ვინ ძაბავს სიტუაციას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის?
"გაბალა"-"დინამოს" მატჩი, თუ არ ჩავთვლით სუპერთასის ბილეთების თემას, გასული კვირის მთავარ სპორტულ მოვლენად იქცა.

როგორც "ლელოს" სპეციალური კორესპონდენტი, ამ თამაშს მეც დავესწარი. ვფიქრობ, ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს იქ განვითარებული მოვლენების ანალიზი და თამაშის საერთო გარჩევა, რადგან გაბალის მთავარ სპორტულ არენაზე ჩვენ მართლაც ექსტრემალურ პირობებში ვიმუშავეთ და აქედან გამომდინარე, არ გვქონდა საშუალება, ოპერატიულად გაგვეკეთებინა დეტალური მიმოხილვა და მხოლოდ ფაქტების ქრონოლოგიურ აღნუსხვას დავჯერდით...

გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]

აზერბაიჯანელთა შურისძიება: საქართველოს დროშა ფეხქვეშ გათელეს [VIDEO+PHOTO]

გაბალამდე არც ისე შორია

"დინამო არენიდან" ჩვენი ავტობუსი გაბალისაკენ დროულად გავიდა და დანიშნულების ადგილს 8-საათიანი მგზავრობის შემდეგ მიაღწია. გზაში არაფერი გაგვჭირვებია, ადგილ-ადგილ ვისვენებდით, განჯის შესანიშნავ რესტორანში ვისადილეთ და მიმტანებისგან კეთილი სურვილებიც გავიყოლეთ. ისინი ადგილობრივი "ქიაფაზის" ფანები იყვნენ...

ჩვენს ავტობუსში "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის პერსონალი სჭარბობდა. აფერუმ, რომან ფიფიას! მართლაც კარგი კონტინგენტი შეუკრებია - მცოდნე, ქართულ ფეხბურთსა და მის პრობლემებზე მოფიქრალი...

ქალაქ ევლახს რომ გავცდით, აზერბაიჯანული პოლიციის მანქანა დაგვხვდა და გაბალის სტადიონამდე მიგვაცილა. მასპინძლებმა თადარიგი მაშინვე დაიჭირეს. გაბალა მთიანი, საკურორტო ქალაქია. თავად ქალაქი დიდი ვერაფერი - მხოლოდ მშვენიერი პარკით თუ მოიწონებს თავს...

სტადიონს მივუახლოვდით თუ არა, სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ოთხი დიდებული სავარჯიშო მინდორი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ავთვალს არ ენახვება (სწორედ აქ ცხოვრობს "გაბალა") და თავად სტადიონი, 8-ათასიანი კოხტა ნაგებობა, რომელიც იდეალურია ფეხბურთის სათამაშოდაც და საყურებლადაც.

სიტყვა სტადიონზე ჩამოვარდა და უნდა ვთქვათ, რომ სულ მალე ეს სტადიონი "გაბალას" საფეხბურთო აკადემიას გადაეცემა და იქვე შენდება ახალი არენა, რომელიც გაცილებით მეტ მაყურებელს დაიტევს.

სტადიონზე ხუთიოდე წუთის დაგვიანებით შევედით. "გაბალას" სპორტულ დირექტორს, ინგლისური ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავ ტონი ადამსს იმ წამის დასრულებული ჰქონდა "გაბალას" სტადიონის პერსონალისთვის ქების სიგელების გადაცემა. არადა, ადამსთან გასაუბრება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა...

რას გვერჩოდნენ მეზობლები?

თამაში დაიწყო თუ არა, წამსვე ვიგრძენით აზერბაიჯანელი ქომაგების აგრესია. ცხადია, ეს თბილისში ერთი კვირის წინ მომხდარი მოვლენების გამოძახილი იყო. ეს გასაგებია და დასაგმობია, რაც საქართველოს დედაქალაქში მოხდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს მუშაობისთვის ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი, მათთვის ხელი არავის შეუშლია...

პირველივე წუთიდან ადგილობრივი გულშემატკივრები მუქარის ნიშნად გვიქნევდნენ ხელებს და აგრესიას გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ. მერე, როცა მასპინძელმა მხარემ ბანერები გამოფინა (ეს არ იყო ტილოზე ან ქაღალდზე სპონტანურად მიჯღაბნილი რაღაც სიტყვები, საგანგებოდ იყვნენ მომზადებულები), რომლებზეც რუსთავი, მარნეული და ბოლნისი აზერბაიჯანულ ტერიტორიებად იყო მოხსენიებული, სიტუაცია დაიძაბა.

რა თქმა უნდა, ქართველმა ჟურნალისტებმა ამაზე პროტესტი გამოვთქვით. უნდა ითქვას, რომ პრესლოჟასა და ქომაგებს სტადიონზე თითქმის არაფერი აცალკევებს. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. თუ თამაშის მიმდინარეობისას აზერბაიჯანულმა პოლიციამ იდეალურად დაიცვა "დინამოს" ქომაგები (ოღონდ იმავეს ვერ ვიტყვით თამაშის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე), ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე არავის უზრუნია.

არავინ იცის, რა მოხდებოდა, მატჩის მიმდინარეობისას "დინამოს" წარმომადგენლებს რომ არ ემარჯვათ. როგორც იცით, დაწვეს ქართული დროშა...

სიტუაცია თითქმის უმართავი გახდა პირველი ტაიმის ბოლოს. აზერბაიჯანელი ქომაგები უკვე ღიად მიგვითითებდნენ, რომ დაგვეტოვებინა ჩვენი ადგილი. რამდენიმემ ჩვენს ლეპტოპს მუჯლუგუნიც უთავაზა...

სხვა გზა აღარ იყო და ადგილი შევიცვალეთ. დავსხედით "დინამოს" ტრავმირებულ ფეხბურთელებთან (ნიკა ჭანტურია, ოთარ კაკაბაძე). იქვე იყვნენ თბილისური კლუბის ხელმძღვანელები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

აზერბაიჯანელთა აგრესიამ აპოგეას მაშინ მიაღწია, როცა "გაბალამ" პირველი გოლი გაიტანა - ქართველ ჟურნალისტებს წყალი გადმოგვასხეს. იქვე იყო "გაბალას" მზარეული, რომელმაც წყალი ბოთლებით მოიტანა - კიდევ დაასხით მაგათო...

კონფლიქტს, ხელით შეხებას უკვე აღარაფერი აკლდა, როცა დინამოელები ჩვენ შორის ჩადგნენ და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად განმუხტეს მდგომარეობა...

მატჩის დასრულების შემდეგ ისე გაგვარიდეს სტადიონს, ტერორისტებისგან თავდახსნილი მძევლები რომ გაჰყავთ. "დინამოს" ქომაგების ავტობუსი კი დაზიანდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "გაბალას", დიდი ალბათობით, ბაქოში ათამაშებენ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, გამოძიებულ იქნას ამ ორი თამაშისას მომხდარი ინციდენტები (შარშანდელი "ნეფთჩი"-"ჩიხურაც" არ დაგვავიწყდეს) და გაირკვეს, ვის აწყობს ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა.

რა თქმა უნდა, ეს შესაბამისი სამსახურების კომპეტენციაა, ჩვენი მხრივ კი, არ გამოვრიცხავთ, ეს ყველაფერი მესამე ძალის მიერ იყოს ინსპირირებულ-წახალისებული...

თამაში

რა თქმა უნდა, "დინამომ" ვერ აჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან ველოდით. გია გეგუჩაძის გუნდი შებოჭილი ჩანდა. სასტარტო შემადგენლობაში ორი გამოკვეთილი ფორვარდის ყოფნის მიუხედავად, მატჩის მეტი წილი ქართულმა გუნდმა "მეორე ნომრად" ითამაშა.

"გაბალას" ჰქონდა ბურთიც და მომენტებიც, მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა მაინც შეიძლებოდა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში თბილისელებმა თამაში გაათანაბრეს და იმ დღეს კარგად გამრჯე ლიბორ ჰრდლიჩკას კართან დაძაბულობამაც იკლო.

სწორედ ამ დროს ჩაერია თამაშის მსვლელობაში ფრანგი არბიტრი. თავი დავანებოთ გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაითვალა. აქ ვგულისხმობთ ლაშა თოთაძის გაძევებას. ჩემი აზრია - იმ ეპიზოდში "დინამოს" მცველი ყვითელ ბარათს იმსახურებდა და არა - წითელს.

ასეა თუ ისე, ამ "დინამოს" მომავალი აქვს. მთავარია, შენარჩუნდეს ძირითადი ბირთვი და გაძლიერდეს რამდენიმე პოზიცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

temo
აზერები გადავიმტერეთ და აიღეს რევანშიც და ეს სწორიც იყო მაგათი მხრიდან რადგან პრობლემა ჯერ ჩვენში ვეძიოთ! ხოლო რაც შეეხება თურქებს არავის დავიწყებია ჩიხურას გაკეთებული და იმ მუმლაძესი თავი რო იგროკი ჰგონია! და თუ ოდესმე ბურსას რომელიმე ქართული გუნდი შეხვდა აი მაშინ გვეშინოდეს დამარხავენ ყველაფერს ქართულს სტადიონზე და ამის ღირსიც ვაართ ნამდვილად
gizo
მე მნცზქერქრტყ6პ 9პრ1
jiji
თოთაძე გასაგდები იყო, წიხლი მიაყოლა ვარდნის მერე, რაც შეეხება ინციდენტებს, კი, აზერები ძალიან ცუდად მოიქცნენ მაგრამ ჯერ ჩვენს თავს მოვკითხოთ, უამრავი ადამიანი შეესწრო აკაკის ძეგლთან როგორ გაიგდეს აზერი გულშემატკივრები, ხოდა სანამ ჩვენ არ გადავეჩვევით ასეთ საქციელებს იქამდე სხვას ნუ მოვკითხავთ
დათო
გასაგდებიც იყო და ცხვირ-პირიც გვქონდა დასმტვრევი. ამ ჯურნალისტს ესე გამოსდის, კი ჩვენ შევურაცვყვეთ აზარბაიჯანის სიმბოლოები, გულშემატკივრები გავლახეთ, მაგრამ იმათ ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ობიექტურები იყავით. ტაც ფეხბურთია ის ჯრნალისტიცაა. და რაც ქვეყანა ისთივე ჯურნალისტები არიან,ენის არ მცოდნე. ლაპარაკი და წერა არ იციან
ფირალი
ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ქომაგები, რომლებიც აქ კომენტარებს დებენ ძალიან ღირსეული,ობიექტური და კარგი გულშემატკივრები არიან... და არა მარტო გულშემატკივრები ღირსეული ქართველები. გაგიმარჯოს ზურაბ, გიო, სერგო მებო, იბერია და დავე !!!!!!!!!!
patikoo11@mail.ru
ავტორ,არა გრცხვენია რაებს წერ.გასაგდები კი არა მეტის ღირსი იყო თოთაძე, არასპორტული საქციელისთვის. ქართველი მსაჯები: კვარაცხელია, სილაგავა და ... ძმანი მისნი არ გააგდებდნენ,იმიტომ რომ სასათფურე პირობებში ყავთ ვითომ "ფლაგმანი". სირცხვილია...
dave
ბატონო ალეკო, რას ბრძანებთ, თოთაძე ყვითელსაც არ იმსახურებდა :)))ღიად უნდა ითქვას, თოთაძე მოიქცა არასპორტულად და გაშლილი ფეხებით ვარდნის მერე, წიხლიც მიაყოლა, რაც ნათლად გამოჩნდა გამეორებაზე და თუ არ გინახავთ გთხოვთ უყუროთ !!! გასაძევებელი იყო რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროას, ხოლო თოთაძეს გარდა მონმავალ წელს მატჩის გამოტოვებისა გუნდამც უნდა დააკისროს ჯარიმა !!!
იბერია
ყვითელი კი არა წითელი ეკუთვნოდა-წიხლი უთავაზა ... ერთი სომხებს რო ვეთამაშოთ მაშინ გამოფინეთ მიტაცებული სამშვილდის დროშები..თუ ბიძინამ არაო..
mebo
გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რომ რაც თბილისსა და გაბალაში მოხდა, უპირველეს ყოვლისა ქართველი ულტრასების დამსახურებაა. კიდევ უფრო ბევრ არასასიამოვნო სოირპრიზებს უნდა ელოდოთ მათგან, რადგან არავინ სჯის მათ ასეთი ქმედებებისთვის. აზერები ხომ გადაგამტერეს, ახლა სომხებს, მერე ქურქებს გადაგამტერებენ და საბოლოოდ ვინ დარჩება მოგებული, მერე არჩიეთ. ე.წ. ქართველი "ქომაგები" თავინთ თავზე დაკისრებულ დავალებს, პინათლად ასრულებენ. მათ ქმედებას არაფერი აქვს საერთო ფეხბურთთან. ისინი მე სხვა სპორტულ შეჯიბრზეც მინახავს ანალოგიური პლაკატებით.
sergo
zurab, აბსოლიტურად გეტანხმები. თოთაძე გასაგდები იყო არა სატამასო ეპოზოდის გამო, არამედ არასპორტული ქმედების გამო. დაიგრძელა ზალიან ფეხი. ყველაზე ბებერი (იასკას თუ არ ჩავთვლით), ყველაზე ბრიყვად მოიქცა.
გიო
მე არ ვიცი რა მოხდა გაბალაში, თუმცა ვიცი, რომ თბილისური ინციდენტის არგამოძიება ბევრ კითხვას ბადებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. რუსი ბაიკერების დროშებს და ლენტებს ხომ კარგად იცავდნენ? რა გახდა იმ აზერბაიჯანელების დაცვა, ან თუნდაც დამნაშავეების მოძებნა და დასჯა? ამ სტატიით ეს ჟურნალისტი კიდევ უფრო ამწვავებს ჩვენს ხალხს შორის უღტერთობას. აშკარად ამწვავებს (ჩვენ კი დავაშავეთ, მაგრამ აზერები ბევრად უარესები არიანო, აი ასეთი მესიჯი იკითხება, არც მეტი და არც ნაკლები! რაც შემგომი აგრესიის საფუძველი შეიძლება გახდეს). მეორე - რა მომავალი აქვს ამ ფორმაციის დინამოს, თუ ძმა ხარ! ვიღაც გაბალა 2 საათის განმავლობაში რომ გადაგირბენს და 3-4 პასის გაკეთების საშუალებას რომ არ მოგცემს!...
zurab
როგორც მოველოდით, ისე წერს პატივცემული ჟურნალისტი. თოთაძემ განმეორებით რომ ჩააზილა წიხლი, ამას რატომ მალავ?
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
"დინამომ", "ჩიხურამ" და "დილამ" იოლად მოიგეს, ლანჩხუთის "გურია" დამარცხდა
"ზესტაფონმა" შინ "მეტალურგს" მოუგო, "დილამ" - "ტორპედოს" [VIDEO]
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით