საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ბულგარეთის ჩემპიონი "ლუდოგორეცი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეპატიჟებოდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ბულგარეთის ჩემპიონი "ლუდოგორეცი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეპატიჟებოდა.

როგორც თემურ ქეცბაიამ Sportall.ge-ს განუცხადა, კლუბთან კონტრაქტიც ხელმოწერილი იყო, მაგრამ ხელმოწერის შემდეგ მას აცნობეს, რომ გუნდში სამუშაოდ მხოლოდ მას ეპატიჟებოდნენ და საკუთარ სამწვრთნელო შტაბს ის ბულგარეთში ვერ წაიყვანდა. ქეცბაიას განცხადებით, ამის შემდეგ მან "ლუდოგორეცთან" ურთიერთობა დაასრულა.

- "ლუდოგორეცში" ხელი მქონდა მოწერილი, უნდა წავსულიყავი და არ წავედი. იმიტომ, რომ ბოლო მომენტში მითხრეს, მარტო შენ ჩამოდი, ასისტენტები გვყავსო. მე კიდევ ვუთხარი, ჩემი ასისტენტებით ჩამოვალ-მეთქი. მათაც ადვილი ეგონათ, რომ მოლდოვურ გუნდთან არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ "მილსამთან" შინ და გასვლაზეც ორივე თამაში წააგეს.

ევროსარბიელის თამაშამდე, "ლუდოგორეცმა" 6 მილიონი გადაიხადა ორ ფეხბურთელში. ასეა, როდესაც არასწორად მოეკიდები საქმეს, დაისჯები. ბულგარელებს სხვანაირად ეგონათ. მე ვუთხარი, ან ჩემი ასისტენტებით ჩამოვალ, ან კარგად იყავით-მეთქი. მეორე დღეს, სხვა წაიყვანეს.

გადმომიგზავნეს კონტარქტი, ხელი მოვაწერე და გადავუგზავნე, მეორე დღეს სხვა დანიშნეს.

- რას აპირებთ?

- არ ვიცი. არასდროს ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში. მქონდა მოლაპარაკებები საბერძნეთის ნაკრებთან სამი თვის განმავლობაში. მოლაპარაკებებზეც ვიყავი ჩასული, მეუბნებოდნენ, შენ ყველაზე მეტი შანსი გაქვს, ნაკრები ჩაიბაროო.

"აპოელი", "პაოკი", "გაბალა" მეპატიჟებოდნენ. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა "გაბალას" ჩაბარება შუა სეზონში. არ მინდა, ვიღაცის დაწყებული ჩასვრილი საქმე ჩავიბარო, სადაც გამოსწორება ძალიან ძნელია.

როდესაც დასრულდება სეზონი, იმას არ იტყვიან, ვინ დაიწყო, იმას იტყვიან, ვინ დაასრულა.

მოველაპარაკე "გაბალას", რომ მაისში დავსხდებოდით მოლაპარაკებებზე ხელახლა. არ მქონდა ბევრი ინფორმაცია ამ გუნდზე. "პაოკსაც" ვესაუბრე და ვუთხარი, რომ საბერძნეთის ნაკრებთან მქონდა მოლაპაკარებები, მოვრჩები და დავილაპარაკოთ-მეთქი.

სანამ მე მოლაპარაკებები დავასრულე, იმათ სხვა მწვრთნელი მიიყვანეს. ფეხბრუთი ისეთი რაღაცაა, დღეს დაგირეკავენ და გეტყვიან, თუ გინდა მათი გუნდის მწვრთნელობა, რომ ეტყვი უარს, ნახევარ საათში ის წინადადება ძალაში აღარაა?

- რეალური შემოთავაზება გაქვთ რომელიმე გუნდისგან?

- მქონდა მოლაპარაკება ერთ გუნდთან. მითხრეს, ერთ კვირაში დავილაპარაკოთო. მწვრთნელი უნდა გაეშვათ, მაგრამ ერთი კვირა კი არა, სამი კვირაა, ყველა თამაშს იგებენ დიდი ანგარიშებით. არადა, ძალიან კარგი გუნდია, ძალიან მინდოდა იქ მუშაობა.

- საბერძნეთის გუნდზეა საუბარი?

- არა, საბერძნეთის გუნდი არ არის. დაინტერესებული ვიყავი. ახლა არ მინდა თქმა, მწვრთნელი მუშაობს და არ ვიტყვი, რომ იქ ერთ კვირაში მწვრთნელი უნდა გაეშვათ და მე უნდა მივეყვანე.

ყველაზე მეტად გული "აპოელზე" დამწყდა. გუნდი, რომელსც ჩემპიონობაზე, თასზე შეუძლია ბრძოლა, განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. გუნდი მომზადებულია, 2-3 კაცს დაამატებ. ახლა ფლეი ოფს თამაშობს, ისეთი გუნდი შეხვდა, დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს.

ბევრ ქვეყანაში ახლა იწყება ჩემპიონატები. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ევროპიდან წასვლა.

მქონდა საუდის არაბეთიდან, ყატარიდან, დუბაიდან, ჩინეთიდან შემოთავაზებები. ძალიან დიდ ფულზე იყო საუბარი. დუბაიზე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ევროპაში მინდა დარჩენა. იქ თუ წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები. მხოლოდ ფული არ არის საქმე. მაგრამ, ვხედავ, გამოსავალი არ არის. 7 თვეა ასე ვარ, მომბეზრდა. მეც ბევრი შეცდომა დავუშვი.

"ნიუკასლის" ვარიანტი როცა გაქვს, გინდა, რომ ბოლომდე გაერკვიო სიტუაციაში, მაგრამ ბოლო მომენტში სხვას ამბობენ. მათაც თავიანთი ინგლისელი დანიშნეს. ვნახოთ, რაღაც იქნება. ერთ თვეში წავალ სადღაც. უნდა ელოდო, ვის ვერ წაუვა საქმე კარგად, რომ ის გაუშვან და შენ მიგიყვანონ.

გულშემატკივარი ამკ-ს
მგონი სწორად ჩამოაყალიბა აზრი, თუ რატომ არის ამდენია ხანი უმუშევარი, რაც მისგან ცოტა გასაკვირია, მაგრამ თქვენ რატომ გეპარებათ მის "შემოქმედუნარიანობაში" ეჭვი ვერ ვხედავ. ბევრი კლუბი ეპატიჟებოდა, მარგამ ბევრგან თვითონ არ უნდოდა. ამ ყველაფერს უბრალოდ წაკითხვა უნდა, მეტი არაფერი. ხომ გაიგეთ, ხელშეკრულებაც გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ მას არ უნდოდა იქაური ასისტენტები. ასევე ნიუკასლთან მოლაპარაკების დროს უნდოდა გარკვეულიყო ბოლომდე და სხვა გუნდებს უთხრა უარი, იგივე იყო საბერძნეთის ნაკრებთან მოლაპარაკების დროსაც და ა.შ. დღეს ბევრი კარგი მწვრთნელია უმუშევარი, მაგრამ მათ შემოქმედების უნარს კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. ფეხის დაცდენას რაც შეეხება, საუბარი აქვს სეზონის (ასევე წინასასეზონო მომზადების პროცესში) დაწყების შემდეგ ან დაწყებისთანავე, სადაც მწვრთნელები უკვე დანიშნულები არიან (ერთ თვეშიო რომ ამბობს ტყუილად არ ამბობს) ვიღაცას ფეხი უნდა დაუცდეს რომ იმ კლუბში წახვიდე, აბა სხვანაირად როგორ გინდა? ბევრი სახელოვანი მწვრთნელი მოუხსნიათ შუა სეზონში და ბევრიც უფრო ადრე, ამიტომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
zura
თემო არ იდარდო კვიპროსში მაინც დაგიძახებენ რომელიმე კლუბში,მანამდე კი საფეხბურთო აკადემია ხომ გაქვს მანდ და იმას მიხედავ,ევროპას საუკეტესო დაცვის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს დაუზრდი
გიო
თემურ კაი ადამიანი ხარ.
კახა
მაგარი ადამიანი ხარ... წარმატებები ცხოვრებაში. უფალი გფარავდეს!!!
georgiano
თემო მაგრად გაფასებთ და გგულშემატკივრობთ. გთხოვთ, არ წახვიდე ევროპიდან, ცოტაც მოითმინე და აუცილებლად სადმე კარგ გუნდში დაგიძახებენ. ევროპიდან თუ წახვედი მერე რთული იქნება უკან დაბრუნება, ფული მეორეხარისხოვანია, მთავარია კარიერა. ჩვენ ქეცბაია მომავალში გვესახება როგორც ევროპის ერთ-ერთი ცნობილი და ტიტულოვანი მწვრთნელი!
kecbai
ვურჩევ 2016 ცლამდე მოიცადოს და მერეე დაიცკოს მუშაობა ნებისმიერ გუნდში
ამკ
თუ თვლის რომ აიყვანონ ამისათვის მიწვეულ მწვრთნელს ფეხი უნდა ჩაუვარდეს ... ეს ნიშნავს რომ მასში შემოქმედს ვერ ხედავენ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ჯაბა ჯიღაური: აგრესიულობა - სწორედ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი!
ვლადან ივიჩი: "დინამო" ძალიან ძლიერია, თუმცა მე ის ვარ, ვისაც არაფრის ეშინია!
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
გიორგი ლორია: პაოკ-ი ფავორიტია, მაგრამ გახსოვდეთ, თბილისში რთული მატჩი გელით!
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
მიქაუტაძე: ევროპა ლიგაზე გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ
იურაი იარაბეკი: ძალიან მიჭირს საუბარი - შედეგი არაობიექტური იყო...
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ლიონი" მერვედფინალში გავიდა [VIDEO]
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
"დინამოს" ლეგიონერებზეც და ადგილობრივებზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ"
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე - "ლიონმა" "რეინჯერსს" დამაჯერებლად მოუგო
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
იურაი იარაბეკი: პაოკ-ი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...