პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ეტყობა, ქართველებს ეს დისკვალიფიკაცია ეგონათ..."
დღეს, 22 ივნისს, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა სენსაციური განცხადება გააკეთა:

"ყოველი შესარჩევი მატჩის წინ უეფა ფედერაციებს უგზავნის ფეხბურთელთა სიას, რომლებიც დისკვალიფიცირებულნი არიან ან დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე იმყოფებიან.

თუკი ფეხბურთელის გვარის გასწვრივ ვარსკვლავია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებულია, არამედ იმას, რომ ფეხბურთელი მომდევნო ყვითელი ბარათის შემთხვევაში გამოტოვებს შეხვედრას. შესაძლოა, ქართველებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ ეს დისკვალიფიკაციას ნიშნავს და ამიტომ არ ათამაშეს ჯაბა კანკავა".

გამოდის, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა სულაც არ ყოფილა დისკვალიფიცირებული და პოლონეთთან შესარჩევი მატჩი ტყუილუბრალოდ გამოტოვა.

სწორედ დისკვალიფიკაციის მიზეზით, კახა ცხადაძემ არ გამოიძახა "დნიპროს" ფეხბურთელი შეკრებაზე.

ჯაბა კანკავამ შესარჩევ ციკლში პირველი ყვითელი ბარათი პოლონეთთან საშინაო მატჩში მიიღო, მეორე კი - გერმანიასთან საშინაო შეხვედრაში.

უეფას რეგულაციებში კი შავით თეთრზე წერია: "შესარჩევ ტურნირში ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია, თუ: სამ სხვადასხვა შეხვედრაში მიიღებს გაფრთხილებას. ისევე, როგორც ტურნირზე მეხუთე გაფრთხილების მიღებისას".

ჯაბა კანკავას სამი ყვითელი ბარათი არ მიუღია, მან მხოლოდ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ უეფას ოფიციალურ საიტზე.

სამწუხაროდ, ასეთი შეცდომები ერთობ ხშირია ქართულ პრაქტიკაში. გავიხსენოთ ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ლუქსემბურგთან წაგება ჩაეთვალა, რადგან დისკვალიფიცირებული კვეკვესკირი ათამაშეს.

ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში მოგება კი ფიფამ გაგვიუქმა, რადგან თემურ ქეცბაიამ ამხანაგურ მატჩში ოფიციალურად დაშვებულზე მეტი შეცვლა გააკეთა.

sabonis
აუუ რა დღეში ვარს 2 და 3 ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და კიდე არჩევა, რომ უნდათ ეს მაგიჟებს.
ემზარი
აგი უნდა კიდევ ისედაც კრიზისში მყოფ ქართულ ფეხბურთს ასეა მის ჭკუაზე რომ არის ფეხბურთის ფედერაციაში შემთხვევითი ხალხი დანიშნული მიტომ იციან კარგად ფეხბურთი და მისი წესებიც
Giorgi
მთავარია ქეცბა ვახსენეთ ;) :))))
გულშემატკივარი
ქეცბაიას ბრალია, აბა რა, აბა რა :))))))
arkadi
აუ ეს რა მოხდარა არადა მოვიგებდით მაგი რომ გვყოლოდა ხომ იცით
Tato
გასაგებია რომ ფედერაციაში უტვინო თავების აღლუმია მაგარამ ისინი ვინც სპორტულ ჟურნალისტებს უწოდებთ საკუთარ თავს ნუთუ ერთს არ მოგივიდათ თავში რომ გადაგეხედათ წინა მატჩის სტატისიკისთვის
katsita
GFF
David
ეს თუ შერჩა ფედერაციას მეტის ღირსები ვყოფილვართ!
Rezo_82
ვის ევალება ესეთი ტექნიკური საკითხები??? თუ მაინც ვერ გავდივართ ჯგუფიდან რა აზრი ჰქონდა??
irakli
ვაი ჩვენს პატრონს... ამათ ხელში
Merabi
ჩვენ საერთოდ სრულფასოვანი ხალხი ვართ?
ika
ფუ რა სამარცხვინოა რა. ელემენტარული წესდება არ იციან ჩვენს ფედერაციაში.
qartveli
არა რაა ნაღდად ქეცბაიას ბრალია ეხლა ეს:D
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბონეკი: უკრაინის ნაკრებს შევჩენკო კი არა, ტასოტი წვრთნიდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბონეკი: ტოტალური ფარისევლობა ინგლისელთა მხრიდან
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ზბიგნევ ბონეკი: "ბაიერნში" მხოლოდ ნოიერი და ლევანდოვსკი არიან ვარსკვლავები
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ბონეკი: კვარაცხელიას ეჭვით უყურებენ, რადგან ქართველია
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ბონეკი: "ნაპოლი" "რეალზე" უკეთ თამაშობს - რატომ არ უნდა სცადონ ჩემპიონთა ლიგის მოგება?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ