სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, კიდევ ორი კანდიდატი ჩაერთოს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადება პოსტიდან წასვლის შესახებ სიახლე არავისთვის ყოფილა, მაგრამ ამ სკამისა და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის დაინტერესებულ პირთა ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა.

სფფ-ის პრეზიდენტობის პრეტენზია ორგანიზაციის მოქმედმა გენმდივანმა რევაზ არველაძემ და ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა საჯაროდ და დიდი ხნის წინათ დააფიქსირეს.

სიჭინავას განცხადების შემდეგ ასპარეზზე მერაბ ჟორდანიაც გამოჩნდა. თბილისის "დინამოს", სფფ-ისა და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი თავის გეგმებზე მას მერე ილაპარაკებს, როცა არჩევნების თარიღი გამოცხადდება.

არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი.

"ლელოს" ინფორმაციით, სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, კიდევ ორი კანდიდატი ჩაერთოს. ერთ-ერთი მათგანი - უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელიაა. მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ჩვენი ინფორმაცია არ უარყო.

სხვათა შორის, კვარაცხელიას არჩევნებში ჩართვის მცდელობა ადრეც ჰქონდა და ამის გამო... კინაღამ სიცოცხლესაც გამოასალმეს.

კიდევ ერთი სიახლე ლევან ყიფიანს უკავშირდება. ეს გადაწყვეტილება კანდიდატთა სიიდან მიხეილ ყაველაშვილის ამოშლამ გამოიწვია. ამის შესახებ "იბერია 2010"-ის დამფუძნებელმა და მთავარმა მწვრთნელმა გუბაზ დოლიძემ მცირე ხნის წინათ, "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა.

ყაველაშვილი მისი მეგობარია და საფეხბურთო არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ ვერ მიიღებს, რომ სფფ-ის გადაწყვეტილებით, უმაღლესი განათლების არმქონე პირი საკუთარ კანდიდატურას ვერ დაარეგისტრირებს...

"ეს გადაწყვეტილება აღმასკომის წევრებმა ყაველაშვილის გამო მიიღეს. ის თქვან, კარიერის დროს დიპლომები თავად როგორ იყიდეს? მიშამ კი ეს არ იკადრა. არადა, სხვებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში, ეკონომიურზე მართლა თავისით ჩააბარა, მაგრამ ფეხბურთის გამო მეორე კურსიდან გამოვიდა. ამ დროს კი წმინდა საფეხბურთო განათლება აქვს - შვეიცარიაში მენეჯმენტის ლიცენზირებული კურსი დაამთავრა", - ამბობდა დოლიძე "ლელოსთან" ინტერვიუში.

ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დავუსვით მას კითხვა - მართალია თუ არა, რომ ყაველაშვილის ნაცვლად კანდიდატურა, შესაძლოა, ლევან ყიფიანმა წამოაყენოს? მაგრამ ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ - ამას თავად ყიფიანი იტყვისო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ყაველაშვილის მეგობარი და თანამოაზრეა. მათ ერთად ჩამოაყალიბეს მოძრაობა - "ჩვენი ფეხბურთი". ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგასთან ერთად, ისინიც იყვნენ 2009 წელს გამართული დიდი საპროტესტო მარშის ინიციატორები და მოითხოვდნენ სფფ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის გადადგომას და ფეხბურთში სახელმწიფოს ჩარევის აღკვეთას.

მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ყიფიანი უფეხბურთოდ რომ ვერ გაძლებდა, ეს გასაგები იყო, მაგრამ გადაწყვეტს თუ არა მეგობრის ნაცვლად კანდიდატურის წამოყენებას, დრო გვიჩვენებს.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. ეს სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე გაცხადდება. ამის შემდეგ ფედერაციის სუბიექტები კანდიდატურებს ოფიციალურად წარმოადგენენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

demo
Tu samartliani
vako
Merabia is vinc unda martos da gaadlieros chveni pexburti is imsaxurebs namdvilad
tamazi
ჯორდანია-თუ ვინმეს ესმის ქართული ფეხბურთი ერთადერთი კანდიდატია, ვინც უბადლო მენეჯერია და იმსახურებს კიდევაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას.
shako
მერაბს გამარჯვებას ვუსურვებ თქვენ ერთადერთი ხართ აქ ჩამოთვლილთაგან
lasha
მერაბ ჯორდანია ყველაზე კარგი კანდიდატურაა ბატონო მერაბ ტარმატებები
gurji
ase dausabuteblad, ise rogorc saakashvilma moindoma am kacis reputaciis gapucheba, ratom mikvebit nacionalebis tonalobas????? მგონი pexburtis federacias, jordanias dros arc erti kapiki saxelmtsipo dapinanseba ar konia . ramdeni rame aashena, ramden adamians daexmara, misi prezidentobis dros-jordania???? icit, romel adgilze iko sakartvelos nakrebi, msoplio reitingshi da romelze gadavida, mis mere???? paktia, rom shedegit (amit ar pasdeba adamiani???) kvelaze meti gaaketa pexburtshi, vidre sxva danarchenma???? dinamos prezidentat mivida da gza gaukvala-uamrav chvens kartvel paxburtels ucxoetshი(mashin roca kvekana-kvekanas ar gavda???? saakashvils misi skami undoda, roca daichira, saakashvilic ki ver sheedava federaciiastan dakavshirebit da dzveli dinamos pinansebze gamoedava???? (im dinamoze, romelic tavis droze, shevardnadzis dros, kaxa targamadzem tsaartva momcons jordania, mivesalmebi mis gamochenas da paktia-pexburti masze kargad, cotam tu icis sakartveloshi. p.s. damavitskda 6 milioniani "vitessisgan" 80 milionian gundad akcia da bolo adgilidan lamis sameulshia, holansiashi:))))))))
gogi
თუ რამე ისეთი მოხდა რაც არავის უნდა ან ხმები აჩუქეს და ა.შ. სახალხო პროტესტია საჭირო.....ფედერაცია საფეხბურთო საზოგადოებას და არა ერთ ჩინოვნიკს!!!
178
არელაძეები მთელ ერს ეკაიფებიან)))
eeehhhhh
ისევ გვიტევენ ...
Georgiano
ჟორდანია ძაან რომ არ გადაიტვირთოს ხო არ აჯობებს კალატოზა ავირჩიოთ ფედერაციის პრეზიდენტად? :D :D
dato
ჟორდანიას შევარდნაძე რომ დაგვენიშნა ბარემ?! თუ მოკვდა ეგ :)
dato
გაიტანეთ არველაძე ,გააააიიიიტააანეეეეეთ!
ucha
თუ ძირფესვისნად არ შეიცვალა ფეხბურთისადმი მიდგომა მტავრობის მხრიდან ვინც არ უნდა მოვიდეს არაფერი გვეშველება.ფულია ბაბაია საჭირო ბევრი ფული
chokhela
ყველაზე რეალური კანდიტატი არის კობიაშვილი.იმედია გაიმარჯვებს და ქართულ ფეხბურტსაც უშველის
vova
გუბაზ შენ რა უნამუსო ტიპი ხარ, გეყოფა ტყუილები რა. მოდი შენ იყარე იქნებ მოიგო.
dima
და არველაძე უნდა ავირჩიოთ?
status quo
ჟორდანიას გარდა თითქმის ყველა კარგი კანდიდატია, ჟორდანია არ გააკაროთ ქართულ ფეხბურთს, თორემ დაიღუპება Yველაფერი.... ეგ არის კორუმპირებული საფეხბურთო მაფიოზი....
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა