უეფას ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
მიუხედავად იმისა, რომ ევროპალიგაზე ხელი მოგვეცარა, გულშემატკივრები "დილას" მაინც გარკვეულ იმედებს უკავშირებენ.

გორელებმა ნაყოფიერი შეკრება გაიარეს ჯერ თურქეთში და მერე ბელგრადში. გუნდი 8 ახალი ფეხბურთელით შეეგება ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს, თან ახალწვეულთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ყოფილი თუ მოქმედი წევრია.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე უჩა სოსიაშვილმა თქვა, რომ "დილასთვის" ბელგრადში არწაგება კარგი შედეგი იქნებოდა. ამიტომ არ იყო გასაკვირი, რომ გორელთა თავკაცმა შედარებით ფრთხილი განლაგება აირჩია. ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ოთარ მარცვალაძე დააყენა და თადარიგში დატოვა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე.

რაც შეეხება "პარტიზანს", სერბული გრანდის ძირითადში ორი ახალწვეული-ლეგიონერი, კამერუნელი უმარუ და ბულგარელი ვალერი ბოჟინოვი ვიხილეთ, ხოლო ბრაზილიელმა გამთამაშებელმა ფაბრიციომ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

...როგორც მოსალოდნელი იყო, სერბებმა აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს. უკვე მე-5 წუთზე, უმარუს გადაცემის შემდეგ, ბრასანაჩმა დაარტყა თავით. გადავრჩით.

მოწინააღმდეგის ნახევარზე "დილა" იშვიათად ჩანდა. მე-9 წუთზე, მასპინძელ მცველთა შეცდომის შემდეგ, ოთარ მარცვალაძემ წამოიწყო სწრაფი შეტევა და თითქოს საგოლე მომენტიც უნდა შექმნილიყო, თუმცა სერბმა მცველმა მას იოლად აართვა ბურთი.

ამას ისევ "პარტიზანის" იერიშები მოჰყვა. გორელთა ჩანაფიქრი ნათელი ხდება - მარცვალაძე მეტოქის ნახევარზე პარტნიორთა გრძელ გადაცემებს უნდა ჩაუსაფრდეს და ხიფათი შექმნას. ოთარი ცდილობს, თუმცა ხშირად რამდენიმე მცველის ალყაშია...

"პარტიზანმა" სწრაფი გოლი ვერ გაიტანა და ოდნავ მოეშვა. აქვე, ისევ მარცვალაძეს ეძლევა კარგი შანსი, თითქმის დასარტყმელ პოზიციაზეა, მაგრამ ზედმეტ მოძრაობას აკეთებს და მცველი ბურთს კუთხურზე იგერიებს. "დილას" ერთადერთი ფორვარდი აშკარად ყველაზე აქტიურია გორელთა შემადგენლობაში...

შემდეგ სერბები ისევ გამოცოცხლდნენ და რამდენიმე სახიფათო იერიში მიიტანეს ოლეკსეი შევჩენკოს კარზე. უკრაინელი გოლკიპერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მშვენივრად გაუმკლავდა ნინკოვიჩისა და სერბთა შემადგენლობაში ყველაზე აქტიური (ბრასანაჩთან ერთად) პეტროვიჩის დარტყმებს.

ისევ "პარტიზანის" იერიშების ახალი ტალღა. ჯერ ბრასანაჩი ურტყამს ძალიან სახიფათოდ და ბურთი მცირე მანძილით სცდება შევჩენკოს კარს, მერე კი უმარუ გადის სწრაფად მაღალ ბურთზე, ასწრებს მცველს, თუმცა არაზუსტად ურტყამს.

და მაინც, რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ "დილამ" ოდნავ მოუმატა, გატანა შეიძლება. მასპინძლებს სათამაშო კლასი აშკარად აკლიათ და ძირითადად, საშინაო კედლების ფაქტორით "გვაწვებიან". აშკარად ჩანს - როცა "პარტიზანი" დიდი ძალებით უტევს, ზონები თავისუფლდება...

42-ე წუთზე დავით ხურცილავა მარჯვენა ფლანგიდან შედის მეტოქის საჯარიმოში. ძალიან ხელსაყრელი სიტუაციაა, მაგრამ გორელთა მცველი ჩაწოდებას აგვიანებს, "პარტიზანის" ერთ-ერთი უკანახაზელი კი რისკის ფასად, ვარდნაში არიდებს საფრთხეს საკუთარ კარს. რთული სათქმელია, იყო თუ არა კონტაქტი.

პირველ ტაიმში სერბთა იერიშები, ძირითადად, "დილას" მარჯვენა ფლანგზე მოდიოდა, სადაც ხურცილავა იდგა.

გორელები ყველა ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ისინი გერმანელ არბიტრსაც შემოსწყრნენ - სერბმა მცველმა კონტრშეტევაზე დაგეშილი მარცვალაძე დაიჭირა, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა...

"პარტიზანმა" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა უმარუ, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. 54-ე წუთზე კი აშკარად გადავრჩით. ნინკოვიჩის მიერ ძალიან შორიდან დარტყმული ბურთი შევჩენკომ ვერ დაიჭირა და ხიფათი დავით კვირკველიამ განმუხტა.

"პარტიზანი" ჩვენს მარჯვენა ფლანგს არ დაეხსნა. ბრასანაჩმა ხურცილავა მოატყუა და ჩააწოდა - ცენტრალურმა მცველებმა იმარჯვეს. 61-ე წუთზე იგივე ბრასანაჩი (უდავოდ, მატჩის პრიმა) მცველის მოგერიებულ ბურთს მახვილი კუთხიდან ურტყამს და "დილას" ხარიხა ეხმარება.

63-ე წუთი: ნინკოვიჩის ჩაწოდება და ისევ ყველგანმყოფი ბრასანაჩის თავური. შევჩენკო ურთულეს ბურთს იგერიებს. კიდევ ერთხელ გადავრჩით. რაც დრო გადის, სერბთა შეტევები სულ უფრო ძლიერდება.

70-ე წუთზე "დილამაც" გამოიდო თავი - სამსვლიანი ეფექტური კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გადის მარცვალაძე, თუმცა... გამოცდილი შემტევი რატომღაც დარტყმას აგვიანებს. იქვე ბრასანაჩი შევჩენკოსთან პირისპირ გადის, მაგრამ კუთხე მახვილია და უკრაინელი კიპერი გუნდის გადარჩენას ახერხებს.

მალევე, სერბთა დამრიგებელს მინდორზე საშა ილიჩი შეჰყავს - გუნდის ვეტერანი კაპიტანი და ლიდერი. ეს ზორან მილინკოვიჩის ერთ-ერთი ბოლო კოზირია...

83-ე წუთზე გერმანელი მსაჯი მეორე ყვითელი ბარათის გამო მინდვრიდან აძევებს გუგა ფალავანდიშვილს და ინიშნება უაღრესად სახიფათო ჯარიმა დაახლოებით 18 მეტრიდან. ბაბოვიჩი ზუსტად ურტყამს და ხსნის კიდეც ანგარიშს. შევჩენკო უძლური აღმოჩნდა.

დარჩენილ დროში "პარტიზანი" გამუდმებით უტევს. მატჩის მიწურულს სერბები ჩვენს საჯარიმოში, კარიდან დაახლოებით 5-6 მეტრში, ოდნავ მახვილი კუთხიდან, თავისუფალი დარტყმის უფლებას იღებენ - მეკარე შევჩენკომ ბურთი ხელში აიღო, მერე დააგდო, ფეხით გაითამაშა და კვლავ ხელში აიღო, რაც წესის დარღვევაა...

თუმცა შევჩენკო შეცდომას თავადვე ასწორებს, თორემ 0:2 "დილას", ფაქტობრივად, უშანსოდ დატოვებდა.

ასე კი, ყველაფერი გორში გაირკვევა. შანსი არის. დიდი ალბათობით, "პარტიზანი" აქ ისეთი ვერ იქნება, როგორიც საკუთარ კედლებში იყო. არადა, გუშინ არწაგებაც შეიძლებოდა...

მატჩის შემდეგ:

უჩა სოსიაშვილი: გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ!

უეფას ჩემიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

14.07. ბელგრადი. "პარტიზან სთედიუმი". 15 000 მაყურებელი

პარტიზანი-დილა 1:0

გოლი: 1:0 ბაბოვიჩი (84)

პარტიზანი (4-1-4-1): ზ. ჟივკოვიჩი - ვულიჩევიჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, ჟევტოვიჩი - პეტროვიჩი - უმარუ (60. ა. ჟივკოვიჩი), ბრასანაჩი, ბაბოვიჩი, ნინკოვიჩი (72. ილიჩი) - ბოჟინოვი (77. საპონიჩი).

სათადარიგოები: კლიაიჩი, ბოგოსავაცი, ლუკიჩი, ოსტოიჩი.

მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი

დილა (4-5-1): შევჩენკო - ხურცილავა, პაპავა, კვახაძე, კვირკველია - ფალავანდიშვილი, რაზმაძე, გვალია, ილურიძე (90. ღონღაძე), ნავალოვსკი - მარცვალაძე (82. ძარია).

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, მოდებაძე, კვირკვია, ერისთავი, ბაგაევი.

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: პაპავა (5), მარცვალაძე (56), ფალავანდიშვილი (65), კვირკველია (90)

გაძევება: ფალავანდიშვილი (83)

არბიტრი: ბ. დანკერტი (გერმანია)

სტატისტიკა

21 კარში დარტყმა 1

9 ზუსტი დარტყმა 0

14 კუთხური 1

2 თამაშგარე 3

6 ჯარიმა 18

66% ბურთის ფლობა 34%

სხვა მატჩები

ვენტსპილსი (ლატვია)-ჰიკ (ფინეთი) 1:3

აპოელ (კვიპროსი)-ვარდარი (მაკედონია) 0:0

მიდტიულანდი (დანია)-ლინკოლნი (გიბრალტარი) 1:0

ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-მილსამი (მოლდოვა) 0:1

ჰიბერნიანსი (მალტა)-მაკაბი (თ-ა, ისრაელი) 2:1

მიოლდე (ნორვეგია)-პიუნიკი (სომხეთი) 5:0

შკენდერბეუ (ალბანეთი)-კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია) 4:1

ნიუ სეინთსი (უელსი)-ვიდეოტონი (უნგრეთი) 0:1

მარიბორი (სლოვენია)-ასტანა (ყაზახეთი) 1:0

ტრენჩინი (სლოვაკეთი)-სტიაუა (რუმინეთი) 0:2

სარაევო (ბოსნია)-ლეხი (პოლონეთი) 0:2

დღეს

ყარაბაღი (აზერბაიჯანი)-რუდარი (ჩერნოგორია)

ბატე (ბელარუსი)-დანდალკი (ირლანდია)

მალმიო (შვედეთი)-ჟალგირისი (ლიტვა)

სელტიკი (შოტლანდია)-სტიარნანი (ისლანდია)

დინამო (ხორვატია)-ფოლა (ლუქსემბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dato
ძმაკაცობა ნათესაობა რესტორანშოი , მოედანზე-ძლიერი პროPესიონალები
Dato
მომენტები ვნახე , ეპიზოდებზე კომენტარს არ გავაკეტებ, ტუმცა იყო ბევრი შეცდომა. ზოგადად ასეთ ორთაბრძოლებში 1-0 არასავხარბიელოა. ასეთ დაძაბული ტამაშის პონზე შემდეგ ეტაპზე გასვლა საეწჭვო ამბავია თუნცა რათქმაუნდა ვუგულსჰემატკივრებ დილას, რაც შეეხება ზოგადად პეხბურტს ცჰვენტან ,ის ცოტახანში აგარ იქნება. ამიტო საჭიროა გეგმაზომიერი მუშაობა, კლუბებისტვის ინვესტორების მოზიება, ასევე ბავშვტა პეხბურთში. ვპიქრობ პედერაციიდან სიჭინავა არველაზეები უნდა წავიდნენ რადგან ვპიქრობ ნაკლებად არიან დაინტერესებული პეხბურთის განვითარებით. ისინი უPრო გრანტების ატვისებაზე არიან. კობიაშვილი და ყაველაშვილი უპრო სწორად მიუდგებიან საქმეს.ზოგადად ცჰვენში უნა დამთავრდეს ნეპოტიზმი. მე მაგალთად ასე მოვიქცეოდი ტორემ ძმაკაცურ ნათესაურით საქმე არ გამოდის Pეხბურთში. ძმაკაცი - რერესტორანში მოედანზე პროPესიონალები
savle kakafidze
დღესაც არველაძე, რჩება ჩემთვის ყველაზე მაგარი საფეხბურთო გვარი. შოთა ხომ საერთოდ ჩემი დროის ყველაზე მაგარი და უსაყვარლესი ფეხბურთელია. ამ ოხერ დომენტას გაემიჯნონ არ შეიძლება, და მოვიდნენ ახლები, ახალი თანამედროვე ნოვაციებით. ყველა სოფლის გუნდი (გაბალა) გვიგებს უკვე. თავმოყვარეობა გულშემატკივარს რომ აქვს ისეთი არ გენახოთ, ცალკე ფეხბურთელებიც ცოდონი არიან. დაიცავი რა ფეხბურთი ან ცადი, ნუღარ ეპოტინები ამ სკამს ... გაიგე დომენტ?
mussa
ნახევარი ევროპა მოიარეს მარცვალაძემ და ილურიძემ რომ რამე კიდევ შეეძლოთ გორში ჩამოვიდოდნენ? დადებითი რაც ვნახე ბევრი ჩაუჭრეს მაგრამ შედეგი(((
ქომაგი
თითქოს 1-0 წაგებე დიდი უბედურება არ უნდა იყოს, მაგრამ მე პოზიტიური ვერაფელი დავინახე დილას თამაშში. (ვერც ერთი ნორმალური კონტრშეტევა ვერ განვარხოციელეთ, პასებში დიდი შეცდომები იყო, ბურთის შენარჩუნებაზე აღარაფელს ვამბობ) იმედია აქ სხვა დილას ვნახავთ, უფრო ორგანიზებულს და შემტევს. წარმატებები დილას!
luk
Roca me toqe shenze magaria very ebrdzvi da igeb yvitels an witsels,more yvitels at imsaxurebda tumca eg sxva temaa,marcvaladzes pirvelive taimshi shevcvlidi,tipi portxialobda,iliridze iseti vegaraa ragac,naglad unda etamasho a set gundebs,diaxac burti unda daichiro,gaagijo gadario chkuidan sheshalo,aba bodishebit da mobrdzanit batonoti a set funds ki ara vercerts ver mougeb, taktika swori iyo magram shetevashi wasvlis eshinoda icodnen to mere ukan sivrce ikneboda shesavsebi da Magi's tr.... Ar eknebodat. Realoba asetia dila gava tu tavxedurad itamashebs,an gaumartlebs ert gols gaitans da penlebshi wava.
guldawyvetili
ჯერ ერთი სირცხვილი და უკვე მერამდენედაა როცა პირველი არხი არ აჩვენებს ასეთ მნიშვნელოვან თამაშს,მეორე და კიდე კარგი რომ არ აჩვენეს და შედარებით ცოტას მოუშალეს ნერვები ისედაც ნერვებმოშლილ და ჩვენი ფედერაციის გადამკიდე გულმოკლულ ხალხს,რაც გუშინ ვუყურე ეს იყო კიდევ ერთი შედეგი ჩვენი განადგურებული ფეხბურთის და ვიღას დავაბრალო ეს ყველაფერი აღარ ვიცი...ჩვენმა ფეხბურთის ფედერაციამ 20 გუნდიანი ჩემპიონატი გააკეთოს,ზესტაფონისნაირი გუნდი მოხსნან გათამაშებიდან და შემდეგ წელს ბირკირკირაც კი დაძლევს ქართული გუნდების ბარიერს.შეიცვალოს პირველ რიგში ფედერაცია...
Temo
რაო კრახაბურებო ბოროტი არ ვარ მაგრამ აი საშინელი რეალისტი ნაღდად ვარ თქვენ ფეხბურთში ფულის ჩადება არ გინდათ და შედეგი კი გინდათ მაგიტომაც ვერ იგებთ გაკეთეთ ერთი გუნდი ანუ ამოირჩიეთ ერთი გუნდი და მას მიაყარეთ ფულები ჩამოიყვანეთ ბრაზილიდან არგენტინიდან საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩამოიყვანეთ 3 ნომრად მოთამაშები და აუცილებლად შედეგსაც მიაღწევთ თქვენ ეს არ გინდათ ის არ გინდათ და ყველას გინდათ მოუგოთ????ცოტა ტვინი განძრიეთ მერე ეს არველაძები და სიჭინავა ტუ ვინ ჯანდაბა ყველა გამოყარეთ გარეთ თორემ არაფერი გამოვა
jangos
მთლიანობაში, ბოლო საკვალიფიკაციო 7 თამაშიდან 6-ში კაცი გაგვიგდეს. მოკლედ მაგარი უდისციპლინობაა მეგობარო, ალბათ ხასიათშიც გვიზის უკვე. მე სხვა აზრი ვერ გამოვიტანე
jango
ისევ ქართული უხიაგობის და უდისციპლინობის ერთი დამატებითი გამოვლინება. 4 ყვითელი და გაძევება,სერბებს კი არცერთი შენიშვნა. რა ქნას სოსიაშვილმა და მწვრთნელებმა? აიყვანონ დისციპლინირებულები და არა ნერვებმოშლილები!
gio
დაუკვირდით, რამდენი მომენტი გააფუჭეს ჩვენმა თავდამსხმელებმა, და არა იმიტომ, რომ მცველები თამაშობდნენ სასწაულად კარგად, არამედ იმიტომ, რომ გადამწყვეტ მომენტში გამუდმებით უაზრო შეცდომებს უშვებდნენ, თითქოს ერიდებოდათ გოლის გატანა. და ეს ყველა ქართულ გუნდს ემართებოდა. რაღაც ფსიქოლოგიურ პრობლემაშია საქმე, რაც სასწრაფოდ გამოსწორებას მოითხოვს!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
განდრეი პოტავცევი: პირდაპირ ვამბობ, რომ "გურიაში" ჩამოსვლის მიზეზი ესაა...
გორის "დილას" კარს უზბეკეთში ცნობილი მეკარე დაიცავს
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
უმაღლესი ლიგა. სექტემბრის ლაურეატები: "დილას" თვე!
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში... უჩა სოსიაშვილი დუმილს არღვევს
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა