ცენტრალური შეხვედრა ბუდაპეშტშია, სადაც მესამეადგილოსანი უნგრეთი რუმინეთს მასპინძლობს
3 სექტემბერს სამ ქვეჯგუფში მატჩებით განახლდა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ბატალიები. დღეს-ხვალ დანარჩენი გუნდებიც ჩაერთვებიან ბრძოლაში, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც შოტლანდიას მასპინძლობს.

ბუნებრივია, მთელი ყურადღება "დინამო არენისკენ" და D ჯგუფისკენაა მიმართული, მაგრამ არც სხვაგან ველით უინტერესო თამაშებს.

საქართველო VS შოტლანდია - მოდი, ვნახოთ საქართველო...

ევრო 2016. შესარჩევი. D ჯგუფი. VII ტურის წინ: შურის საძიებლად

F ჯგუფი: თავდაყირა

ჯგუფი, სადაც უკვე უამრავი მოულოდნელობა მოხდა. ტურში ორ ნაკრებს მწვრთნელიც კი არ გამოიყვანს, არამედ მოვალეობის შემსრულებელი პირი (ფინეთი და საბერძნეთი).

ტურის ცენტრალური შეხვედრა ბუდაპეშტშია, სადაც მესამეადგილოსანი უნგრეთი რუმინეთს მასპინძლობს. პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებას ისიც ამძაფრებს, რომ ამ გუნდებს შორის მხოლოდ სამი ქულაა. რუმინეთის ნაკრების კარში ამ შესარჩევ ციკლში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და მისი ავტორი უნგრელი ბალაშ ჯუჯაკია.

ჯუჯაკის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმამ ამ გუნდების პირველ თამაშში რუმინეთს მოგება არ დაანება.

უნგრეთის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ზოლტან გერა, სტუმრებს ამავე მიზეზით არ ეყოლებათ მიჰაი პინტილი. ტამაშ პრისკინი უნგრეთის ნაკრებში 50-ე მატჩს თამაშობს.

პირეოსში ორი მოულოდნელი აუტსაიდერის თამაშია - ბოლოადგილოსანი საბერძნეთი ბოლოსწინაადგილოსან ფინეთს მასპინძლობს. ორივეს ერთად იმდენივე ქულა აქვს, რაც ფარერების ნაკრებს.

არც ერთ ნაკრებს არ ჰყავს თავკაცი, მხოლოდ დროებითი მწვრთნელი. ბერძნებს ამ მატჩზე კოსტას ცანასი გაიყვანს, სერხიო მარკარიანის წასვლის მერე ბერძნებმა პოსტი დროებით ახალგაზრდულის თავკაცს მიანდეს. ფინეთის ნაკრები მიქსუ პაატალაინენმა დატოვა და დროებით გუნდს მარკუ კანერვა წვრთნის.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები, რომელიც მოულოდნელად, ჯგუფის ფავორიტთაგანად იქცა, ფარერის კუნძულებზე ჩადის. მასპინძლებს ატლი გრეგერსენი არ ეყოლებათ დისკვალიფიკაციის გამო.

4 სექტემბერი

ფარერები-ჩრდ. ირლანდია 22:45

საბერძნეთი-ფინეთი 22:45

უნგრეთი-რუმინეთი 22:45

ა გ თ მ ფ ბ ქ

1. რუმინეთი 6 4 2 0 7-1 14

2. ჩრ. ირლანდია 6 4 1 1 8-4 13

3. უნგრეთი 6 3 2 1 5-3 11

4. ფარერები 6 2 0 4 4-8 6

5. ფინეთი 6 1 1 4 5-8 4

6. საბერძნეთი 6 0 2 4 2-7 2

ბომბარდირი: 5 - კაილ ლაფერტი (ჩრ. ირლანდია).

I ჯგუფი: პორტუგალია ისვენებს

ამ ჯგუფში პორტუგალია ისვენებს, პარასკევს ის საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩს თამაშობს.

ძალიან მნიშვნელოვანია თამაში კოპენჰაგენში, "პარკენზე" დანია ალბანეთს მასპინძლობს, რომელსაც სულ ორი გოლი აქვს გაშვებული.

სერბეთის ნაკრები კი სომხეთს მასპინძლობს, რომელთაც მხოლოდ ქულა აქვთ, სერბებს კი სულაც - მინუს ორი.

4 სექტემბერი

დანია-ალბანეთი 22:45

სერბეთი-სომხეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 5 4 0 1 7-4 12

2. დანია 5 3 1 1 8-4 10

3. ალბანეთი 4 3 1 0 7-2 10

4. სომხეთი 5 0 1 4 5-9 1

5. სერბეთი 5 0 1 4 3-11 -2

შენიშვნა: სერბეთს 3 ქულა აქვს დაკლებული.

ბომბარდირი: 5 - კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
BILD: "ლივერპულს" ჩაბი ალონსო ჩაიბარებს
გერმანიასთან მარცხი არ აპატიეს - განას მწვრთნელი გაათავისუფლეს
ძაკარდო: ამ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, შეუძლია დიდებული გახდეს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
უეფამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო გოლი დაასახელა [VIDEO]
ზოლტან გერას გოლი ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესოდ აღიარეს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს