გიორგი ნავალოვსკი: "ბეილს ჩემი დასაცინი რა სჭირს?! ასეთი სისულელე, რაც დამიწერეს, არც მიფიქრია"

როგორც კი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები (უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია, მოლდოვა) გაირკვა, ჩვეულებრივ, ამას ათასგვარი გამოხმაურება და შეფასება მოჰყვა - ზოგი იმედიანი, ზოგიც პესიმისტური...

თუმცა ყურს მოხვდა გიორგი ნავალოვსკის "ფეისბუქის" გვერდიდან მოხმობილი სტატუსი - "ვინ ჩემი ფეხებია ბეილი?! მაგათ აუცილებლად მოვუგებთ!"

ამასთან დაკავშირებით, ნავალოსკი "ლელოს" დაუკავშირდა და კომენტარის გამოქვეყნება გვთხოვა.

"ფეისბუქზე" ჩემი გვერდი დიდი ხნის წინათ გავაუქმე. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახელით ვიღაცამ გვერდი გახსნა.

დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ ამ სტატუსებს მე ვაქვეყნებ და ახლახან, ამაზე წერილიც დაწერეს. თითქოს, მე ბოდიშს ვიხდიდი გორელ გულშემატკივართან, ახლა კი, ჩემი სახელით ვიღაც წერს, თურმე მითქვამს - ბეილი ვინ ჩემი ფეხებიაო!

მოწინააღმდეგეს პატივს რომც არ ვცემდე, ამის გამჟღავნებას ყოველთვის ვერიდები - ფეხბურთელზე ცუდის თქმა არ მიყვარს.

ბეილი უელსის ნაკრებისა და "რეალის" ვარსკვლავია, ჩემი შესაფასებელი არაფერი სჭირს. ასეთი სისულელე, რაც დამიწერეს, არც მიფიქრია", - გვითხრა ნავალოვსკიმ.

ეროვნული ნაკრების მცველს გორში მომხდარ ინციდენტზეც ვკითხეთ:

"სხვათა შორის, ჩემი სახელით გაკეთებულ "ფეისბუქის" გვერდზე ეწერა, თითქოს გორელ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადე. ყველამ იცით, სტადიონზე რაც მოხდა.

რატომღაც, ჩათვალეს, რომ გორელ გულშემატკივრებს ვაგინებდი, მაგრამ ეს ტყუილია. ფანკლუბის წევრები "დილას" გვერდში დგანან და მათზე ენა როგორ მომიტრიალდება?! ან გორელებზე, სადაც მხოლოდ კარგ დამოკიდებულებას ვგრძნობ.

რეალურად, იცით, რა მოხდა? მეორე ტაიმში, ჩემი ფლანგის მხარეს, ტრიბუნიდან, ვიღაც ბოლო ხმით დედას იგინებოდა. ეს რამდენჯერმე განმეორდა. მეგონა, სერბებს აგინებდა. ვიფიქრე, რაღა იმათ აგინებს, ჩვენ გვიქომაგოს-მეთქი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვიყვიროდა - მარცვალაძე გაინძერი, ნავალოვსკი შენი ასე და ისე და ასე შემდეგ. ტრიბუნასთან ახლოს ოთარ მარცვალაძე აღმოჩნდა. მას დედა გარდაცვლილი ჰყავს და თავი ვერ შეიკავა.

დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]

მესმის, არ უნდა ავყოლოდით, მაგრამ გამწარებული ვიყავი რომ ვაგებდით და დედის გინებაზე ემოციები ვეღარ შევიკავე.

ფეხბურთს რომ ვთამაშობ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერს მოვითმენ. ქართველობის გამო, რუსეთში ბევრი უსიამოვნება გადამიტანია. ვიცოდი, დამსჯიდნენ, მაგრამ ამის შიშით ღირსებას ვერ დავკარგავდი. ახლაც იმავეს ვიტყვი.

მამის ტოლი კაცი სტადიონზე საგინებლად რომ მოდიხარ, ესე იგი, ფეხბურთი არ გიყვარს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviad
Gინება კი მართლაც მიუღებელია ,მაგრამ ეს დალოცვილი ფეხბურთელებიც ისე იქცევიან რო შეიძლება ძაან გაბრაზდე და თავი ვერ შეიკავო,თუმცა მთელი თამაში იდგე და აგინო მაგის უფლება ვინ მოგცა?!
ასაკოვანი კაცი
ვინც აგინა ფეხბურთელებს/საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას/ ის კაცი უნდა გასამართლდეს ხულიგნობის მუხლით,ის არაკაცია.პოლიციამ მშვენივრად იცის მისი ვინაობა.უნდა ჩაავლოს ხელი და საქმე ბოლომდის მიიყვანოს.რატომ არ აკეთებენ ამას. რა ვიცი მე ავტომანქანით მოძრაობისას,ვითომდა მოძრაობის წესების დარღვევისთვის/არ დამირღვევია /პატრულმა უსამართლოდ დამაჯარიმა 50 ლარით/ამომიწერა ქვითარი/ და ამაზე გაბრაზებულმა ვუთხარი "არაკაცი ხარ მეთქი".ამის გულისთვის/მეტი არაფერი მიკადრებია/ მან დამატებით გამაფორმა წვრილმან ხულიგნობაზე და დაუმორჩილობაზე.სასამართლომ მისი ნათქვამი გაიზიარა და ჩემი არა,სულ დავჯარიმდი 400 ლარით. ეს დანაშაული იყო და სტადიონზე მისამართით გინება არაფერია? საეჭვოა...
ia
თქვენზე წარმატებულებმა თქვენც უნდა გაგინონ?.ვინც მაგინებლებს აქეზებ თ თქვენ რას წარმოადგენტ?
guro
jango xar tu v jingo erti adgili daayene da yvelas ertnairad nu afeseb. samtredishi fexburtelebs afeseben.shen saqmes mixede
jango
ნავალოვსკის! გიორგი იდიოტები ყველგან არიან,განსაკუთრებით მათი ოდენობა ქართველ "გულშემატკივრებში" სწაფად მატულობს. სამტრედიაში არის მთელი ბატალიონი "ბალელშიკების" ყველას და ყველაფერს ... რომ უტრიალებს.ისინი არცერთ მატჩს არ გამოტოვებენ და იდიოტებივით მატჩის დაწყებიდან ბოლო წუთამდე მთელის ხმით ასწავლიან ფეხბურთელებს თუ ვინ რა ქნას,თუ რაიმე არ მოეწონათ იწყება გინების კორიანტელი,განსაკუთრებით მსაჯებისა და მეტოქე კლუბის მიმართ. ალბათ ამიტომაცაა რომ ტრიბუნების ტევადობას რომ არ ზრდიან, რომ მეტი მაგინებელი არ მოვიდეს სტადიონზე... ვაიმე რა დღეში ზხარ ქართულო ფეხბურთოოო....
aleqsi
.. რა გამოლევს, არ უნდა აყვეთ ჯიგრები ხართ ნავალ. მარცვალ და ყველა. ფეხბურთელის შრომა რო იცოდნენ ვინ შეგაგინებდა ს... მეტი
gori
მე გორელი ვარ და სტადიონზეც გახლდით 40 გრადუს სიცხეში,თანაც თბილისიდან სამსახურში დავეთხოვე და წავედი საქომაგოდ,,,ის ვინც ნავალას და მარცვალას აგინა, მაგარი ჩაისვაა როცა მტელმა ტრიბუნამ დაგმო მისი საქციელი, და აქეთ დაუწყეს გინება ნავალოვსკი კი შეზახილებით გავამხნევედ...დარწმუნებული ვარ მაგ ადამიანს დიდი ფეხბურთი კიარა სტადიონზე პირველად იკო საერთოდ,,,და ერთი უგუნური ადამიანის ქმედება არ ნიშნავს იმას რო გორში კულტურა არარსებობს და ფეხბურტელებს პატივს არ ცემენ,,დამერწმუნეთ პირიქითაა ყველაფერი ...გორის დილა და ფეხბურთელები ყველა გორელი გუშემატკივრის გულშია..დილა მარადჯამს..
berry
qalbatono mancho goreli xart? tu rato icavt im "vigacas"?? gulshematkivroba ginebashi ro ar gamoixateba xom unda xvdebodes magdesn. bichems cda ar daukliat da gverdshi dgomis nacvlad gineba dauwyes, mere kide shedegze aqvt pretenzia. unda gasiliyo dilao, darwmunebuli var im kacma arc icoda partizanis shesaxeb, stadionzec saqilikod iyo misuli...egetebs ro martla stkioddes qartuli fexburti ginebas nagdad ar daiwyebda.
papa
გულშემატკივრობა საკუთარი ფეხბურთელების გინება არ არის. თუ რამე კონკრეტული პრეტენზიები გაქვს კონკრეტულ ფეხბურთელებთან მიდით და შეხვდით კლუბის ბაზაზე და გაარჩიეთ. ქართული ფეხბურთი არის ლომის უკანალში და ეხლა ჩვენს ნაკრებს რაც არ უნდა აგინო გერმანიას ვერ მოუგებს.
Beka
მანჩო რაც არ იცით ნუ ლაპრაკობთ !! ხო გორის დილაში დიდი ფული იჭრებაა :დდდ ვაი რა გეშველებათ ამ შორიდან პროფესორებს :დდ ერთი თქვენი შვილს გაუკეთონ ეგრე როგორ გესიამოვნებათ
დიტო
mancho: და საკუთარ ფეხბურთელზე გინებით რას აკეთებ ჰა ?? დაბრუნდება ისევ ისეთი ფეხბურთი როგორიც ადრე იყო?? ან მერე რა რომ უნახია ყოველთვის მაღალ დონეზე ხომ არ იქნებოდა ფეხბურთი არ უნდა წავიდეს რას აგინებს ფეხბურთელს რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს. ამით მათ გორში მეორედ ჩამოსვლის სურვილს უკარგავთ
მანჩო
მამის ტოლა კაცს უნახია შესანიშნავი ფეხბურთი რომელიც დღევანდელ ვაი ფეხბურთელებს არ დაესიზმრებათ და გული სტკივა, რომ ფეხბურთი მოკლეს, რომ ფეხბურთი მავანისა და მავანის ხელში ფულის კეთების საშუალებად გადააქციეს, ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ თუ ვინმე გემრიელად შეგიკურთხავთ!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ნიგერიას 2018 წლის მუნდიალზე არ დაუშვებენ?
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
[დღის ინტერვიუ] "თუ საქართველოში ალექს ფერგიუსონი ჩამოვა, პირველი მე მივესალმები"
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, არგენტინის ნაკრებს ბრაზილიასა და კოლუმბიასთან არ დაეხმაროს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა: არგენტინამ ვერც ამჯერად მოიგო [VIDEO]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ფიფას პრეზიდენტს მსოფლოის ჩემპიონატის მატჩებზე ქალი არბიტრების დანიშვნა სურს
ამერიკელი სენატორი რუსეთისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ