სერენა უილიამსს უდიდესი მისია აკისრია
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა "დიდი სლემის" მეოთხე ტურნირზე - ამერიკის ღია პირველობაზე თამაში. ჩოგბურთელმა ჩათვალა, რომ მისი მომზადების ამჟამინდელი დონე საკმარისი არ არის ნიუ იორკში წარმატებული გამოსვლისთვის.

"სამწუხაროდ, წელს ვერ შევძლებ აშშ-ის ღიაზე გამოსვლას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ფორმაში შევსულიყავი, მაგრამ დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. კორტზე რამდენიმე კვირის შემდეგ, აზიურ ტურნირებზე დავბრუნდები", - დაწერა სოციალურ ქსელში შარაპოვამ.

"დიდი სლემის" 21 ტიტული ერთეულებში, 13 გამარჯვება წყვილთა თანრიგში, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 118 ტურნირის ტრიუმფატორი... სერენა უილიამსის კარიერაზე ბევრი მოთამაშე ოცნებასაც ვერ გაბედავდა. და ამ ჩამონათვალის მიუხედავად, დიად ამერიკელს ერთი დიადი საქმე ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს.

სერენას ბევრ ინტერვიუში უთქვამს, რომ მისთვის ჩოგბურთი - უბრალოდ სიამოვნების მიღების ერთ-ერთი საშუალებაა. არ შეიძლება დარწმუნებით იმის მტკიცება, რომ ამერიკელი ამით თვალებში ნაცარს გვაყრიდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მისთვის თამაშის აღქმა მართლაც შეიცვალა.

გასულ წელს, უილიამსს შეეძლო საკუთარი თავისთვის უფლება მიეცა - წაეგო კლასით გაცილებით დაბლა მყოფ ჩოგბურთელთან, დღეს კი ეს თითქმის გამორიცხულია. სერენას ამგვარი თავდადების მიზეზი ცხადზე ცხადია: ამ სეზონში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს მთავარი საჩოგბურო მწვერვალისკენ - სეზონური დიდი სლემისკენ.

იმ ჩოგბურთელებს, რომლებსაც ერთ კალენდარულ წელს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი აქვთ მოგებული, ცალი ხელის თითებით დაითვლით, ხოლო შტეფი გრაფის ეპოქის შემდეგ, მხოლოდ ერთი კანდიდატი გამოჩნდა, რომელიც შეიძლება შევიდეს ამ განსაკუთრებული ჩემპიონების კლუბში.

მისი სახელია - სერენა უილიამსი. ბედის ირონიით, ბოლო ათწლეულის მთავარი დომინანტი ჩოგბურთელი, მხოლოდ კარიერის ბოლოსკენ მიუახლოვდა იმ მომენტს, როცა "დიდი სლემი" მისთვის რეალური მიზანი გახდა. გამოცდილი და დაძაბულ ბრძოლებში გამობრძმედილი უილიამსი მზადაა გადამწყვეტი ნახტომისთვის.

საგულისხმოა, რომ ამ სეზონის მსვლელობისას, ერთხელაცარ გაჩენილა ეჭვი იმის თაობაზე, რომ სერენამ საბოლოოდ მოიპოვა ტურში უძლიერესი ჩოგბურთელის სტატუსი. წელს, მან მხოლოდ ოთხი მატჩი წააგო, ყოველ ჯერზე, ახალ ძალისხმევას მიმართავდა და კიდევ უფრო უკეთ თამაშობდა.

ამასთან, ყოველთვის არსებობდა შეგრძნება, რომ ამერიკელის ზღვარი ჯერ კიდევ შორს არის. ის იმდენად კარგად მოქმედებს, რამდენადაც სიტუაცია მოითხოვს და ბევრი ვერ დაიკვეხნის, რომ აიძულა მსოფლიოს პირველი ჩოგანი 100 პროცენტით დახარჯულიყო კორტზე.

მაგრამ, აშშ-ის ღია პირველობა ის ტურნირია, სადაც მან ბოლომდე უნდა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ მარია შარაპოვას უარის შემდეგ, სერენასთვის ამერიკის ღია პირველობის ბადე გამარტივდა, მას მაინც რთული გზა რჩება ტიტულისკენ. უკვე პირველ კვირას, რეიტინგის ლიდერს შეიძლება მოუწიოს შეხვედრა სლოუნ სტივენსთან და აგნიეშკა რადვანსკასთან, შემდეგ კი, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს.

უმცროსი უილიამსისთვის ამოცანის გამარტივება შეუძლია ვინუს უილიამსს - მის პოტენციურ მეტოქეს მეოთხედფინალში. მაგრამ ვინუსსაც ბევრი რთული ბარიერი აქვს გასავლელი, რომელთა შორის, მთავარია, ახალგაზრდა ბელინდა ბენჩიჩი. საკმარისია ითქვას, რომ სულ ცოტა ხნის წინ, 18 წლის შვეიცარიელმა სენსაციურად დაამარცხა სერენა ტოროტოში. კაროლინა პლიშკოვა, ეკატერინა მაკაროვა და ანა ივანოვიჩი - ასევე სერიოზული საფრთხეა ჩემპიონისთვის ფინალისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ, დღევანდელი გარემოებებით, უმცროსმა უილიამსმა ერთმანეთის მიყოლებით ყველა უნდა დაამარცხოს.

ბადის მეორე ნახევარში ფინალისტთა სავარაუდო შემადგენლობა ასევე შთამბეჭდავია. ეს არის პეტრა კვიტოვა, ჰალეპი და ბაშჩინსკი, გამოცდილი საფაროვა. ბოლოს და ბოლოს, ვიქტორია აზარენკასაც შეუძლია შორს გასვლა. და, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამოვწეროთ შარშანდელი ფინალისტი კაროლინ ვოზნიაცკი.

ასე რომ, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, სერენა უილიამსის მიმართ ყველაზე გულგრილი გულშემატკივრებიც კი დიდი ინტერესით მიადევნებენ თვალს ამერიკელის გამოსვლას ნიუ იორკში, რადგან კიდევ როდის გვექნება შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ვიხილოთ "დიდი სლემის" ნამდვილი მფლობელი ამ უდიდესი ტრიუმფის მომენტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
პეტრა კვიტოვა ფენომენალური იყო
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა დაჭრეს
საფრანგეთის ღია პირველობა: კვიტოვას ორი ნული
პეტრა კვიტოვას საშობაო საჩუქარი
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
დაჭრილ პეტრა კვიტოვას სამი თვე გაუცდება
ლონდონის ტურნირი დაჯგუფებულია
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია