"მთლიანობაში, პოლონეთმა გვაჯობა, მაგრამ ეს არ იყო თამაში, რომელიც 0:4 უნდა წაგვეგო"
28 წლის შემტევი გიორგი მერებაშვილი კვლავ უგუნდოდაა. ის სასურველ ვარიანტს ელის, მანამდე კი "ცხინვალთან" ერთად ვარჯიშობს.

გუშინ "ლელო" თბილისის "დინამოსა" და კრეტის ოფი-ს ყოფილ ფეხბურთელს შეეხმიანა და ინტერვიუ ჩაწერა:

- როგორც ვიცით, "ცხინვალთან" ერთად ემზადებით. ხომ არ არის რაიმე სიახლე თქვენს მომავალთან დაკავშირებით?

- მოლოდინის რეჟიმში ვარ. წესით, ახლო მომავალში, დაახლოებით ერთ კვირაში, ყველაფერი უნდა გაირკვეს.

- გაქვთ შემოთავაზებები?

- ჯერ მხოლოდ ორ ქვეყანას დავასახელებ - საბერძნეთს და თურქეთს. კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტულად რომ მეცოდინება ყველაფერი, მერე ყველა ყველაფერს გაიგებს. არის აზიური ვარიანტებიც, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტს ევროპაში თამაში წარმოადგენს. მიმაჩნია, ჩემი ასაკი არ არის ისეთი კრიტიკული, აზიაზე რომ დავფიქრდე.

- ცნობილია, რომ "ცხინვალის" ხელმძღვანელობას სურვილი აქვს, ევროთასებზე დაეხმაროთ. შესაძლებელია ეს? თუნდაც, პირველ ეტაპზე...

- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "ცხინვალის" ხელმძღვანელობას. ვინც ფეხბურთი იცის, დამეთანხმება, რომ ფეხბურთელის ცხოვრებაში ურთულესია ის პერიოდი, როცა უგუნდოდ რჩება. სწორედ ასეთ დროს დამიდგნენ გვერდში "ცხინვალის" მესვეურები და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის...

რა თქმა უნდა, მეც მინდა, რომ მათ მადლობა საქმით გადავუხადო. დავინტერესდი და გავარკვიე, რომ თუ ფეხბურთელი ითამაშებს ამა თუ იმ გუნდის შემადგენლობაში, მერე მას ერთი თვის განმავლობაში არ აქვს გუნდის შეცვლის უფლება. თუ "ცხინვალი" და ჩემი მსურველი კლუბი შეთანხმდებიან, დიდი სიამოვნებით დავეხმარები გუნდს. თანაც, "ცხინვალის" გასვლა ევროთასებზე განსაკუთრებული მოვლენაა და მინდა, ამ ისტორიული მომენტის მონაწილე მეც ვიყო.

- რა ისმის ოფი-დან? ისტუმრებენ ფეხბურთელების დავალიანებას?

- ხშირად ვსაუბრობ ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის - პრეზიდენტთან. ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოფი ბანკროტად გამოცხადდება და შეიქმნება ახალი კლუბი, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ლიგაში დაიწყებს ასპარეზობას. ასეთ შემთხვევაში, ვერც ფეხბურთელი და ვერც რომელიმე კომპანია დავალიანებას ვერ მიიღებს. მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება...

- ცნობილია, რომ ოფი-ში ძალიან გაფასებენ. გუნდში დარჩენა ხომ არ შემოუთავაზებიათ თქვენთვის?

- მართლაც იყო ლაპარაკი ამ თემაზე. ისიც მითხრეს - თუ დარჩები, კლუბის სტატუსის მიუხედავად, ყველა დავალიანებას ბოლომდე გაგისტუმრებთო, მაგრამ მიმაჩნია, რომ საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონზე უკეთეს ლიგაში შემიძლია თამაში.

- შეაფასეთ საქართველოს ნაკრების თამაში პოლონეთთან...

- რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ასეთი ანგარიშით წავაგეთ. ცხადია, გამოჩნდა ნაკლოვანებები, მაგრამ მე მაინც ვხედავ პროგრესის შტრიხებს. ჩვენი ნაკრები ახლა შეტევაში შედარებით თამამად მოქმედებს, მაგრამ კიდევ მეტი სითამამეა საჭირო. მთლიანობაში, პოლონეთმა გვაჯობა, მაგრამ ეს არ იყო თამაში, რომელიც 0:4 უნდა წაგვეგო.

მე მჯერა ჩვენი ნაკრების, ზოგადად - ქართული ფეხბურთის მომავლის. მთავარია, იყოს სწორი მიდგომა და კარგი ატმოსფერო ეროვნულ გუნდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dad
ამის ვარიანტებიც ხომ ამოვიდა ყელში, კვიპროსი ან მალტაა შენი ბოლოც...თამ სულ საიდულოდ ტოვებს
kaki
ემზარი-ს. გიორგი მართლაც რომ ძლიერი ფეხბურთელია, ცოტა ზედმეტს რომ ატარებდეს ბურთს. რაც შეეხება მის ნაკრებში ტამაშს, მიმაჩნია, რომ უგუნდო ფეხბურთელს ნაკრებში არაფერი ესაქმება. თუნდაც ის მესი იყოს.
ემზარი
მე მგონი მერებაშვილს უნდა მიეცეს საშვალება ნაკრებში თამაშის რატომ არ ეძლევა არ ვიცი რა იმ ფეხბურთელებზე ნაკლებად თამაშობს ნაკრებში რომ არიან კი ბატონო მეტს უნდა პასუხობდეს ნაკრების ფეხბურთელის თამაში ნაკრების დონეზე მაგრამ ჯერ ამის ფუფუნება სამწუხაროდ არ გვაქვს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ