ახალგაზრდა ძიუდოისტი ბიჭების კრებული ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 18-20 სექტემბერს ავსტრიულ ობერვარტში გაიმართება
ახალგაზრდა ძიუდოისტი ბიჭების კრებული ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 18-20 სექტემბერს ავსტრიულ ობერვარტში გაიმართება.

ამჟამად გუნდი ბაკურიანშია შეკრებაზე, სადაც შერეული ტიპის შეკრებას გადის, ანუ ფიზიკურადაც იტვირთება და ლეიბზეც ვარჯიშობს.

მოგეხსენებათ, წლეულს ასაკობრივი ნაკრებები - ჭაბუკები და ახალგაზრდები გაერთიანდნენ, თუმცა აქამდე სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები - ევროპისა და მსოფლიოს პირველობები ჭაბუკებს ჰქონდათ და აქცენტი მათზე იყო გადატანილი, ახლა კი 21-წლამდელების ჯერი დადგა.

სეზონის პირველ ნახევარში მათ უკვე გაიარეს საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება ჭაბუკებთან. ამასთან, ბევრი მათგანი ანალოგიურ წვრთნებზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც იმყოფებოდა და მწვრთნელებმა ამიტომ არ ჩათვალეს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვები საჭიროდ, მას ტატამი და ტექნიკური ელემენტებიც შეურიეს.

მინდია ბოდაველისა და ირაკლი ცირეკიძის სამწვრთნელო ტანდემმა ბაკურიანში 16 სპორტსმენი იახლა. აქამდე ახალგაზრდებმა ორ საერთაშორისო ტურნირში იჭიდავეს - საბერძნეთსა და ბერლინში და სწორედ იმ შეჯიბრებათა მედალოსნები წაიყვანეს შეკრებაზე.

ევროპაზე წასვლამდე გუნდი კიდევ ერთ მოსამზადებელ ეტაპს გაივლის, ოღონდ ჯერ გაურკვეველია, ბორჯომსა თუ ყვარელში. ყოველ შემთხვევაში, ალტერნატივა ეს ორია, თუმცა სადაც უნდა ჩატარდეს ის შეკრება, იქ უკვე გაფართოებულ შემადგენლობას წაიყვანენ.

ცხადია, მწვრთნელებს ავსტრიაში წასაყვანი გუნდის ბირთვი გამოკვეთილი ჰყავთ, მაგრამ ზოგან ჯერ კიდევ რჩება გაურკვეველი ასპექტები, გარკვეული კითხვები, ზოგან ჯერ კიდევ დასაზუსტებელი და ასაწონ-დასაწონია გარკვეული ფაქტორები. ამიტომ შემადგენლობის ღიად გამოცხადებას არ ჩქარობენ, თუმცა ორი, ვფიქრობთ, ქომაგისთვის ძალზე საინტერესო ფაქტორი მაინც იკვეთება და ჩვენც მასზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

საქმე ეხება ბექა ღვინიაშვილსა (90) და გურამ თუშიშვილს (100). მისი ჯანმრთელობის ბოლოდროინდელი პრობლემებიდან გამომდინარე, ქომაგის მეტ ინტერესს თუშიშვილი იწვევს, თან მეტი ინტრიგაც მასთან დაკავშირებით იკვეთება და ჩვენც მასზე საუბრით დავიწყებთ.

თუშიშვილი: 100-ში თუ მძიმეში?

გურამ თუშიშვილი რომ აუცილებლად იჭიდავებს ევროპის პირველობაზე, მწვრთნელებისთვის ეს ამბავი გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელ წონაში დააყენებენ მას - მშობლიურ 100-ში თუ მძიმეში გადაიყვანენ. მოგეხსენებათ, ამ უნიჭიერესმა სპორტსმენმა ზამთარში ხელზე ურთულესი ოპერაცია გაიკეთა - ხელზე ძვლებიც კი წაათალეს, რის გამოც ვარჯიშს ლამის 6-თვიანი პაუზის შემდეგ შეუდგა. მან ბერლინშიც იჭიდავა სწორედ მძიმე წონაში და ფინალშიც გავიდა, თუმცა ნახევარფინალში სხვა ტრავმა აიკიდა - კოჭი იტკინა. ის შეხვედრა როგორღაც კი ჩაამთავრა და საქმე მოგებამდეც მიიყვანა, მაგრამ ექიმებმა, მწვრთნელებმა არ გარისკეს და გადამწყვეტ შეხვედრაში საჭიდაოდ არ გასულა.

კოჭი მას ისევ აწუხებს, თუმცა, როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, არაა იმდენად საშიში ტრავმა, ევროპის ჩემპიონატისთვის ჯეროვნად მომზადებაში ხელი რომ შეუშალოს. ეგაა, რომ ამ ეტაპზე სპეციფიკურ ვარჯიშებს, რაც კოჭს დიდ დატვირთვად დააწვება, ვერ ასრულებს.

თავად ნაოპერაციები ხელის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია, აღდგენის პროცესი ნორმალურად, გეგმის შესაბამისად მიდის და როგორც ბოდაველმა გვითხრა, უკვე გარეგნულადაც ეტყობა, რომ ბუნებრივ კონდიციაში მოვიდა - ორი თვის წინ თუ ჯანსაღ მაჯასთან შედარებით უფრო დავიწროებული იყო, ახლა ვიზუალურად ეს განსხვავება აღარ ემჩნევა.

ისე, ზოგი ჭირი მარგებელია და მისი ექიმები თავის დროზე იმასაც ამბობდნენ, მას ისეთი მცირე ძვალი ამოვკვეთეთ, მეტოქეები მტკივნეულს ვერ გაუკეთებენ, ხელი გაცილებით დიდ დაწოლას გაუძლებსო. თუშიშვილს ტალანტი ისეც არ აკლია და ესეც თუ წაეხმარა, მაშინ ხომ კიდევ უფრო გაძლიერდება.

ერთი სიტყვით, დღეისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გარკვეული პრობლემების მიუხედავად, საგანგაშო არაფერია, ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით მიდის და ეს პრობლემებიც დროში მოგვარებადია. თუმცა ამ უქმობისას ცოტა წონაც მოემატა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მწვრთნელები ჯერ გადაჭრით ვერ ამბობენ, რომელ წონაში დააყენონ ის. მათ არ სურთ, წონის დაკლებით, ოპერაციებით, ტრავმებითა და მკურნალობით ისედაც გადაღლილ ორგანიზმს მეტი ჯაფა მიაყენონ.

ამიტომ ფიქრობენ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის წონა არ დააკლებინონ და მძიმეში დააყენონ. პარალელურად, წონის კლებაზეც მუშაობენ, რასაც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს - თუშიშვილი უკვე დავიდა 104 კილოგრამზე და ამ წონას თუ შეინარჩუნებს, მაშინ ევროპაზე 100-ში გამოვა - 4 კილოგრამის დაკლება მძიმე წონებში არავითარი სირთულე არაა. პირიქით, კარგიცაა, რადგან სათანადო ფიზიკური ძალა ექნება.

ოღონდ ხაზგასმით უნდა განვმარტოთ ერთი გარემოება - მძიმე წონაში დაყენებაზე ლაპარაკია მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე, თორემ მისი ახალ წონაში გადასვლა, ანუ წონითი კატეგორიის შეცვლა არც განიხილება. მწვრთნელები თუშიშვილის მომავალს 100 კილოგრამში ხედავენ. ამჯერად რომც დააყენონ მძიმეში, მსოფლიოზე მაინც დააკლებინებენ და 100-ში აჭიდავებენ. ამ ეტაპზე ამას მხოლოდ იმიტომ ერიდებიან, რომ ორგანიზმს ააცილონ ზედმეტი დატვირთვა.

ღვინიაშვილი ისევ ახალგაზრდებში?

საევროპო ნაკრებში ბექა ღვინიაშვილის დაყენებაც გადაწყვეტილია, თუმცა აქ ძალიან ბევრს განსაზღვრავს მისი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე უფროსთა შორის, რომელიც 24 აგვისტოს ასტანაში იწყება და სადაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 90 კილოგრამში ვალერი ლიპარტელიანთან ერთად საქართველოს ღირსებას ღვინიაშვილიც დაიცავს.

ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელები სწორედ იმ შეჯიბრების შემდეგ გააანალიზებენ, როგორ კონდიციაში იქნება ის და ღირს თუ არა მისი წაყვანა ევროპის პირველობაზე. სადღეისოდ კითხვის ნიშანს მხოლოდ ეს ფაქტორი აჩენს, თორემ ახალგაზრდულში ღვინიაშვილს თავის წონაში კონკურენტი არ ჰყავს.

არადა, სამწუხაროდ, ერთბაშად ორ-ორ ნაკრებში გამოსვლის პრობლემა ისევ მწვავედ დგას ქართული სპორტის წინაშე. წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ღვინიაშვილს ახალგაზრდულ ტურნირებში გამოსვლა ვერაფერს შესძენს - კაცი ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძვის, საერთაშორისო რეიტინგში არათუ უბრალოდ სალიცენზიო ზონაში შედის, არამედ განთესილებშიც კი ხვდება, იქცა წონის ერთ-ერთ ლიდერად და ევროპა-მსოფლიოზე მედლისთვის ჭიდაობს, თავისუფლად ამარცხებს წონის ფავორიტებს და რა უნდა მისცეს მას ახალგაზრდებთან ჭიდაობამ, იმის მიუხედავად, რომ მათ შორის შეიძლება მსოფლიოს უნგრელი ვიცე-ჩემპიონი კრისტიან ტოტიც იყოს?

თუმცა აქ წინა პლანზე ფინანსური ფაქტორი გამოდის - იქ მოპოვებულ მედალს მოაქვს ხელფას-პრემია, მისი ოდენობა კი მედლების ხარისხის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება. თან ეს მედლები აქტივში სჭირდებათ მწვრთნელებსაც, თუმცა მთავარი მაინც პრემიების საკითხია...

მართალია, ღვინიაშვილს და მის მსგავსებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეროვნულ ნაკრებში გავლილი მოსამზადებელი ციკლის შემდეგ იმდენად არ ტვირთავენ, მაგრამ იმ ტურნირზე წასვლაც ხომ დატვირთვაა ახალგაზრდა ათლეტებისთვის - აკლიმატიზაცია, გადაფრენ-გადმოფრენა, თუნდაც წონის შენარჩუნება, კვების რეჟიმი, ის გახურება და გასვლა საჭიდაოდ - ეს ყველაფერი ხომ მაინც დატვირთვაა ორგანიზმისთვის, ამას კი საბოლოოდ ნიჭის ექსპლოატაციამდე მივყავართ, რასაც აუცილებლად მოაქვს უკუშედეგი.

კიდევ ვიმეორებთ, რომ ეს არა მხოლოდ ძიუდოს, არამედ ზოგადად, ქართული სპორტის პრობლემაა.

არადა, საკლუბო სისტემა რომ გვქონდეს განვითარებული, არც ეს პრობლემა იარსებებს - უცხოეთის მსგავსად, სოციალურ პრობლემებს ჩვენს ათლეტებსაც კლუბები მოუგვარებენ და არც ისინი გადადებენ თავს ერთბაშად ორ-ორ ნაკრებში გამოსვლით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ
ძიუდოისტთა ნაკრები: გუნდი ესპანურ კემპზე, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბაკურიანში
რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა