ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საპრეზიდენტო რბოლა: ჟორდანია ლანჩხუთში, არველაძე ვეტერანებთან...

საპრეზიდენტო რბოლა: ჟორდანია ლანჩხუთში, არველაძე ვეტერანებთან...

შეკრება ვერის ბაღში: გულშემატკივრები სამართლიან არჩევნებსა და ყრილობაზე დასწრებას ითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატების ნაწილი უკვე ამუშავდა, ნაწილიც ჯერ ფიქრობს, რა გზას დაადგეს.

მაგალითად, რევაზ არველაძე ყველა ფრონტზე მოქმედებს და ცდილობს, ამომრჩევლები და გულშემატკივრები დაარწმუნოს, რომ მისი კანდიდატურა უალტერნატივოა.

როგორც ჩანს, ფედერაციის მოქმედმა გენმდივანმა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი ამაში უკვე დაარწმუნა. თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ნუკრი კაკილაშვილმა გაგვიმხილა, რომ საარჩევნოდ არველაძის კანდიდატურას სწორედ ეს ორგანიზაცია წამოაყენებს. ეს ამბავი ხუთშაბათს, "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში დაიგეგმა.

"ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთსულოვნად უნდა ვიმოქმედოთ. ყველა კანდიდატისადმი ჩვენი გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, საერთო აზრი გახლდათ, რომ სწორედ არველაძეს უნდა მივცეთ ჩვენთვის განკუთვნილი ხმა. 11 საათზე შევიკრიბებით და გადაწყვეტილებას "დინამო არენაზე" გამოვაცხადებთ", - ამბობს კაკილაშვილი.

ზოგადად, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის მიერ წარდგენილი კანდიდატურა არჩევნებს რომ იგებს, არახალია. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელს მოხდა, როცა ამ ორგანიზაციამ ჯერ მერაბ ჟორდანიას დაუჭირა მხარი, შემდეგ - რევაზ არველაძეს, მაგრამ საპრეზიდენტო რბოლას ორივე რომ ჩამოაშორეს, მერე უკვე ნოდარ ახალკაცი-უმცროსის მხარე დაიჭირა...

გააქტიურდა ჟორდანიაც, რომელიც 18 აგვისტოს ლანჩხუთს ესტუმრა და გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს ელაპარაკა. ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი ლანჩხუთელია და სწორედ ამიტომაც იმედოვნებს, რომ მას გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია წარადგენს. ამის სურვილი ლანჩხუთის "გურიას" ჰქონდა, მაგრამ ბედის ირონიით, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართულ კლუბს ყრილობაზე საარჩევნო ხმა არ გააჩნია...

ერთ-ერთ კანდიდატად მოაზრებული ლევან ყიფიანი კი ჯერ კომენტარს ერიდება. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გვითხრა, უცხოეთში მყოფი მიხეილ ყაველაშვილის ჩამოსვლას ელოდება და საზოგადოება მისი გუნდის სამოქმედო გეგმას ამის შემდეგ შეიტყობს. თავად ყაველაშვილს კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

ლევან კობიაშვილმა საარჩევნო განაცხადი გააკეთა და თავის გუნდთან ერთად გააქტიურებისთვის ემზადება. ის ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს და მხარდამჭერებს იკრებს. თუმცა კანდიდატი, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა გულშემატკივრებში აქვს, ირიბი კრიტიკის სამიზნე გახდა.

ხალხში გავრცელებული მოსაზრებით, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მეგობარ კობიაშვილს სამთავრობო მხარდაჭერა აქვს. სწორედ ამ ხმების გამო იყო, გუშინ ვერის ბაღში შეხვედრა რომ გაიმართა. იქ ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა გავლენიანი კლუბის, "ვერისბაღელების" წევრები შეიკრიბდნენ და სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები სამართლიანად და ზეწოლის გარეშე ჩატარდეს, რათა მომავალი პრეზიდენტი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით აირჩიონ.

"ვერისბაღელების" სურვილია, რომ არჩევნებს მათი ერთი წარმომადგენელი მაინც დაესწროს.

"ბოლო 25 წელიწადში ქართული ფეხბურთი არათუ წინ არ წასულა, მეტიც - ამ ხნის განმავლობაში დიდი სირცხვილი ვჭამეთ. ამიტომ გვსურს, რომ ფეხბურთში იმ ხალხის ჩარევა გამოირიცხოს, რომლებიც სტადიონს ახლოს არ გაჰკარებიან.

ჩვენ გვერდში იმ კანდიდატურას დავუდგებით, რომელიც ქართულ ფეხბურთს კი არ დაანგრევს, არამედ ააშენებს. "ვერისბაღელებმა" ფეხბურთის განვითარების პროგრამა 1990 წელს დავწერეთ და მისი პუნქტები დღესაც აქტუალურია. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება, რომ პრეზიდენტის არჩევისას გულშემატკივრის აზრით დაინტერესდნენ? ჩვენთან უბრალო გულშემატკივრები კი არ არიან, მეცნიერები, პროფესორები, უგანათლებულესი და დიდი გამოცდილების მქონე ხალხია, ვისაც ჭკუას უნდა ეკითხებოდნენ", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

აქვე ერთი ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ჟორდანიას მონაწილეობა ხმებს არველაძეს წაართმევს.

საქმე ისაა, რომ არველაძე რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებს ეყრდნობა. მათი უმრავლესობა კი ჟორდანიას დროს დაწინაურდა და სფფ-ის ყოფილ პრეზიდენტს, როგორც ამბობენ, მათი იმედი აქვს. მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ იმუშავებს ეს ფაქტორი დღეს, როცა საქართველოს საფეხბურთო რუკაზე სულ სხვა განლაგებაა, ვიდრე 2005 წელს იყო.

საერთოდ, სურვილი ერთია, რეალობა კი - მეორე და, შესაძლოა, დასახელებული კანდიდატებიდან ყრილობამდე რომელიმემ ვერც მიაღწიოს. კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 სექტემბერია და ის ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტმა უნდა წამოაყენოს.

ადრე ყოფილა შემთხვევა, პრეზიდენტობის მსურველისთვის ყველა სუბიექტს რომ უარი უთქვამს. ასე რომ, გამორიცხული არაფერია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giosvani

ჯერესერთი მთავრობა არ უნდა ანსხვავებდეს კანდიდატებს და საკუთარი არ უნდა ყავდეს მითუმეტეს, ბიუჯეტის ფული ხალხს ეკუთვნის და არა მთავრობას, ვისაც კარგი პროექტი და გეგმა ექნება იმან უნდა გაიმარჯვოს და არ აქვს მნისვნელობა ვინ იქნება, ძალიან ვაფასებ კობიაშვილს როგორც დიდ ფეხბურთელს მაგრამ არ ვიცი როგორი მენეჯერი იქნება, ჯორდანია კი გურიაში ახლა კი არ უნდა ჩასულიყო შეეძლო უფრო ადრეცგახსენებოდა მშობლიური მხარე და პატარა სიკეთე მაინც უნდა გაეკეთებინა კლუბისთვის , რაც შეეხება არველაძეს მათი ფედერაციის ხელში რაც მოუვიდა ცვენს ეროვნულ ღირსებას კი ვიცით ლამის რეიტინგიდანაც გავარდეს ჩვენი ნაკრები, მოკლედ რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ.

• 777

არველაძის და ჟორდანიას კანდიდატებად წამოყენება, ქართველი გულშემატკივრებისთვის თავზე ლაფის დასხმაა.ვეტერან ფეხბურთელებს ვთხოვ ცოტა კაცურად მოიქცნენ, ეყოფათ არველაძეების მონობა.

• David

და რას ნიშნავს "სახელმწიფო არველაძის ფედერაციას არ დააფინანსებს?" სახელმწიფომ ფედერაცია კი არ უნდა დააფინანსოს,არამედ საფეხბურთო კლუბებს უნდა შეუწყოს ხელი

• zviadi

შუშის სასახლეში ვინ მივა,თორემ სხვგან სადაც არ უნდა ირბინონ,ვერაფერსაც ვერ მოიგებენ.ჟორდანია ხმებს წაართმევს არველაძეს,მეორე ტურში გავა კობიაშვილთან ერთად და მერე მოხსნის კანდიდატურას,ასე იქნება ეს

• David

არჩევნები არველაძემ უნდა მოიგოს,უკვე დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული და მააგზე კარგად არავინ იცის, რა მიმართულებით უჭირს ქართულ ფეხბურთს

• Unknown

ამ ცლების განმავლობაში ჩვენი ფეხბურთი რომ ამ დონემდე დაეშვა,არველაძე არაფერ შუაშია?

• რეზინა ჟორდანია

ჩემი აზრით არველაძე და ჟორდანია ერთ თამაშს თამაშობენ...

• gio

არვეელაშეები საბოლაოდ დაღუპავენ ქართულ ფეხბურთს

• Dato

არველაძე აგაშენებთ, აბა თქვენ იცით! რაც მოიგოთ არავის გაუყოთ! ვერისბაღელ "პროფესორებს" და ვეტერანებს ვგულისხმობ. პ.ს. სახელმწიფო არველაძის ფედერაციას, სავარაუდოდ, არ დააფინანსებს(და ვერც გაამტყუნებ). ასე რომ, როგორც ჩანს მინიმუმ კიდევ 7 წელი ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში - მისმა გუნდმა გაიმარჯვა

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა

Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს

მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს

მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...

არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...