ლოდი, რომელიც ქართულ ფეხბურთს გულზე აწევს
საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვლებაო, - თქვა პოლონეთთან მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ.

რა თქმა უნდა, ამ წინადადებაში მწვრთნელს, შეიძლება, ბევრი რამ ეგულისხმა, თუმცა რატომღაც გვგონია, რომ უპირველეს ყოვლისა, ცხადაძეს მხედველობაში ჰქონდა საკადრო ცვლილებები.

ჩვენც თვალი მოვავლოთ საქართველოს ნაკრების უახლოეს რეზერვს და ვთქვათ, ვინ შეიძლება ვიხილოთ უახლოეს მომავალში ქვეყნის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში და გვყავს თუ არა ისეთი კადრები, ეროვნულ გუნდს რამეს რომ შემატებენ.

მეკარეები

გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, მიხეილ ალავიძე - ცხადაძე ამ ოთხ გოლკიპერს იძახებს ხოლმე ნაკრებში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების დონისა რასაც ჰქვია, მათ გარდა სხვა არავინ გვყავს. დღეს ასეა და ხვალ რა იქნება, დრო გვიჩვენებს.

ფოტოზე: გიორგი ლორია

მცველები

პოლონეთთან და უკრაინასთან მატჩებმა გვიჩვენა - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური სათამაშო რგოლი არის დაცვა, მით უმეტეს მაშინ, როცა გავბედეთ და დიდი ძალებით წავედით წინ. ჩვენი მცველები ხშირად კარგავენ კონცენტრაციას, არასწორად ირჩევენ პოზიციას, ავიწყდებათ ერთმანეთის დაზღვევა...

სხვისი არ ვიცი, და მე კი მგონია, რომ დაცვის დალაგება ამ სათამაშო რგოლის ლიდერის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. სამი ცენტრალური მცველის პირობებში აუცილებლად საჭიროა გამოცდილი ლიდერი. ისეთი უკანახაზელი, რომელიც ამ "სამკუთხედში" მთავარი იქნება.

ნამდვილად არ ვიცი, ვის მოიაზრებს ამ როლისთვის ცხადაძე. ის თავის დროზე წამყვანი კაცი იყო საქართელოს ნაკრების დაცვაში და ჩვენს უკანა ხაზს კრავდა. თუ ინტუიცია არ მღალატობს, დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში ამ როლისთვის ალეკო ამისულაშვილი უნდა იყოს მოწოდებული, მაგრამ პოლონეთთან და უკრაინასთან მისი თამაში ვერ იყო ისეთი, ყველა რომ ვისურვებდით.

ფოტოზე: თორნიკე ოქრიაშვილი და ალეკო ამისულაშვილი

მარჯვენა მცველის პოზიცია კი მართლაც პრობლემატურია და აშკარაა, რომ თუნდაც კონკურენციის მხრივ, უჩა ლობჟანიძეს სჭირდება ახალი გამოწვევა. ალბათ, მოვიდა დრო, სანაკრებო ფერხულში ჩავაბათ ოთარ კაკაბაძე, ვისი სათამაშო სტილიც იდეალურად უნდა მოერგოს ნაკრების დამრიგებლის სათამაშო სქემასა თუ ფილოსოფიას.

ერთი კია - გაგვიმართლა გიორგი ნავალოვსკიმ. მისი თამაში ამ ორ სანაკრებო შეხვედრაში არ ყოფილა იდეალური, მაგრამ ის მაინც საუკეთესო იყო ჩვენს გუნდში. გვიხარია, ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ამ გულიანი ქართველის სამშობლოს დროშის ქვეშ დაბრუნებაში მოკრძალებული წვლილი ქართულ მედიასაც რომ მიუძღვის...

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ორ მატჩში არ გვყავდა საქართველოს საუკეთესო მცველი, ყაზანის "რუბინის" უკანახაზელი საბა კვირკველია.

ნახევარდაცვა

რომ გადავხედოთ კლუბებს, სადაც ამ ამპლუის ფეხბურთელები თამაშობენ, ეს ყველაზე სახელიანი რგოლია ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაში, მაგრამ ხშირად აქედან ვერ მწვავდება სიტუაცია და ვერც საგოლე პასი კეთდება. აქედან გამომდინარე, "ახალი სისხლი" არც ნახევარდაცვაში გვაწყენდა.

რა თქმა უნდა, ეს ანალიტიკური წერილი მხოლოდ იმისთვის იწერება, რომ თვალი გადავავლოთ უახლოეს რეზერვს და არამცდაარამც იმის გამო, რომ რომელიმე პრეტენდენტის აქციებმა აიწიოს.

ისიც კარგად მესმის, რომ ეროვნულ გუნდში ფეხბურთელის მოხვედრა არ არის იოლი და ერთი დღის საქმე, თუმცა ამ რგოლში მართლაც დიდი რეზერვი გვყავს და, რაც მთავარია, სულ ახალგაზრდები.

გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე, გიორგი აბურჯანია - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც უკვე წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ გამარჯვებულის მენტალიტეტი.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, თუმცა ფეხბურთელი ინდივიდუალურია და მას ზუსტად უნდა შეურჩიო ის დრო, როცა შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს.

ფოტოზე: მათე ცინცაძე

არიან მოთამაშეები, რომლებიც ნაადრევად "კაცდებიან" და ეს მათი ინდივიდუალური, ფიზიოლოგიური და პიროვნული თვისებებით აიხსნება. მაგალითად, სწორედ ასეთია გიორგი აბურჯანია. ის არცთუ მჭექარე სახელის მქონე "ანორთოსისში" თამაშობს, თუმცა უკვე დაღვინებული ფეხბურთელია. იცის "ბოლო პასი" და ერთნაირად ძლიერია როგორც ჩაშლაში, ისე შექმნაში.

ნუ დავივიწყებთ აკაკი გოგიასაც - ინგლისის ჩემპიონშიფში გადასვლა არ არის პატარა ამბავი და არც საქართველოს ნაკრებია იმ დონის, რომ უარი თქვას ასეთ ფეხბურთელზე. ოღონდ, ამისთვის გოგიამ უნდა ითამაშოს და თუ ითამაშებს, საქართველოს ნაკრების კარი მისთვისაც გაიღება.

აქეთ, ლუკას ჰუფნაგელია - გასაგებია, რომ მას ჯერ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი, თუმცა "ფრაიბურგი" მაინც "ფრაიბურგია", მეორე ბუნდესლიგა კი მშვენიერი ასპარეზი უნდა იყოს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელსაც დიდ ფეხბურთში თავის დამკვიდრება სწადია.

ვთქვათ ისიც, რომ ბოლო ორ მატჩში არ გვყავდა ჯაბა კანკავა, კაპიტანს კი ბევრი რამის შეცვლა შეუძლია მინდორზე...

თავდასხმა

უკრაინასა და პოლონეთთან მატჩებმა გვიჩვენა - როცა არ არის ლევან მჭედლიძე, თავდასხმაში გვიჭირს. ლევანი დღეს საქართველოს ნომერ პირველი ფორვარდია. უკრაინასთან მატჩში მათე ვაწაძემ კი გაიტანა, თუმცა პოლონეთთან ჩვენს ყველა შემტევს აკლდა სიმწვავე.

ფოტოზე: ლევან მჭედლიძე

ფაქტი ჯიუტია - მჭედლიძე ხშირად ტრავმიანობს და გვინდა თუ არა, უნდა ვიპოვოთ ისეთი ფორვარდი, რომელიც სრულფასოვნად შეცვლის მას. გიორგი ჭანტურია, ნიკა გელაშვილი, იგივე ვაწაძე - ესენი არიან თავდამსხმელები, რომლებმაც საკუთარ თავს უნდა აჯობონ, ეს მისია რომ იტვირთონ.

ცოდვა გამხელილი სჯობს - ამ ეტაპზე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც არ ჩანს ისეთი ფორვარდი, რომელიც ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე მალევე განაცხადებდა პრეტენზიას.

მენტალიტეტი

და მაინც, რაც უნდა ვეძიოთ, ვაწყოთ გეგმები, რაც უნდა ბევრი სცადოს მწვრთნელმა, არაფერი გამოვა, თუ საქართველოს ნაკრები წაგებულის მენტალიტეტს არ დაუსხლტა.

ესაა ის ლოდი, რომელიც ქართულ ფეხბურთს, აგერ რა ხანია, გულზე აწევს...

ფოტოზე: საქართველოს სამწვრთნელო შტაბი ვარშავის სტადიონზე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vako
აგარ გვინდა ნაკრები არც ჩემპიონატი არც არველაძეების კლანი ფეხბურთში არც მდაბიო ვეტერანები გული გვერევა მათზე მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს თან ზალიან სერიოზულად
georgiano
გიორგი-ს: მეგრელები გვჯობნიანო რომ ამბობ, შენ სადაური ხარ სომეხი თუ ფილიპინელი?! თუ შე უვიცო მეგრელები ქართველები არ არიანს აწვები? შენნაირი მუწუკებია ამ ქვეყანას რომ არცხვენენ..
Zviadi
ღორის დაკვლა იციან მაგარი მეგრელებმა და ყელის გამოღადვრა, ვიღაცას მოუხდება.
zaz
არის 15 წლის ბიჭი , ფიზიკურად დზლიერი , იბრაგიმოვიჩის ტიპის ცენტრალური თავდამსხმელი , გვარად ვაწაძე . ლაშა ქვია თუ არ ვცდები . ამბროლაურიდანაა . დინამოს აკადემიაში იყო ბოლოს . თუ არ დაიშალა ის აკადემიაც . მიაქციონ ყურადღება და 3 წელიწადში უძლიერესი თავდამსხმელი გვეყოლება . 14 წლისა რეგიონლიგაზე , დიდებში თამაშობდა . დაღლა არ იცის რა არის და რუსები რომ იტყვიან . ,,ტარანნოგო ტიპა " . თანაც გამტანი და შემქმნელია . ვისაც აინტერესებს , მოიკითხონ .
oto
ლობჟანიძეზე ვინმეს დარეკილი აქვს? მაგაზე უკეთესი მარჯვენა მცველი როგორ ვერ მოიძებნა!
გიორგი
... მომეწონა,რა დაბალ დონეზე ხართ. ხოო მეგრელები გვჯობნიან ყველაფერში როგორც შრომით ასევე ერთმანეთის გატანით. ეგრეა ეგ და მიბაძეთ მათ
Davit
Unda gamoidzaxon axali pexburtelebi. Erti da igive xalxs ro idzaxeben.
keso
კახი თუ ეს შენი მოსაზრებაა მაშკაინ მაგრად გაკლია და საერთოდ შევეშვათ ფეხბურთის თამაშს ხომ შეიზლება დავიგალეთ ამ საშინელებების კურებით და საჟა და .... იქნება თავის ვეტერანებთან ერთად არაფერი გვეშველება ბიზინა უშველე ფეხბურთს ოგონდ უამათოდკესო
ეეჰ
ახალი გვარი არ თქმულა. ანუ ძაან დაგვენძრა. გეგონება მენტალიტეტი რომ გქონდეს რეიტინგში 123–ე იქნები.
გუჯა კახაძე
სტატიის ავტორს თუ დავუჯერებთ ქართველებმა ფეხბურთი აღარ უნდა ვითამაშოთ?!
merab
გიორგი კარგი ბიჭია მართლაც, მაგრამ ჯერ დინამოში უნდა დაამტკიცოს
merab
ise avtoro qvilitaias tamashi ar gaqvs nanaxi? Mshvenieri tavdamsxmelia da ratom usvamt xazs mis nakrebshi gamochenas
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ