საქართველოს ნაკრების თავკაცს შესაძლო სიახლეებსა და საკადრო პოლიტიკაზე ინტერვიუ ვთხოვეთ
ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი ფინიშს უახლოვდება. საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, "დინამო არენაზე", შოტლანდიას უმასპინძლებს, 7 სექტემბერს კი ირლანდიასთან დუბლინის "ავივა სთედიუმზე" ითამაშებს.

"ჯვაროსნების" დამრიგებელი კახა ცხადაძე ეროვნულ გუნდში საკადრო ცვლილებებს რომ ამზადებს, "ლელო" ამაზე უკვე წერდა. ეროვნულ გუნდში "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერის, 20 წლის საყრდენი ნახევარმცველის, მათე ცინცაძის მიწვევა არავის გააკვირვებს, რადგან მას თემურ ქეცბაიაც აკვირდებოდა და მის მიმართ ცხადაძეც თავიდანვე კეთილგანწყობილი გახლდათ.

სიახლე არც თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობა იყო, რომ ეროვნული გუნდის შეკრებაზე მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძეც იქნებოდა - დიდი ხანია, რაც ამ ახალგაზრდით დაინტერესებაზე იყო ლაპარაკი, მალტა-გერმანიასთან შეხვედრებამდე კი ნაკრებთან ერთად ივარჯიშა კიდეც.

მათ გარდა, ცხადაძე პირველად დაინტერესდა პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში მოასპარეზე "ფეირენშეს" 25 წლის მეკარე გიორგი მაკარიძით, რომელსაც ქვეყნის მთავარ გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ კლაუს ტოპმიოლერის დროს ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ნაკრებში აღარ გვიხილავს.

ნაკრებში მიიწვიეს ბაქოს "ინტერის" მოთამაშეებიც - ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი (რომელიც ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო ეროვნულ გუნდში აღარ თამაშობდა) და ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.

კახა ცხადაძეს სხვა შესაძლო სიახლეებსა და, ზოგადად, საკადრო პოლიტიკაზე ინტერვიუ ვთხოვეთ:

- როგორც ამბობენ, მომავალი მატჩებისთვის შეკრებაზე საკმაოდ ბევრი ახალგაზრდის გამოძახებას აპირებთ...

- დავაზუსტებ: გუნდში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის მიწვევა დავიწყე. კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მირჩევნია, ისინი გავზარდოთ და 2-3 წელიწადში პერსპექტიული ნაკრები გვყავდეს, ვიდრე დინებას მივყვეთ - ერთწლიანი გუნდი არ გვჭირდება.

ოღონდ შენება და ფულის სწორად ხარჯვა დაგვჭირდება. ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ გაცილებით სწორი და გამართლებული გზა იქნება.

ასეთი ვითარებაა - ეროვნულ ნაკრებში ბევრი საინტერესო მოთამაშის მიწვევა გვსურს, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი სანამ აქვს, გვირჩევნია, ზოგიერთმა იქ ითამაშოს.

- აკაკი გოგიას საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ბოლოს და ბოლოს, ამ ბიჭს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს თუ არა?

- მას ხვალვე გამოვიძახებდი, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს.

- გადაწყვეტილების მიღებაზე ფეხს ითრევს თუ რა ხდება?

- ეს თემა დავხურეთ, რადგან გოგიას გერმანიის მოქალაქეობა აქვს. ამ ქვეყნის კანონმდებლობით კი, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. გოგიას მოწვევას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ის გერმანიის პასპორტზე იტყვის უარს და საქართველოს მოქალაქე გახდება.

- გიორგი პაპუნაშვილზე რას გვეტყვით? მას ნაკრებში სულ იძახებდით?

- გიორგის "ვერდერში" გადასვლამ ძალიან გაგვახარა. არ მიკვირს, აქედან წასული მოთამაშის ფუნქციონალური მდგომარეობა რომ დაბალია. გერმანიაში ის დაიხვეწება და ფუნქციონალურ მდგომარეობას გამოასწორებს - იქ ეს შესაძლებელია.

ახლა სწორედ ამაზე ამუშავებენ და დარწმუნებული ვარ, პაპუნაშვილი გერმანულ მოთხოვნებს მცირე ხანში შეეგუება და ათამაშდება.

- საერთოდ, ისეთი სურათი იქმნება, რომ ახალი ნაკრების ჩამოყალიბება გსურთ...

- რა თქმა უნდა! ჩვენი ჩანაფიქრია, რომ მიმდინარე შესარჩევი ეტაპის დარჩენილ შეხვედრებში მომდევნო საკვალიფიკაციო ციკლისთვის ბირთვი ჩამოვაყალიბოთ. აქცენტი უფრო ამაზეა გაკეთებული.

- ანუ ვეტერანებს ნელ-ნელა ჩამოაშორებთ გუნდს?

- არა, ეს გამორიცხულია, რადგან ნაკრებს გამოცდილი ფეხბურთელებიც სჭირდება. კანკავაზე ან კობახიძეზე უარს რატომ ვიტყვით?! ეს ხალხი გვჭირდება და მათ აუცილებლად მოვიწვევ.

საერთოდ, მე მეტი ახალგაზრდის მიწვევა მსურს და არა - ვეტერანების გაშვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ხიზანიშვილი როდის გახდა 20 წლის. ესეც ძმაკაცობას და ნაცნობობას უწევს ანგარიშს.? კახა დაიმახსოვრე -არავითარი ნეპოტიზმი, მხოლოდ გერმანული ობიექტივიზმი. დამიჯერე სხვანაირად ნაკრებსაც და თავსაც დაიღუპავ. მინდა რომ იყო წარმატებული.
555
ტიპს ძალიან მაგარი გონია თავი, რახან მთავარი მწვრთნელია ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველაზე უკეთ იცის ფეხბურთი, ვერ ხვდება როგორ ვარდება უკიდურესობებში, დასაწყოსში ამბობდა გამოცდილი ფეხბურთელები გვჭირდებაო და ნაკრებში პენსიონრები დააბრუნა ქეცბაიას გადაწყვეტილებები, რომ დაეწუნებინა, ახლა მიხვდა, რომ მცდარი ნაბიჯი გადადგა და ახალგაზრდების მიწვევა დაიწყო, რომ წააგებს, ალიბი ექნება, რა ვქნა ძმაო მომავლის გუნდს ვაყალიბებო და ვიქნებით ასე მომავლის გუნდის მოლოდინში, რომელიც არასდროს არ შეიქმნება, რადგან საქართველოში ძმაკაცობით გუნდებში და ნაკრებებში მოხვედრა არასოდეს დამთავრდება.
გუადუა
ბატონო გუჯა კახიძე. ძალიან საწყენია რომ თქვენ არსად არ გეძახიან. ძალიან სასიხარულოა რომ სპორტზე და ფეხბურთზე გული შეგტკივათ. მაგრამ არსებობს კიდევ თავმოყვარეობის მომენტიც,როდესაც ანეკდოტურია სიტუაცია - ცხენს პიტნა ეზარებოდა და ცხვირში ატენიდნენო - აი ასე იქცევით ახლა თქვენ, აბეზარობაში გადაიზარდა თქვენი მონდომება. როგორც მახსოვს თქვენ უკვე გირჩიეს თუნდაც მეორე ლიგის რომელიმე კლუბიდან დაიწყეთო,რატომ არ გინდათ? თუ იქაც არ არიან თანახმა,ესე იგი პრობლემაა უფრო ღრმადაა?
zura
თან ვარჯიშის დროს დაისვენებს,აღდგენითი ვარჯიშის დროს!
zura
ბოლო ბოლო მოუსმინოს იქნება ამ კაცს ვიღაცამ? გუჯა კახაძეზე ვამბობ,თვითონაც დაისვენებს,ჩვენც დავისვენებთ და ნაკრებიც დაისვენებს!
avtors
ავტორს... შემდეგში გოროზია უხსენე რას ერჩის, ნორვეგიის ლიგა არ მოსწონს?
გუჯა კახაძე
ორი თამაში 3 დღის ინტერვალით. რამდენად ხართ მზად? იქნებ აღდგენა მაინც ასწავლეთ? ამას მხოლოდ 1 ვარჯიში სჭირდება. თუ თამაშის დროს აღდგენასაც ასწავლით ჩვენი ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. ამას კი 2 ვარჯიში სჭირდება. ჩემი პროექტი ამ ყველაფრის შესახებ ფედერაციაში დევს, მაგრამ დღემდე არავინ დაინტერესდით.
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა