უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია სფფ-ის პრეზიდენტობის პირველი დარეგისტრირებული კანდიდატია
სანამ მედია რევაზ არველაძისა და ლევან კობიაშვილის მოსალოდნელ ბრძოლაზე ლაპარაკობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პირველ კანდიდატად უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია დარეგისტრირდა.

მან სფფ-ის გენერალურ სამდივნოში განაცხადი შეიტანა - უეფასა და "დინამო არენის" მედიაოფიცრის კანდიდატურა საფეხბურთო კლუბმა "გაგრამ" წარადგინა.

"გაგრას" წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ კლუბის თავკაცთა ამ ნაბიჯის მოტივი ახსნა: "ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ კვარაცხელია ღირსეული კანდიდატია. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ, უეფაშიც დიდი ნდობა აქვს, ახლა კი ევროპის სუპერმატჩის შეხვედრას თავისი კუთხით ჩინებულად გაართვა თავი. ამის გამო მიგვაჩნია, რომ კვარაცხელია არჩევნებში მონაწილეობას იმსახურებს. ვიცით, რა პრიორიტეტები აქვს, რაზე აკეთებს აქცენტს და ეს ყველაფერი ჩვენთვის მისაღებია".

თავად კვარაცხელია სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს ასე ხსნის:

- მე გახლავართ საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და, შესაბამისად, ფეხბურთის განვითარებაზე საკუთარი ხედვა მაქვს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი იმან განაპირობა, რომ მსურს, 1990 წელს გამოცხადებული იდეალები აღვადგინოთ და მაშინდელი იდეები განვახორციელოთ.

სამწუხაროდ, გადის წლები და აშკარაა, რომ ქართული ფეხბურთი იმ იდეალებს ძალიან მოწყდა.

- საინტერესოა, "გაგრამ" რომ წარგადგინათ. თანაც, პირველი რეგისტრირებული კანდიდატი ბრძანდებით...

- ძალიან ამაყი ვარ, რომ სწორედ "გაგრამ" წარმადგინა და გამარჯვებისთვის არაფერს დავზოგავ. ამ კლუბის მიერ წარდგენა ნებისმიერ კანდიდატს ანალოგიურ განცდას გაუჩენდა. მაშინ, როცა მთელი საფეხბურთო საქართველო კობიაშვილის, ჟორდანიასა თუ არველაძის შანსებზე ლაპარაკობს, მამუკა კვარაცხელიამ ყველას დაასწრო და პირველმა წარადგინა ოფიციალურად კანდიდატურა. ეს მისია იტვირთა "გაგრამ" და მისმა წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ, რომელმაც კლუბის პრეზიდენტის, ბესიკ ჩიხრაძის დასტურით ფედერაციაში ჩემი კანდიდატურა დაარეგისტრირა...

მაშინ, როცა ოფიციალური გამოკითხვით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტს აღელვებს ტერიტორიული მთლიანობა და დაკარგული აფხაზეთი თუ სამაჩაბლო, ბესიკ ჩიხრაძე უკვე ათი წელია, საკუთარი ხარჯებით, ლაბა ხარივით ეწევა ყველაზე დიდი ქართული საქმის ჭაპანს. მან მთელ ევროპას გააცნო სახელი - გაგრა და ევროთასებზეც ათამაშა, მაშინ, როცა სახელმწიფო ამ თავდადებულ ადამიანს ერთ თეთრსაც არ აძლევს.

- ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე რას ფიქრობთ?

- 25 წელია ქართული ფეხბურთის დაღმასვლას ვუყურებ და მე, როგორც ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, არ მქონდა უფლება, არჩევნებში მონაწილეობა არ მიმეღო, რადგან არავისთან არ მაკავშირებს არავითარი ვალდებულება, გარდა ქართველი გულშემატკივრისა!

- საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტებად რევაზ არველაძესა და ლევან კობიაშვილს მიიჩნევენ. თქვენი აზრით, მოგების რა შანსი გაქვთ?

- წავიდნენ სააკაშვილები და ადეიშვილები და იმედი მაქვს, პატიოსანი არჩევნები ჩატარდება.

- ფედერაციაში მისვლის შემთხვევაში, რის შეცვლას აპირებთ?

- პირობას გაძლევთ, ქართული ფეხბურთი ძალიან მალე დაანახვებს ყველას, სად არის მისი ადგილი! ფეხბურთი ისევ გახდება საქართველოში სპორტის ნომერი პირველი სახეობა და ისევ დაუბრუნდება მაყურებელი სტადიონებს, ხოლო ბესიკ ჩიხრაძეს, რომან ფიფიას, ილია კოკაიას, გურამ რუხაძეს, ფრიდონ ინჯიას, ტარიელ ხეჩიკაშვილს, ლექსო თოფურიას, ვახტანგ წერეთელს აუცილებლად წარვადგენ სახელმწიფო ჯილდოზე, რადგან რომ არა ეს ხალხი, ქართული საკლუბო ფეხბურთი აღარ გვექნებოდა!

დაწყებული მაქვს და მალე გავაგრძელებ შეხვედრებს ფედერაციის წევრებთან და გავაცნობ ჩემს ხედვებს. რესურსი უდიდესია და მას მხოლოდ სწორ კალაპოტში უნდა ჩასმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli apkhaidze
ნეტა ეგრე ,,მიწასთან გაასწორებდეს" ვინმე ფეხბურთს თერჯოლაშიც (2-ჯერ ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე ასპარეზობა, სანახაობრივი ფეხბურთი ქართულ პირობებში) და ათეთროს ფული და იჯუჯღუნოს თანახმა ვარ :)) თავის ხუშტურები აქვს, მარა ფეხბურთის მოკვლაში მართლა ნუ დაადანაშაულებთ
555
პროფესიონალიზმის ამას არაფერი ეტყობა, ...., თუმცა უეფას ბიუროკრატების დაბოლება შეუძლია.საქართველოში კი არაფრის გამკეთებელია. მედია ოფიცერია თუ მედია გენერალი ეს ფეხბურთს ვერ უშველის, არ დაიჯეროთ
პროფესიონალი თამადობაშია?
მაგარი პროფესიონალიზმი ეტყობა. პირველი საპროგრამო განცხადება: ვიღაცეების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. სასაცილოც არაა.
zesta-s
კოკაიამ არ ააშენა ზესტაფონის ფეხბურთი??
ზესტა
თუ კოკაიას,რომელმაც ზესტაფონის ფეხბურთი გაანადგურა და მიწასთან გაასწორა,ორდენით დააჯილდოებ,მაშინ არჩევნებზე აუცილებლად მიიღებ იმდენ ხმას,რაც ერთხელ უკვე მიიღე წინა არჩევნებზე-დიიდ 0-ს(ნულს)
დათო
უაღრესად პატიოსანი, პატრიოტი კაცია, რაც მთავარია, პროფესიონალი!!! წარმატებებს ვუსურვებ!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
კახა ჭუმბურიძე: მე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად? ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
მიხეილ აფხაზავა: იმედია, ამას ოდიკაძეც დაადასტურებს...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ზვიად ჯელაძე "გაგრადან" თბილისის "დინამოში" წავიდა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ანატოლი პისკოვეცი გვიბრუნდება - უკრაინელი სპეციალისტი ისევ "გაგრას" გაწვრთნის
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ბესიკ ჩიხრაძე: ფეხბურთი მომგებიანი რომ გახდეს, ამას 5-წლიანი პროგრამა არ ეყოფა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"გაგრა" არ დაშლილა და კლუბიდან არც პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე წასულა!
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
მიხეილ მეტრეველი: არაბიძე "შახტარში"? საბოლოო სიტყვა ლუჩესკუზეა...
როგორ გადავარჩინოთ ფეხბურთი - რას ურჩევენ კლუბები სპორტის ახალ მინისტრს?
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
პრო ლიგა 2. "გაგრა": კლუბები ითხოვენ - "ადიდასის" ბურთი და ორი გუნდი პირდაპირ!..
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა