთშეხვედრები

10.08.98. ამხანაგური მატჩი

უკრაინა-საქართველო 4:0

1:0 რებროვი (1), 2:0 რებროვი (42), 3:0 სკაჩენკო (57), 4:0 კოვალოვი (76)

20.03.99. ამხანაგური მატჩი

საქართველო-უკრაინა 0:1

0:1 კონოვალოვი (77)

14.02.01. ამხანაგური მატჩი

საქართველო-უკრაინა 0:0

17.04.02. ამხანაგური მატჩი

უკრაინა-საქართველო 2:1

1:0 რებროვი (17), 1:1 ბურდული (72), 2:1 ტიმოშჩუკი (90)

13.10.04. მჩ შესარჩევი მატჩი

უკრაინა-საქართველო 2:0

1:0 ბელიკი (12), 2:0 შევჩენკო (79)

03.09.05. მჩ შესარჩევი მატჩი

საქართველო-უკრაინა 1:1

0:1 როტანი (43), 1:1 გახოკიძე (89)

06.09.06. ეჩ შესარჩევი მატჩი

უკრაინა-საქართველო 3:2

1:0 შევჩენკო (31), 1:1 არველაძე (38), 1:2 დემეტრაძე (61), 2:2 როტანი (61), 3:2 რუსოლი (80)

08.09.07. ეჩ შესარჩევი მატჩი

საქართველო-უკრაინა 1:1

0:1 შელაევი (7), 1:1 სირაძე (89)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გია

ეს თამაში კი არა საზიზღრობაა..ცხვარზე და ოციანზე თამაშს გავს

• გია

საშინელებაა

• nugzari

შემადგენლობაში პაპუნაშვილი სად არის?

• merabi-s

რევიშვილი,ამისულაშვილი,ნავალოვსკი(ერთერთი საუკეთესო იყო წინა შეხვედრაში),დაუშვილი(კანკავაზე არანაკლები მებრძოლია,თექნიკით ვერც კანკავა დაიკვეხნის),მახარაძესაც მეტი შეუძლია,კობახიძე კარგ ფორმაშია,ვაწაძეს საუკეთესო სეზონი ქონდა, მგონი კარიერაში! ისე მჭედლიძე ვაწაძის დუეტი საინტერესო იქნებოდა მაგრამ საქართველოს ნაკრები ორი ფორვარდით არასდროს არ თამაშობს!

• vaaa

მერაბი, რომელ ქვეყანაში ხარ? ამათი თამაში რომ არ გინახია?. თუმცა აქამდე არც უთამაშიათ.

• ცაგარელი

თუნდაც უკრაინასთან რომ ასეთი უარყოფითი ბალანსი გვაქვს, ზოგადად ქართული ფეხბურთის სირცხვილია და ამის გამოსწორება კაცურიც და სპორტული სიამაყის საგნადაც მიმაჩნია (ეს ერთი). მეორეც, მთავრობები თუ არ იმეგობრებენ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ელემენტარული დიპლომატიური პატივისცემის საკითხია, სანამ ეჭვმიტანილის სტატუსი არ მოხსნილა (თუნდაც უდანაშაულო იყოს), ასეთი სხვა ქვეყნის (მეგობარი, როგორც უწოდებენ ხოლმე) მოქალაქე ოლიმპოს ტახტზე არ უნდა დასვა. ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს ნაკრების გამანადგურებელ გამარჯვებას უკრაინის ნაკრებზე

• Merabi

მაინტერესებს დვალის,ყაზაიშვილის, ყენიას თამაში. კიდევ ვისი იმედი უნდა მქონდეს: ლორიას, კაშიას, ოქრიაშვილის, ჭანტურიას...სამწუხაროა რომ,კვირკველია, კანკავა, მჭედლიძე დაგვაკლდნენ. დანარჩენების რა მოგახსენოთ.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...

გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას

საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება

გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ