რუსეთის ნაკრების ქართველმა ნახევარმცველმა ნახევარფინალში ბერძნების განადგურებაში წვლილი შეიტანა
რუსეთის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის რიგებშიც ამ ქვეყნის მოქალაქე გიორგი მელქაძე თამაშობს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ტურნირის ნახევარფინალში, რომელსაც საბერძნეთი მასპინძლობს, რუსმა ჭაბუკებმა მასპინძელთა ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ გოლში უდიდესი წვლილი სწორედ მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა.

16 ივლისს გამართულ შეხვედრაში მელქაძე სათადარიგო იყო და თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, შვიდ წუთში კი ჯერ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტით ანგარიში 3:0 გახდა, შემდეგ კი მის მოწოდებულ საჯარიმოს მოჰყვა მეოთხე გოლი ბერძენთა კარში.

რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის ფინალურ მატჩში ესპანელ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 ივლისს, ქალაქ კატერინში გაიმართება.

რაც შეეხება 18 წლის ქართველ ნახევარმცველს, გიორგი მოსკოვის "სპარტაკი 2"-ის ფეხბურთელია, თუმცა გასულ სეზონში მან მთავარ გუნდშიც ითამაშა.

Tato
ნუ წერთ ვის რაში აინტერსებს რუსების წარმატება
zura
რა მოწვევა რის მოწვევა რუსული საფეხბურტო სკოლის დედა ვატირე
Мелкадзе россиянин
რუს ფეხბურთელ მელქაძეს რატომ მოიხსენიებთ ''ქართველად'' გაუგებარია, თუ მაინცდამაინც გინდათ ხაზი გაუსვათ მის ქართულ წარმომავლობას დაწერეთ ''ქართული ფესვების მქონე '' რუსი ფეხბურთელი , დაუძახო რუსეთში გაზრდილ და დაბადებულ ბიჭს რომელსაც საქართველოსთან არაფერი აკავშირებს ქართველი ეს იგივეა რომ რუსმა ჟურნალისტებმა დაწერონ შკინინზე ან კაკოვინზე რუსი მორაგბეები არიანო
GEO
კარგი და სასიხარულოა გიორგი მელქაძის წარმატება მაგრამ რაზე ფიქრობენ და მუშაობნენ ჩვენს ფეხბურთის ფედერაციაში? რატომ არ მოხერხდა მელქაძის საქართველოს ნაკრებში მოწვევა? სად გვყვავს დასაკარგი ფეხბურთელები?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა