"მიხეილ მესხზე" ჩირაღდანი თასთან რომ მივიტანეთ, ცეცხლი კუს ტბაზე აენთო, ვაკეში გაშვებულ ფოიერვერკს კი ბანი ვარკეთილმა მისცა
რატომაა სათაური ამოყირავებული? - გაგიჩნდებოდათ შეკითხვა ამ გვერდის დახედვისას. ყველაფერში გერმანელები არიან დამნაშავენი, თუმცა მოვლენებს თანამიმდევრობით უნდა მივყვეთ.

ორიოდე კვირის წინ ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი გაზეთ "ჰამბურგერ მორგენ პოსტის" პირველ გვერდს, რომელმაც მზის სინათლე 2014 წლის 14 ივლისს იხილა.

გერმანიის ქომაგს კარგად ემახსოვრება რა მოხდა შარშან, 13 ივლისს - გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინა 1:0 დაამარცხა და ოქროს თასი მეოთხედ მოიგო.

შეხსენება არ დაგჭირდებათ, რომ 113-ე წუთზე გამარჯვების გოლი მარიო გიოტცემ გაიტანა.

ჰამბურგულ გაზეთში გიოტცე ყირამალა გარბოდა და თავიდან ვერ მივხვდი, რომელი მხრიდან წამეკითხა, მონიტორის ამოტრიალებაც ვცადე...

გერმანული ენის სპეციალიტს, ჩემს კოლეგა გოტფრიდ ლენცს ვთხოვე დახმარება. გვერდი გადაიკითხა და მითხრა: გერმანიის ნაკრების გამარჯვებას ისე გაუხარებია ალემანები, რომ მარიო გიოტცეს ფოტო ამოუბრუნებიათ და ზედ აწერია - გერმანიამ დედამიწა ამოაყირავაო.

ორიგინალურია.

ვისაც "ჰამბურგერ მორგენ პოსტის" 2014 წლის 14 ივლისის პირველი გვერდი არ უნახავს, უთუოდ გაუკვირდებოდა, რატომ ეკიდა გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ალემანთა დროშა უკუღმა.

წესითა და რიგით მათ სიმბოლოს ზემოდან ქვემოთ ასე მოსდევს ფერები: შავი, წითელი, ოქროსფერი. მინისტრების შეხვედრისას ზემოთ ოქროსფერი იმიტომაც იყო, რომ 2014 წლის 13 ივლისს გერმანიამ მსოფლიო ამოაყირავა.

...ჯერაც არ გასწორებულა.

ჰოდა, ვიდრე გასწორდება, ოლიმპიური დროშაც უკუღმა უნდა ეკიდოს. კიდევ კარგი, თბილისის ოლიმპიადის გახსნისას ქარი არ იძვროდა, თორემ ცეცხლსაც ჩაგვიქრობდა, დროშასაც ააფრიალებდა და საქვეყნოდ გამოჩნდებოდა სამი რგოლი ქვემოთ, ორი - ზემოთ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩირაღდანი დიდ თასთან რომ მივიტანეთ, ცეცხლი კუს ტბაზე აენთო.

ზურაბ ზვიადაურის რეაქცია ახლო ხედით, როცა ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა [VIDEO]

ვაკეში გაშვებულ ფოიერვერკს კი ბანი ვარკეთილმა მისცა - სწორედ იმ დროს კანალიზაციის ჭიდან გეიზერი ამოიფრქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaisels
ოლიმპიადამ კარგად ჩაიარა მართლა, როგორც სპორტული ისე საორგანიზაციო კუთხით, ამას ამას დელეგაციებიც აღნიშნავდნენ და სერიოზული საყვედურიც არავის გამოუთქვამს, მარა შენც კაი პოლიტიკანი ხარ აი ;) არ გეწყინოს შენი კომენტარებიდან გამომდინარე ვამბობ
qutaiseli
პოლიტიკანების გასაგონათ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ფესტივალი და ვისაც არ მოწონს ცივი წყალი დალიოს.რაც 25 წლის განმავლობაში არ აშენებულა სპორტული ობიექტები წელიწად ნახევარში გაკეთდა და უმადურებმა კიდე თვითონ რო მოვლენ ხელისუფლებაში მაშვინ გვანახონ რისი გამკეთებლები არიან.
dids
დიდს დიდი უნდააა
პეტრე დიდ–ს
,,დიდო" თუ ,,მაღალო" შენთვის ამ ქვეყანაში კარგი არაფერი ხდება და არც მოხდება წადი ჯობია ამ ქვეყნიდან შენი ბელადი გელოდება
პეტრე დიდი
პეტროვაზელინო! მაგ დონეზე იარონ შენ და შენისთანებმა! ამიიინ!!! ფერშტეინ??!
პეტრე კუპრი
ოლიმპიადა იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული! მადლობა ყველას.
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
TimeLine: ...ის მოიგებსო
TimeLine: ცეცხლი აენთო...
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
TimeLine: ცვლილებების ქარი
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
TimeLine: ხინკლის მაკრატელა