ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აქტუალურ თემაზე: სად არის სიმართლე? ფაქტია - ასე ვეღარ გაგრძელდება

აქტუალურ თემაზე: სად არის სიმართლე? ფაქტია - ასე ვეღარ გაგრძელდება

ქართული ფეხბურთი ან უნდა იყოს მისთვის საკადრის ადგილზე და ან საერთოდ აღარ უნდა იყოს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში. ცხადია, კალაძის ამ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან.

შეიძლება 11 აგვისტოს მერე დამიბარონ... რატომ აფორიაქდა ფეხბურთის ფედერაცია?

ზოგადად ასეა - სახელმწიფოს ჩარევა ფეხბურთის ფედერაციის შიდა საქმეებში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან აღიქმება, როგორც დანაშაული და არაერთი მაგალითი გვინახავს, როცა ამის გამო ქვეყნის ეროვნულ გუნდს ქულებს აკლებენ, ან სულაც სანატრელს უხდიან საერთაშორისო ასპარეზზე თამაშს...

რა თქმა უნდა, იდეალური იქნება, თუ არჩევნები ყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური და ზედაპირული ჩარევის გარეშე ჩატარდება. თუ ჩვენი შეგნება არ მომწიფდა საიმისოდ, რომ არჩევანი არა რობოტივით, არამედ ჭკუით გავაკეთოთ, ვინც უნდა იყოს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში, მაინც არაფერი გვეშველება.

თუმცა აქვე ვთქვათ ისიც, რომ ის ხალხი, ქართული ფეხბურთის ბედი რომ უნდა გადაწყვიტოს მომავალ არჩევნებში, წლების განმავლობაში მიეჩვია, რომ უბრალო იარაღი იყოს სხვისი ნების აღმასრულებლად.

დიახ, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, უკვე კარგა ხანია, ამ ადამიანთა ფუნქცია ერთი რამით ამოიწურება - ხმის მიცემის დროს ასწიონ მანდატი იმ პიროვნებისა თუ პროექტის სასარგებლოდ, რომელიც აუცილებლად უნდა გავიდეს.

ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, სხვამაც გაიზიაროს - ქართული ფეხბურთი ამ დღეში იქნება მანამ, სანამ ეს ხალხი იტრიალებს ჩვენი ფეხბურთის სათავეებთან. ხალხი, რომელიც ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში ასრულებს სხვის ფარულ თუ აშკარა მითითებას, ოღონდ მის ხვალინდელ კეთილდღეობას საფრთხე არ დაემუქროს.

არსად და არც ერთ ქვეყანაში არ გაუხარია ფეხბურთს მედროვეების ხელში და, მით უმეტეს, ვერ გაიხარებს ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, როცა სიმართლისა და საჯაროობის გარეშე საქმე არ გამოდის.

სამწუხაროდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა ხელმძღვანელობამ ვერ გაითვალისწინა წინამორბედთა შეცდომები და მთელი თავისი პოლიტიკა ააგო იმ ადამიანებზე, რომლებიც მმართველ რეჟიმს ყველაფერზე კვერს უკრავენ.

ნახევრად სიმართლე სიმართლე არ არის და პირდაპირ უნდა დაიწეროს - რა თქმა უნდა, ცუდია, თუ სახელმწიფო ჩაერევა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ სახელმწიფოს ეს ადრე არაერთხელ გაუკეთებია. მაშინ ხმა ბევრს არავის ამოუღია და სახელმწიფოსაც ეს ხახვივით შერჩენია.

სხვათა შორის, რამდენიმე ჩინოსანს, დღესაც და მაშინაც, მაღალი თანამდებობა უჭირავს (და ეჭირა) ფეხბურთის ფედერაციაში. ეს ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. ფაქტია ისიც, რომ ქართული ფეხბურთის ბედი ჩვენმა საფეხბურთო სამყარომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ისმის ლოგიკური კითხვა - გვყავს კი საფეხბურთო სამყარო?!

მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ ზემოთ რომ ვისაუბრე, იმ ადამიანებს მე საფეხბურთო სამყაროდ ვერ აღვიქვამ. ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები კი ჩრდილში ყოფნას და დუმილს ამჯობინებენ, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

კარგად მესმის, რომ ამ ხალხს გაფრთხილება სჭირდება და ისიც ვიცი, რომ დღეს ჩვენი ფეხბურთი თუ რამეზე დგას, ეს ისევ და ისევ ამ ადამიანების ნაღვაწია. ამიტომ დავწერ მხოლოდ ერთს - დღეს, როცა ქართული ფეხბურთი კვდება, უკეთესი იქნებოდა, მათი პოზიცია უფრო პრინციპული ყოფილიყო...

ისევ სახელმწიფოს ჩარევაზე. ახლა დგას 2015 წელი და ამ პრობლემაზე წერა, წესით, არ უნდა გვიწევდეს, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. ასეთი რამეები ძალიან ხშირად აფრიკულ ქვეყნებში ხდება. სამწუხაროდ, ფეხბურთში ხომ გვჯაბნიან და ვფიქრობ, ვერც აზროვნებაში ვასწრებთ...

...არ უნდა გვიწევდეს, მაგრამ გვიწევს და კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოების მეტი წილი ამ ჩარევის მომხრეა. დიახ, ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ სწორედ აქამდე მიიყვანა საქმე თავისი საქმიანობით.

ამას არც ფიფა უნდა და არც უეფა, ელემენტარული ამბავია - როცა ვიღაც ფულს გაძლევს, მისი ასავალ-დასავალითაც ინტერესდება. ინტერესდება და ამის სრული უფლება აქვს. სახელმწიფო ფულს დებს ქართულ კლუბებში, შედეგი კი არ ჩანს.

არც გამოჩნდება. მეტიც, ეს ფული წყალში იყრება და ამაში დამნაშავე თავად სახელმწიფოცაა. ბოლოს და ბოლოს, რით ვერ დავწერეთ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა? ასე სტიქიურად ფულს ვინ ხარჯავს?

თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ფედერაცია გაექცევა - მათ თავიდანვე აირჩიეს ცხოვრების იოლი გზა, აქცენტი გააკეთეს საბიუჯეტო კლუბებზე და შედეგიც მივიღეთ. ფედერაციას უჭირს კერძო ინვესტორებთან ურთიერთობა, რადგან სადაც თავისებური ადამიანია, იქ პრობლემაცაა.

ქართული ფეხბურთი არ არის მომგებიანი, მეტიც - ძალიან წამგებიანია. ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი კარგად შეგვეფუთა და ისე მიგვეწოდებინა მაყურებლებისათვის.

ბევრი მიზეზია, რის გამოც ქართული ფეხბურთიდან კერძო ინვესტორები გარბიან. არადა, მომავალი კერძო კლუბებისაა და არა - სახელმწიფო კლუბების, ათასგვარი საფეხბურთო ცუღლუტობის, შტატების გაბერვისა თუ სხვა საფეხბურთო მანკიერების სათავედ რომ ითვლება.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შავ ლაქად ისიც ეყოფა, რაც ხდებოდა და ხდება პირველ ლიგაში.

სულაც არ უნდა ამას დიდი შერლოკჰოლმსობა: საკმარისია, ანგარიშებსა და საეჭვოდ მიღებულ წითელ-ყვითელ ბარათებს გადავხედოთ და ცხადი გახდება, რომ ის სკანდალი, რაც პირველ ლიგასთან დაკავშირებით აგორდა, ზღვაში წვეთი იყო და მეტი არაფერი.

თავის დროზე ფეხბურთის ფედერაციამ იმ სკანდალის "გამოძიება" თავის თავზეც მიიწერა, მაგრამ რეალურად ამით რა ერგო ქართულ ფეხბურთს? ჩვენ მხოლოდ შემსრულებლების გვარ-სახელები შევიტყვეთ. მთავარი კი კადრს მიღმა დარჩა - ვინ გეგმავდა ამ ყველაფერს, ვის ხელში იქცნენ ბრალდებული ადამიანები უბრალო პაიკებად?

მოდით, ნურც პოზიტივს დავუკარგავთ - ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ ბევრი გააკეთა ჩვენში ასაკობრივი ნაკრებების განვითარებისთვის, მაგრამ ეს ვერაფრით გადაწონის იმას, რაც არ (თუ ვერ) გააკეთა.

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ:

* ზვიად სიჭინავას მმართველობის პერიოდში დაეშვა საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის ფსკერზე. რამდენიც უნდა ვიყვიროთ, რომ ეს რეიტინგი პირობითია, სწორედ მისი მეშვეობით ხდება ნაკრებების განთესვა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში;

* სწორედ ზვიად სიჭინავას მმართველობის პერიოდში ჩავატარეთ არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი ეროვნული ჩემპიონატი და ეს რომ ასეა, ამაში ქართული კლუბების ევროშედეგებიც გვიკრავს კვერს;

* სწორედ ამ ფორმაციის ფედერაციას მოუვიდა არაერთი ისეთი შეცდომა, რომელიც ადრე მხოლოდ კლუბებს თუ დაუშვიათ და ისიც იმ დროს, როცა არც ინტერნეტი გვქონდა, არც ათასგვარი კურსები ტარდებოდა ინგლისურის ცოდნისა თუ ზოგადად, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ქვეყანა სამოქალაქო ომის ცეცხლში იწვოდა, მატჩების ანგარიშს კი მედია... ხშირად თამაშის მასპინძელი ქალაქის პოლიციაში დარეკვით იგებდა, რაკი სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა;

* დიდი ლაფსუსები ჩანს სუპერთასის საქმეში. მეტადრე, ბილეთების ყბადაღებულ თემას ვგულისხმობთ;

* ამ ფორმაციის ფედერაცია, ალბათ, რეკორდსმენია... თავისივე გადაწყვეტილებების შეცვლის მიხედვით;

...აი, ყოველივე ამისა და კიდევ არაერთი ფაქტორის გამო, ხალხი სახელმწიფოსგან არჩევნებში ჩარევას ითხოვს. ითხოვს კი არა, უფრო ზუსტნი ვიქნებით და დავწერთ - მოითხოვს!

მოითხოვს, მაგრამ გავრისკავთ და იმასაც დავწერთ, რომ ქართულ ფეხბურთს ვერც ეს უშველის. საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდანვე სჭირს მესიის მოლოდინის მოურჩენელი სენი და სახელმწიფოდ ჯერაც რომ ვერ შევდექით, ეს, დიდწილად, სწორედ ამ სენის ბრალი უნდა იყოს.

რატომღაც, ჩვენ გვგონია, რომ გავაკეთებთ თუ არა არჩევანს და ჩვენი რჩეული სათავეში მოვა, აიქნევს ჯადოსნურ ჯოხს და ყველაფერს იდეალურად გააკეთებს.

დიდი ბოდიში, ბატონებო, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი ქვეყანა და, გნებავთ, უკეთესი ფეხბურთი გვქონდეს?!

არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება, რევაზ არველაძე თუ სხვა - თუ ქართული ფეხბურთის სათავეებთან ან ჩვენი უმეტესი კლუბების მესვეურებად ის ხალხი დარჩა, დღეს რომაა, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.

წლების განმავლობაში ეს ხალხი საქმის კი არა, ფულის კეთებას მიეჩვია და თუ ჩვენი ფეხბურთი არ გავწმინდეთ, მას არც არაფერი ეშველება.

გაკეთებული საქმეები კი ჯერ არ ჩანს. რაც ვნახე, ქონების გადასახადის შემცირებაა, რასაც ასე ელტვოდნენ ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ბიზნესმენები. ეს პროექტი სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გაიტანა და ორივე ხელით ალალი აპლოდისმენტები მას ამ უდიდესი საქმისთვის თავის დადგმის გამო!

...მაგრამ ისევ იმ თემას მივუბრუნდეთ, ორი აბზაცის ზემოთ რომ გავწყვიტეთ. წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ პიროვნების გაფეტიშებას და ეს ზნე ყველა სფეროში მოგვდგამს.

მერწმუნეთ, გერმანიაში ბევრმა არ იცის, ვინ უდგას სათავეში იქაურ ფეხბურთს. არც სხვა წამყვან ევროპულ სახელმწიფოში. ჩვენთან კი სხვაგვარადაა - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ყოველდღე ვხედავთ ტელეეკრანზე...

სულაც არ მაქვს იმის ილუზია, რომ ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს და ყველაფერი წამსვე გამოსწორდება.

და მაინც, სად არის სიმართლე?

ალბათ, სადღაც შუაში. ფაქტია - ასე ვეღარ გაგრძელდება. ქართული ფეხბურთი ან უნდა იყოს მისთვის საკადრის ადგილზე და ან საერთოდ აღარ უნდა იყოს.

მხოლოდ წარსული დამსახურებით ყოყოჩობა დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა, მაგრამ ჩვენს ქომაგს არც ისეთი დაუშავებია რამე, ფარერებისა და ლიხტენშტაინის ჩვენზე წინ ყოფნას რომ შეეგუოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Bacho

სცორი შეფასებაა:ქართული ფეხბურთი ან უნდა იყოს მისთვის საკადრის ადგილზე და ან საერთოდ აღარ უნდა იყოს. მხოლოდ წარსული დამსახურებით ყოყოჩობა დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა, მაგრამ ჩვენს ქომაგს არც ისეთი დაუშავებია რამე, ფარერებისა და ლიხტენშტაინის ჩვენზე წინ ყოფნას რომ შეეგუოს...

• Giga

ბევრჯერ თუ არა ობიექტურ ნახევრად სუბიექტურად ვაფასებდი ალეკო შენ სტატიებს და არც ვთვლი რომ ვცდებოდი შენი მიკერძოებულობის გამო ალეკო მაგრამ ეხლა მართლა სწორს ამბობ... ეს ის შემთხვევაა როცა ხალხს სახელმწიფოს ჩარევა ამ ვითარებაში აწყობს.. აი მიშას დროს როგორც მოხდა ოგონდ ეს წავიდეს და რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოვაო და იმედია ის აგარ მოხდება რაც მსგავს დამოკიდებულებას მოყვა

• roma

მართლაც სწორია,პრობლემა ფეხბურთს გარეთაა და ეს უკვე 25-ი წელია ასეა,კონკრეტულად ეკონომიკაში,სანამ წამგლეჯი და არაკომპენტენტური ხალხი იქნება ქვეყნის სათავეში საშველი არ იქნება,ხოლო ფეხბურთში სანამ ის ხალხი იქნება ვინც ფიქრობს,რომ ქეცბაია წავა და ცხადაძე მოვა და ნაკრები აღმავლობის გზას დაადგება,ან სიჭინავა წავა და კობიაშვილი მოვა და ის ყველაფერს გამოასწორებს,მანამ ჩვენი საშველი არ იქნება.

• მეცამეტე გოჭი

მიზეზები ბევრად უფრო ღრმაა და ფეხბურთს გარეთ მდებარეობს. ამიტომაცაა, რომ ყველა ფეხბურთსშიდა ცვლილება უშედეგოა. სახელმწიფო უნდა ჩაერიოსო... ესეც არაერთხელ გვინახავს და რა შედეგი მივიღეთ? ეს ყველაფერი სისულელეა. საქმე კი ისაა რომ თაობაა გადებილებული. თამაშს კი ბოლო-ბოლო ფეხბურთელი იგებს და არა ფედერაციის პრეზიდენტი თუ ქვეყნის პრემიერ მინისტრი. თქვენ მართლა გგონიათ, რომ წამდაუწუმ საკუთარი დედის მაგინებელი, ჩაცუცუქულად მობლატავე და ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე მეოცნებე ჩმორები დაამარცხებენ ჯანსაღ და მოტივირებულ ახალგაზრდებს? ამასთან, თუ ჩვენში ვინმე ჯანსაღი და მებრძოლია, ის ან რაგბიში მიდის, ან ძიუდოში. აბა დააკვირდით, რითი ვაგებთ ფეხბურთს? ძირითადად იმით, რომ ვაგებთ ბურთისთვის თითქმის ყველა ორთაბრძოლას, ყველა ძალისმიერ დაპირისპირებას, რის კომპენსირებასაც მერე უხეშობით ვცდილობთ. აქედანაა ამდენი წითელ-ყვითელი ბარათი. ადრე ტექნიკით ვჯობდით სხვას, დღეს კი ესეც სადღაც გაჰქრა. ტაქტიკური აზროვნება კი არც ადრე გვქონდა გასაგიჟებელი და დღეს ხომ საერთოდ აღარ არსებობს. აღარც ინტელექტი გვაქვს და აღარც პატრიოტიზმი (სუფრასთან ბაქი-ბუქს არ ვგულისხმობ). შვაინშტაიგერს რომ დაუჩოქებ და ფეხებს დაუკოცნი, იქ საქმე უკვე დამთავრებულია. მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველაფერი თავიდანაა დასაწყები.

• gio

მწარე სიმართლე... თუმცა ნება მიბოძეთ, კიდევ უფრო მწარე სიმართლეს ვიტყვი - და სახელმწიფო გვაქვს რო? კალაძეა სახელმწიფო?!...

• svani_7

მართალიხართ როგორც იქნა თქვენ მაინც თქვით ჯობია საერთოდ აღარ გამოვიდეთ ევროთასებზე თუ ასეთი შედეგები გაგრძელდება ახალი პრეზიდენტი რომ მოვა სფფ_ში )))

• berdo

ბოდიშით, "მის არაობიექტურ და მიკერძოებელ სტატიებს" უნდა დამეწერა

• berdo

მართლაც კარგი და ძალიან სიღრმისეული თემებია წამოწეული, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, თუმცა ამ სტატიით თუ ვიმსჯელებთ, ცამდე მართალი გამოდის თემურ ქეცბაია, როდესაც ის ღიად ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ "ქართულ ფეხბურთს დედა აქვს ნატირები და მე რას მთხოვთო". ალეკო კი, არ უშვებდა არცერთ მომენტს, რომ ქეცბა არ გაელანძღა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისი გადადგომის შემდეგ კი კრინტიც არ დაუძრავს. თითქოს თვითმიზნად ქონდა ეს დასახული. ამიტომ ასეთი გამონათებებ, ვერანაირად ვერ გადაფარავს, მის არაობიექტურ და მიუკერძოებელ სტატიებს.

• kosta

ფრიად გაკვირვებული ვარ, როცა ვხედავ, თუ როგორ გარდაიქმნა ალეკო კაკაურიძე ნაღდ და რეალურად მოაზროვნე ჟურნალისტად.

• inkognito

მე ვაღიარე ალეკო კაკაურიძე! მაგარი, ძალიან მართალი სტატია! აი, როგორ უნდა წერა. იშვიათი გამონაკლი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

გაიგებთ რა ხდება გუნდების გასახდელში - ფიფას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ახალი იდეა აქვს

"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია

დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს

სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა

"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

საჩივარი არ დაკმაყოფილდა - რუსები საერთაშორისო ტურნირებიდან კვლავ მოკვეთილები იქნებიან

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...