რატომ არ დაიგეგმა სფფ-ის ყრილობაზე აღმასკომის წევრების არჩევა?
ლევან კობიაშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. ის თავის კანდიდატურას დღეს, 1-ელ სექტემბერს დაარეგისტრირებს. ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კვირის ბოლომდე სამუშაო შეხვედრები დაგეგმა რეგიონულ ფედერაციებთან, ასოციაციებთან და ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელებთან. 31 აგვისტოს კი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს არაფორმალურად შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

შეხვედრის შემდეგ კობიაშვილმა პრესასთან ილაპარაკა:

- საუბარი შეეხო საფეხბურთო მართვის სისტემის გაუმჯობესებას, მისი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფასა და ქართული ფეხბურთის შესაძლებლობების განვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი ღონისძიებაა, რომელზეც უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები სრულად იყვნენ წარმოდგენილნი. აქ არიან ხმის არმქონე კლუბებიც.

ჩემთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის ამ შეხვედრით დაწყება. კლუბებს გავაცანი ჩემი ხედვა და სამოქმედო სტრატეგია, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებას. ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეროვნული ჩემპიონატი და მისი პროგრესის ხელშეწყობაა. ამიტომ თითოეული კლუბის მოსაზრება ღირებული და გასათვალისწინებელია.

მიმაჩნია, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო. ჩვენ ვიმუშავებთ გუნდურობის პრინციპით, რადგან ასე ვიზრდებოდი, ასე ვცხოვრობდი და ესაა ჩემი ცხოვრებისეული ხედვა. ერთიანობით ქართული ფეხბურთის წინსვლას მოვახერხებთ.

- თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში დაიბარეს გურიის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი, რომელიც მხარს რევაზ არველაძეს უჭერს? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ზეწოლაა?

- ამ ფაქტზე არაფერი ვიცი და როცა დავაზუსტებ, კომენტარსაც მერე გავაკეთებ. საერთოდ, ჩარევების წინააღმდეგი ვარ. ბოლო დროს ბევრი რამ გახდა მიუღებელი. უპირველესად, ეს ფეხბურთის ფედერაციის ქმედებებს ეხება. მან აბსოლუტურად ყველა კანდიდატს უნდა მისცეს საშუალება, რომ საარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში წარმართოს. ყველა სუბიექტი უნდა შეხვდეს კანდიდატებს და არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს.

- ამას ფეხბურთის ფედერაცია უშლის ხელს?

- იმ ქმედებებით, რასაც ბოლო დროს ფედერაცია სჩადის, რასაკვირველია, საარჩევნო პროცესს აფერხებს და კანდიდატებს თანაბარ პირობებში არ აყენებს.

ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა "ლელოს" კითხვებს უპასუხა:

- ქართული ფეხბურთის ლეგენდა მურთაზ ხურცილავა გულდაწყვეტილი იყო, რევაზ არველაძეს მხარს იმიტომ ვუჭერთ, რომ სხვა კანდიდატებმა ვეტერანებთან შეხვედრა არც ისურვესო...

- ვეტერანთა კავშირის წევრები რევაზ არველაძეს 20 აგვისტოს შეხვდნენ. დარეგისტრირების ბოლო ვადა კი 7 სექტემბერია და ყველა სუბიექტს შევხვდები, ცხადია - ვეტერანთა კავშირის წევრებსაც. ლოგიკური იქნება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ყველა სუბიექტმა კანდიდატებთან შეხვედრისა და მათი პროგრამის გაცნობის შემდეგ მიიღოს.

მაგრამ არჩევნების თარიღი რომ 14 აგვისტოს ცხადდება, 17-ში კი კანდიდატს წარადგენენ, ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა და სხვა კანდიდატებს პროგრამის გაცნობის საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც ვამბობ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები არც ქართულ ფეხბურთს წაადგება და საარჩევნო პროცესსაც დააზიანებს. მე გამჭვირვალედ, წესების დაცვით ვიმოქმედებ და სამართლიანობის პრინციპს არ გადავუხვევ.

- სუბიექტების გაზრდასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- წარმოუდგენელია, რომ კლუბები სფფ-ის ეგიდით გამართულ ტურნირებში თამაშობენ, მერე მას ევროტურნირებზე წარადგენენ, უეფასა და ფედერაციისგან თანხებს იღებენ და ამ ორგანიზაციის წევრები არ არიან. ეს ცალსახად მიუღებელია.

მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი - ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში გარკვევით წერია, რომ ყრილობა ოთხი წლით ირჩევს ახალ პრეზიდენტსა და აღმასკომის ახალ წევრებს, ანუ ასე უნდა მოხდეს 3 ოქტომბერს. მაგრამ სფფ-ის აღმასკომის დადგენილება რომ მოგვაწოდეს, იქ წერია, ყრილობის დღის წესრიგში ამ ორიდან მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნებია შეტანილი.

ეს ფედერაციის წესდების უხეში დარღვევაა. ამით პირდაპირ დასტურდება, რომ ამ სისტემას ვინც მართავს, სამართლიანი არჩევნებისთვის მზად არ არის და ეს არც უნდა. რასაკვირველია, ჩვენ ამას უეფას ვაცნობებთ.

- თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთის უბედურება რისი შედეგია? უფულობის, არაორგანიზებულობის თუ არსებული სისტემის?

- ყველაფრის ერთად! ვითარება მარტო ფულით ვერ გამოსწორდება. საჭიროა წესდების შეცვლა და მისი ევროპულ სტანდარტებთან მისადაგება. ამას გარდა, პრობლემაა სისტემა, დაფინანსება, ბავშვთა ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა, განათლება - ყველაფერზე დიდი შრომა დაგვჭირდება.

ეს ყველაფერი ჩემს საარჩევნო პროგრამაში გავითვალისწინე, რათა კონკურენტუნარიანები გავხდეთ. სხვაგვარად, ამ მდგომარეობას თავს ვერ დავაღწევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

iniesta
ლევან ყველა ფეხბურთის ბალეშიკი შენ გვერდზეა! რომა წადი ბალეტს უყურე.
დათა
რომა შე ,,, ფული არ ველაზემ რო ისოვა ფედერაციაში მიტოა კარგად ქართული ფეღბურთის საქმე და წინა პრეზიდენტიც ხო ფერბურთის სამყაროდან გყავდა
ლაშა
ქოცები რას აკეტებენ რომ ამან ააყვავოს... ღარიბაშვილი რომ არ პროტეჟეობდეს, იქნებ მოეგო კიდეც
მიდი ლევან, მიაწექი
მიდი ლევან, მოახდინე რეორგანიზება, შეცვალე ჩაჭაობებული ფედერაციის სისტემა, მოაშორე პატაზიტები, დაასაქმე პატრიოტი ხალხი, ათამაშე ნიჭიერი ბიჭები, მიეცი ყველას თანაბარი შანსი, გადაუხადე ყველას ხელფასი. მოუსმინე ძველ ვეტერანებს ყოველთვის და ახალგაზდები კი უნდა იყვნენ ბირთვი ახალი ქართული ფეხბურთისთვის.
roma
რომელ ღარიბ ქვეყანაში ყვავის ფეხბურთი,ერთი მაგალითი მაინც დამისახელე კობიაშვილო,ან რომელი ქვეყნები იგებენ,ჩემპიონთა ლიგას,ევროპა ლიგას,მსოფლიო და ევროპას,სად,რომელ ქვეყნებში თამაშობენ მაღალ დონეზე,საქართველოს ნაირ ქვეყნებში?სირცხვილია ამდენი ტყუილები,შენ რისი გამკეტებელი ხარ,რა გამოცდილება გაქვს,ატყუებთ ამ გაუნათლებელ ხალხს და მეტი არაფერი,ამდენი ფული გაქვს ნაშოვნი კარიერის მანძლზე და კიდევ ვერ ძღები,ხალხო კარგად დაფიქრდით და გაშიფრეთ ყველაფერი,თორემ მართლა გვიან იქნება მერე თითზე კბენანი.
1
რეგიონალურ ფედერაციებს საერთოდ არ უნდა ქონდეთ ხმის უფლება. არჩევანუ უნდა გააკეთონ კლუბებმა.
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა