ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განუცხადა
იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთის ფედერაციაში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, ქართულ ფეხბურთს დავტოვებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განუცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ლევან კობიაშვილს.

ფიფია აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება.

"ვადასტურებ ამ სიტყვებს, რომ თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, დავტოვებ ქართულ ფეხბურთს. "დინამო" ასეთი აქტიური ინვესტიციებით მარტო ვერ დარჩება ქართულ ფეხბურთში. რომ მოვიდეს კერძო მესაკუთრე, საჭიროა დახვდეს სხვანაირი, სამართლიანი სურათი.

გასაგებია, რომ მხოლოდ ფედერაცია ვერ წყვეტს ამ საკითხებს, მაგრამ მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფოსთან, რომელმაც უნდა გაიღოს თანხა ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ ეს თანხა სწორად არის დასახარჯი. ცვლილებები არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. მეტსაც გეტყვით, ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. ეს უნდა მოხდეს აკადემიისა და სკოლების ჩამოყალიბების მიმართულებით. მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდით ვერ ავამაღლებთ ფეხბურთის დონეს. აუცილებელია მივიღოთ მომავალი თაობა", - განაცხადა ფიფიამ.

მისივე თქმით, ლევან კობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ის ენდობა.

"მაქვს იმედი, რომ მასთან ერთად განხორციელდება უამრავი კეთილშობილური საქმე ფეხბურთში. სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, რეზი არველაძესაც აქვს დიდი გამოცდილება. როგორც ფუნქციონერს, მასაც აქვს შანსები, რადგან არჩევნებზე წინასწარ აქვს ნამუშევარი. ის ხალხი, ვინც დებს ქართულ ფეხბურთში ფულს, მხარს უჭერს კობიაშვილს", - განაცხადა ფიფიამ.

gogia
"იმპოტენტი გულშემატკივარი"ს ვეთანხმები, ვინც დღეს ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტს 98% უნდა ჩამოაცილო საერთოდ ფეხბურთს! ქართული ფეხბურთის მტერი უნდა იყო რომ არველაძეს ხმა მისცე! ტიპი ვერ გაძღა,დასეირნობს აქეთ-იქით მუქთად რა უნდოდა მონაკოში ვითომ წილისყრაზე რომელი ქართული კლუბი მონაწილეობს ევროთასებზე?! მე არ ვიძახი რომ სხვა სხვა მოვა და ეგრევე გამოასწორებს სიტუაციას მაგრამ არველაძე თუ გახდა სფფ-ს პრეზიდენტი უეჭველი ვიცი რომ არაფერი არ შეიცვლება........
გუჯა კახაძე
სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უნდა ჩადოს, მაგრამ მხოლოდ მომგებიან პროექტებში. ამის შემდეგ კერძო ინვესტორებიც გამოჩნდებიან. წამგებიან სფეროში ინვესტორი საკუთარი ნებით ფულს რატომ ჩადებს?
giga
ამის წასვლა ფეხბურთის გლშემატკივარს არ უნდა გაუხარდეს...იმედია ამომრჩევლები ისინდისებენ და არველაძის პატივისცემას და ხათრს არ გადაყვებიან!!
Tamriko
ვინც არველაძეს ირჩევს ის არის ქართული ფეხბურთის მტერი და რატო ვამბობ ამას?ის დღემდე არის ამ სისტემაში მეორე კაცი და რამის გაკეთება ,რომ ზდომნიყო გააკეთებდა.და თუ ხელს უშლიდნენ მაშინ პროტესტის ნიშნად დატოვებდა სამსახურს ,ასე რომ მაფიოზია და მისი არჩევით ერთი დიდი ნაბიჯით უკან დახევაა
იმპოტენტი გულშემატკივარი
ყოჩაღ ფიფია! სხვა კლუბების ხელმძღვანელები თუ მიბაძავენ ამ კაცს და მკაფიო გზავნილს გაუგზავნიან სკამებზე ჩაბღაუჭებულ სფფ-ს ჩინოვნიკებს? არა მგონია. ისინი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ხმა მისცეს არველაძეს და წარსულის გადმონაშთებს, თავად არიან წარსულში ჩარჩენილები. მათ არ უნდათ რეფორმები, უკვე გვიანი არის მათთვის რეფორმები. რადგან რეფორმები მათნაირებს შემოსავლის ბინძურ წყაროებს მოუსპობს.
georgia
ვაიმე ამ კაცს მოუფრთხილდნენ თუ ოდნავ ჭKუა აქვტ, დღEს არცერთი ბიზნესმენი არ აკეთEბს მსგავს ინვესტიციას არც ერთ სფეროში
giga-s
ლათინურია მეგობარო ეგ და არა რუსული ცოტა იაზროვნეთ ხოლმე სანამ რამეს დაწერთ
Bacho
მართლა გაუგებრობას იწვევს ეს ,,D,, და ჩაანაცვლე რა ქართული ,,დ,,თი,არ შეიძლება?
თბილისი
ესეც რომ წავიდეს საერთოდ მოკვდება ქართული ფეხბურთი, რა უნდა ამ არველაძეს თავის ამბიციებს უნდა გადააყოლოს ქართული ფეხბურთი, წაყვეს რა დომენტის უეფაში სადმე დანიშნავენ მაგასაც არ დარჩება უმუშევარი... იქნება კოკაიც დაუბრუნდეს ზესტაფონს ეგენიც რომ წავლენ ...
giga
დაახვიე შენი რუსული ,,დ"-თი ქართველებს დამწერლობა არ გვაქვს ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა