"დილით სახლიდან რომ გადიხარ, ესეც სარისკოა, მაგრამ შიშით თუ იცხოვრე, ასე ვერც გუნდს გააკეთებ"
"სამტრედიის" ფანკლუბის ("მტრედები") წევრებმა ტრადიცია არ დაარღვიეს - სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებს შეხვდნენ და გუნდის სახელზე ნაკურთხი მაცხოვრის ხატი გადასცეს...

ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოს სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" ქობულეთის "შუქურასთან" დაგეგმილი პირველი ტურის მატჩი 15 აგვისტოსთვის გადაიდო.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კი "ლელოს" მოსამზადებელ ეტაპზე, გუნდის მდგომარეობასა და სიახლეებზე ელაპარაკა.

- თურქეთში საკონტროლო შეხვედრები ჩაატარეთ. რა პირობებში ემზადებოდით და კმაყოფილი ხართ თუ არა?

- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. ეგ არის, რომ თურქმა ორგანიზატორებმა საკონტროლო შეხვედრების გრაფიკი შეგვიცვალეს და გვიმტყუნეს. თამაშები საკმაოდ მაღალი დონის კლუბებთან დავგეგმეთ - "სამსუნთან", "ტრაბზონთან" და პირველი ლიგის გუნდებთან, მაგრამ ადგილზე ჩასულებს დაბალლიგელები დაგვახვედრეს. ამის მიუხედავადაც, იქ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და საქმე მაინც გაკეთდა.

- გუნდი, ფაქტობრივად, ხელახლა დაკომპლექტდა. ახალწვეულებზე რას იტყვით?

- ბოლოს მხოლოდ დათო ჯიქია მოვიწვიეთ და მიმაჩნია, რომ მას მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. ერთი გამოცდილი გიორგი დათუნაიშვილია, რომლის საქმისადმი დამოკიდებულებაც ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა და მისი შენარჩუნება მიხარია.

ისე, ჩვენი ფეხბურთელები "სამტრედიაში" არიან ახალწვეულები, თორემ მე ყველას ძალიან კარგად ვიცნობ. სულ 6 კვირა ვემზადებოდით და საქმისადმი მათი მიდგომით კმაყოფილი ვარ, თუმცა კიდევ უნდა მოუმატონ. ეს არცაა გასაკვირი. გასულ სეზონში უმაღლესი ლიგის გუნდების ძირითად შემადგენლობაში 2-3 მათგანი თუ თამაშობდა და გასახსნელად დრო სჭირდებათ.

- იქნებ ზრდა შეაჩერეს და უმაღლეს ლიგაში ამიტომ ვერ თამაშობდნენ და მათზე მინდობა სარისკო ხომ არ არის?

- დილით სახლიდან რომ გადიხარ, ესეც სარისკოა, მაგრამ შიშით თუ იცხოვრე, ასე ვერც გუნდს "გააკეთებ" და არც არაფერი გამოგივა. ეს ჩემი ცხოვრებისეული კრედოა. ფეხბურთს რისკი, შემართება და თავდადება უხდება.

ეს ბიჭები 19-წლამდელთა ნაკრებში "დაფრინავდნენ". მათ ვისაც აჯობეს, ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგებსა და ტოპ-გუნდებში წამყვან პოზიციებზე გამოჩნდნენ. არა მგონია, თამაში ისე დავიწყებოდათ, რომ საქართველოში ვერ ითამაშონ და ევროპელ თანატოლებს ბევრად ჩამორჩენოდნენ.

სწორედ ამის იმედად ავიყვანე ისინი და მჯერა, მეც გამიმართლებენ,

ხელმძღვანელობასაც და სამტრედიელ გულშემატკივრებსაც, რომლებიც გუნდის მიმართ უჩვეულო სითბოსა და სიყვარულს ავლენენ. რაც სამტრედიაში ჩამოვედით, ვარჯიშზე მოდიან და გვამხნევებენ. იცით, ეს რამხელა სტიმულია? ფეხბურთს ხალხისთვის ვთამაშობთ. შენი თამაში რომ არავის აინტერესებს, არ გამხნევებს და გვერდში არ გიდგას, ეს საშინელებაა. აქ კი წარმოუდგენელი ინტერესია. ნეტავ, ყველა ქალაქში ასე ხდებოდეს...

- ხელმძღვანელობამ რა მიზანი დაგისახათ?

- ჩემპიონობასა და სამეულში მოხვედრას არავინ გვთხოვს, მაგრამ ისეც არ ვართ, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ვიფიქროთ. ჩემი ამოცანა ყოველთვის მოედანზე მოსაგებად გასვლაა და ვნახოთ, აქედან რა გამოგვივა.

ამ 16-გუნდიანი ჩემპიონატის გამართლება ის იქნება, ჩვენი ახალგაზრდები უმაღლეს ლიგაში რომ ითამაშებენ. მათ კი დიდი მოტივაცია აქვთ და სურთ, დაამტკიცონ, რომ მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებენ. კლუბის ხელმძღვანელობაც ამ აზრზეა, რომ ახალგაზრდები გავზარდოთ, გუნდი ნელ-ნელა ჩამოვაყალიბოთ და ხალხს ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მაჩანჩალა გუნდი არ დამაკმაყოფილებს. უბრალოდ, წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს და ეს უაზრობაც იქნება. ყველაფერს სეზონი გამოაჩენს.

- "სამტრედიაში" არის ისეთი პირობები, ნიჭიერი ფეხბურთელი რომ გაიზარდოს და სანაკრებო დონეს მიაღწიოს?

- ცალკე აღებულ რომელიმე კლუბში ეს ვერ მოხერხდება, ეროვნული ჩემპიონატის დონე თუ არ გაიზრდება. თუმცა, საქართველოში სადმე მოთამაშის გაზრდა თუ შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი კლუბი "სამტრედიაცაა".

მართალია, საკუთარი ბაზა არ გვაქვს, მაგრამ ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს გვიწყობს. მათ ერთწლიანი კლუბი არ აინტერესებთ, გრძელვადიანი პროექტით სურთ, რომ ძლიერ "სამტრედიას" ჩაუყარონ საფუძველი. ორ დღეში საქმე ვერ გაკეთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jango
გია სენი ბედი უკევ ცნობილია გელა სანაია 2, შენაც მოგინელებენ. ფეხბურთელები არ გივარგა.ეს ჭ კლასია და არა 1-ლი ლიგის დონე თუნდაც. გული არ აგერია მათი ნაყურები?ა რმოგინდა გეთქვა- ბიჭებო ვინაც ხვდებით რომ უნდა წახვიდეთ,ახლავე გაიპარეთ აქედანო? საპოვნელასთან ვერ მოიგებ გასვლას და თასზე მაჭახელას უგოლო ფრეს თუ გამოსტყუებ წარმატება იქნება!
555
ამას მიუგნია გუნდი ძმაო, არაფერს არ თხოვენ, მხოლოდ კარგ ფულს აძლევენ და შენი ნაცნობი ფეხბურთელები ათამაშეო, თანაც სამტრედიელებზე კი არ არის საუბარი, ვინც გინდა მოიყვანე კარგი პირობები შეუქმენი და მერე შეიძლება ფეხბურთი ითამაშოს. ასე განვითარდება ფეხბურთი, ვერ დავიჯერებ.
georgiano
მთაწმინდაზე რომ დადგები და ბლატაობ. ან ქუჩა და ბლატაობა აირჩიე ან ფეხბურთი. ორივე ერთად ამაზრზენია და დაგვღუპა მაგან.
FC SAMTREDIA
კარე პრიჩოსკა რა დაგიჯდა ?
kare
შენ ვინახარ საერთოდ ბიჩების რომ გეიმედება კატასტროფა ქართულ ფეხბურთში
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა