შესანიშნავი სამეული - თბილისის "დინამომ", "სამტრედიამ" და "საბურთალომ" ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს
ვერაფერს ვიტყვით: მართლაც საინტერესოდ დაიწყო საქართველოს XXVII ჩემპიონატი და უკომპრომისო მატჩების გარდა, ის ფაქტიც აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფეხბურთელები სეზონის სტარტისათვის აშკარად არადამახასიათებელი შედეგიანობით გამოირჩევიან.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში 23 გოლი გავიდა, ახლა კი - ერთით მეტი. ანუ ერთ შეხვედრაში, საშუალოდ, 3 გოლი გადის, რაც მშვენიერ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ თუ პირველი ტური მასპინძლების დომინირებით წარიმართა, ამჯერად სტუმრებმა იყოჩაღეს: 8 შეხვედრიდან 4 მათი გამარჯვებით დამთავრდა, ორი მატჩიც ფრედ დასრულდა.

ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული და, აქედან გამომდინარე, ძალზე ნაადრევია რაიმე დასკვნ(ებ)ის გაკეთება, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით სამი გუნდის უდანაკარგოდ ასპარეზობას: თბილისის "დინამომ", "სამტრედიამ" და "საბურთალომ" ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს და ლიდერებადაც მოგვევლინნენ.

"დინამოს" ასეთი შედეგი არც არავის უნდა გაუკვირდეს, აი, "სამტრედიასა" და "საბურთალოს" ასეთი წარმატებული სტარტი ახალი სეზონის პირველ და სასიამოვნო სიურპრიზ(ებ)ად უნდა მივიჩნიოთ; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ორივე გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტები (შესაბამისად, გია ცეცაძე და გიორგი ჭიაბრიშვილი) წვრთნიან და შემადგენლობაც ახალგაზრდული ჰყავთ...

ნაადრევი ბომბარდირთა დავა

პირველ ტურში ერთი ჰეთ-თრიკი და ორი დუბლი შესრულდა, ახლა კი ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა იყოჩაღა და მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა;

უპირველეს ყოვლისა, "სამტრედიის" 25 წლის ფორვარდის, ირაკლი სიხარულიძის სუპერშედეგიანი სტარტი უნდა აღინიშნოს: მეორე მატჩი და მეორე დუბლი! ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერი შედეგია, თანაც სიხარულიძე ამ ტურში ძალიან ახლოს იყო ჰეთ-თრიკის შესრულებასთან, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა...

პირველ ტურში ერთადერთი ჰეთ-თრიკის ავტორი, ბათუმის "დინამოს" 28 წლის ცენტრფორვარდი გიორგი ბერიაშვილი ამჯერად "მხოლოდ" ერთ გოლს დასჯერდა, თუმცა ერთობ მნიშვნელოვანს; შეგახსენებთ, რომ სწორედ ბერიაშვილის ეფექტურმა და ზუსტმა თავურმა დარტყმამ (პლუს, "დინამოს" მეკარის, მიხეილ ალავიძის ჩინებულმა რეაქციამ) ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმელთა გუნდს ქულა მოუტანა.

სიხარულიძე და ბერიაშვილი ბომბარდირთა სიას ლიდერობენ, თუმცა ნურც სხვებს დავუკარგავთ გარჯას და ამ შემთხვევაში "ცხინვალის" ახალგაზრდა ლიდერს, 21 წლის ნიკა კაჭარავასაც ვგულისხმობთ და "შუქურას" 19 წლის ახალწვეულს, თენგიზ წიქარიძესაც (ამ ტურში ორივემ დუბლი შეასრულა).

ასევე გვინდა აღვნიშნოთ კიდევ ორი ფეხბურთელი, ზედიზედ მეორე ტურში რომ გაიტანეს გოლი: თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური და "საბურთალოს" 18 წლის შემტევი გურამ გოშთელიანი.

გოლები ახალი გუნდის მაისურით...

პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო და ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა: თბილისის "დინამოს" 28 წლის ცენტრალურმა მცველმა ზაზა ჭელიძემ, "გურიის" 26 წლის ნახევარმცველმა ნიკა მაისურაძემ (დუბლის შესრულებაც შეეძლო), "ტორპედოს" 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ ("საფირმო ცაციათი", ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით), "მერანის" 26 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი პაჭკორიამ, "სამტრედიის" 20 წლის ცენტრფორვარდმა დავით ჯიქიამ, თბილისის "დინამოს" 18 წლის მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ (ამ ტურის, უდავოდ, ყველაზე ლამაზი გოლი რომ შეაგდო).

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "შუქურას" 19 წლის ახალწვეული თენგიზ წიქარიძე, რომელმაც სულაც დუბლი შეასრულა!

სადებიუტო მატჩები, სადებიუტო გოლები...

ეს პროცესი, ალბათ, კიდევ გაგრძელდება და უმაღლეს ლიგაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტის აღნიშვნა მოგვიწევს; ასე იყო მეორე ტურშიც, როცა რამდენიმე ახალგაზრდამ პირველი მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში: 19 წლის ზურაბ ჯაფიაშვილმა, 19 წლის ოთარ კობახიძემ (ორივე - "სიონი"), 20 წლის ლევან ნონიკაშვილმა ("დილა"), 20 წლის ვასილ გოგოლიძემ ("მერანი), 19 წლის ლაზარე კუპატაძემ, 18 წლის დემურ ჩიხლაძემ, 17 წლის გიორგი კიკნაძემ (ყველა - "ლოკომოტივი"), 16 წლის გიორგი კოხრეიძემ ("საბურთალო").

ასევე პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში "დილას" 20 წლის ლეგიონერმა, 20 წლის ფორვარდმა ისლამ მაშუკოვმა (რუსეთი).

ახლა კი სადებიუტო გოლებზე ვთქვათ: "საპოვნელას" 24 წლის ნახევარმცველმა სანდრო შუღლაძემ, "სამტრედიის" 20 წლის ფორვარდმა დავით ჯიქიამ, "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ და თბილისის "დინამოს" 18 წლის მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ უმაღლეს ლიგაში პირველად გამოიჩინეს თავი.

თუმცა ამ "კატეგორიაში" მართლაც ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდევ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი: "შუქურას" ახალწვეული, 19 წლის ნახევარმცველი თენგიზ წიქარიძე "გურიასთან" შეხვედრაში სადებიუტო გოლს არ "დასჯერდა" და სულაც დუბლი შეასრულა.

არანაკლებ გამორჩეული დღე ჰქონდა "მერანის" ახალწვეულს, ვასილ გოგოლიძეს: უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩში შეცვლაზე შესულმა გოლის გატანაც მოახერხა!

პენალტები, სამსაჯო თემა და სხვა...

განვლილ ტურში, წინას მსგავსად, რამდენიმე მატჩში დაინიშნა პენალტი და ერთის გარდა, ყველა შემთხვევა გოლით დასრულდა; 11-მეტრიანები ზუსტად შეასრულეს: "სიონის" 30 წლის ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ (ბოლნისელთა გუნდის მაისურით ოთხწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი), თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, 20 წლის მათე ცინცაძემ, "ზუგდიდის" 20 წლის შემტევმა გურამ სამუშიამ და "საპოვნელას" 23 წლის ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ (უმაღლეს ლიგას გოლით ორწლიანი პაუზის მერე რომ დაუბრუნდა).

აი, ზემოთ ნახსენები ის ერთი შემთხვევა კი იმით დასრულდა, რომ "საპოვნელას" 23 წლის მეკარემ, ალექსანდრე გიორგაძემ "სამტრედიის" მთავარ მეგოლეს, ირაკლი სიხარულიძეს პენალტი აუღო და ამ უკანასკნელს ჰეთ-თრიკის შესრულების საშუალება არ მისცა...

სეზონი "წესიერად" ჯერ არ დაწყებულა და ისევე, როგორც პირველ ტურში, არბიტრების მიმართ უკმაყოფილება ამჯერადაც რამდენიმე მატჩში (გნებავთ, მატჩის დასრულების შემდეგ) იყო; უკმაყოფილების საბაბი კი, უფრო ხშირ შემთხვევაში, დანიშნული თუ არდანიშნული პენალტები იყო...

ისევ დაბრუნებულებზე...

პირველი ტურის მიმოხილვაშიც ვწერდით ამ სეზონის "ხმაურიან დაბრუნებულებზე" და ეს თემა ამჯერადაც აქტუალური იყო; კვლავაც გოლით გამოირჩა "დილას" 31 წლის ახალწვეული ოთარ მარცვალაძე და კვლავაც მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა თბილისის "დინამოს" 37 წლის კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა!

"ლოკომოტივთან" მატჩში "იაშკას" გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ: თანაგუნდელების თითქმის ყველა შეტევას იწყებდა, ასევე, თანაგუნდელების მიმართულებით ოსტატურ და მწვავე გადაცემებს არ იშურებდა და, საერთოდაც, უზომოდ მოტივირებული ჩანდა!

მეორე ტურში ამ სეზონის კიდევ ერთი ხმაურიანი დაბრუნება შედგა: მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" 10-წლიანი პაუზის მერე გიორგი ნერგაძე დაბრუნდა!

ქართველმა გულშემატკივარმა ნიჭიერი ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე სწორედ "ტორპედოდან" გაიცნო, რასაც შემდგომ თბილისის "დინამოში" გატარებული მართლაც დანავსილი პერიოდი (ქრონიკული ტრავმების გამო) მოჰყვა; 2010 წლიდან კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც;

და აი, ხუთწლიანი პაუზის მერე გიორგი ნერგაძე კვლავაც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა...

ბომბარდირები

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4

ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2

ო. მარცვალაძე (დილა) 2

გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2

თ. წიქარიძე (შუქურა) 2

უმაღლესი ლიგა. III ტური

29 აგვისტო, შაბათი

დინამო (თბ)-საბურთალო

30 აგვისტო, კვირა

დინამო (ბთ)-კოლხეთი

ტორპედო-დილა

ცხინვალი-ზუგდიდი

ჩიხურა-მერანი

სამტრედია-ლოკომოტივი

გურია-საპოვნელა

სიონი-შუქურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bacho
შე.... უმაღლესი ლიგის სიმბოლურს,რამე საინტერესო დაწერეთ!
Ushangi
რა კრიტერიუმით დააყენეთ ცხრილში გორის დილა ბათუმის დინამოზე წინ იქნებ მიპასუხოთ
Ushangi
ერთი კითხვა მაქვს საითთან ვინ ადგენს საქართველოს ჩემპიონატის ცხრილს რა პარამეტრებით აყენებთ გორის დილას ბათუმის დინამოზე წინ ?რა მაჩვენებელს უყურებთ შეხედეთ ბურთების შეფარდებას თვალები გამოიბანეთ ხანდახან რა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თენგიზ წიქარიძე გორის "დილას" ფეხბურთელი გახდა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
"საბურთალოს" ფეხბურთელი იჯარით გორის "დილაში" ითამაშებს
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"საბურთალო": გურამ გოშთელიანი ისრაელში მკურნალობს
"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ
გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: შეხვედრა წარსულთან
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
თენგიზ წიქარიძე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ქუთაისის "ტორპედო" მეათე ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია
დილა-ჩიხურა 1:0 - ჩაქრა და ჩაეხსნა [VIDEO]
"საბურთალოს" 3 ფეხბურთელი სიმბოლურში - ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესოები დაასახელა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
რიბეირო და ეტუ წავიდნენ, აბუბაქარს იწვევენ... გორის "დილაში" სერიოზული ცვლილებებია
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"საბურთალო" ბულგარულ შეკრებაზე ადგილობრივ "მონტანასთან" ფრეს დასჯერდა
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
ბათუმის "დინამო": თუ კიჩაკი არა, მაშინ ტიმოფეევი...
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
პირველი ლიგა: რუსთავური ამბიცია
ქართველი ფეხბურთელის სოლიდარობის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ