დღეს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინშია და ირლანდიის ნაკრებთან დღეს, 7 სექტემბერს გასამართი ევროშესარჩევის მატჩისთვის ემზადება. "ავივა სთედიუმზე" შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ჯანო ანანიძე, რომელმაც შოტლანდიასთან პარასკევის მატჩში ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა. პირველი ვარჯიში გამოტოვა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც ნაშოტლანდიევს მცირე ტრავმა აღმოაჩნდა, თუმცა, როგორც გავიგეთ, საგანგაშო არაფერია. გუშინ, 6 სექტემბერს მან სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ობიექტური მიზეზით ვერ გაჰყვა ნაკრებს გიორგი გველესიანი. "დინამოს" მცველი კახა ცხადაძემ სანაკრებო სიას ბოლოსღა დაამატა და მისთვის ირლანდიის ვიზის გაკეთება ვერ მოესწრო. თბილისში დარჩა ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირიც.

სამაგიეროდ, ჩვენს გუნდს დაემატნენ ნახევარმცველი მათე ცინცაძე ("დინამო" თბ) და შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ("ვერდერი"), რომლებიც 3 სექტემბერს ხორვატიაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ეხმარებოდნენ.

ირლანდია, რომელმაც გასვლით შეხვედრაში იოლად დაამარცხა გიბრალტარი, საქართველოსთან მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

ირლანდია

მეკარეები: შეი გივენი (სტოკი, ინგლისი), დევიდ ფორდი (მილუოლი, ინგლისი), დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი);

მცველები: ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), სიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), სტივენ უარდი (ბარნლი, ინგლისი), მარკ უილსონი (სტოკი, ინგლისი), სტივენ კლარკი (ასტონ ვილა, ინგლისი), რიჩარდ კეო (დერბი, ინგლისი), ალექს პირსი (დერბი, ინგლისი), კრის კრისტი (დერბი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (ევერტონი, ინგლისი), გლენ ველანი (სტოკი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ჯეიმს მაკარტი (ევერტონი, ინგლისი), უეს ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), რობი ბრეიდი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიქსი (დერბი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), სტივენ ქუინი (რედინგი, ინგლისი), ენტონი პილკინგტონი (კარდიფი, ინგლისი), იუნან ოკინი (ბორნმუთი, ინგლისი);

თავდამსხმელები: რობი კინი (ლოს ანჯელეს გელექსი, აშშ), კევინ დოილი (კოლორადო, აშშ), შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჯონათან უოლტერსი (სტოკი, ინგლისი), ადამ რუნი (აბერდინი, შოტლანდია).

საქართველო

კახა ცხადაძის განკარგულებაში კი ეს ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი ლორია (უკლუბოდ), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია);

მცველები: გიორგი ნავალოვსკი (დილა), გიორგი ფოფხაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქარშიაქა, თურქეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე (დინამო, თბ);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვერია, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), მათე ცინცაძე (დინამო, თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თაზო
pololik 100% ხართ,მაგ ბიჭს სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრები აქვს!
Levani
ოქრიაშვილი საერთოდ უნდა გამოირიცხოს, პანღურითაა გასაგდები. კი ბატონო კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ გარემოს აბინძურებს გუნდში და ეგეთი ბალოტელი არ ჭირდებათ იტალიელებს, რომელიც მართლა უნიჭიერესია
odala
ახპერ, ეს ინჩეს გელექსიიიი?? გელლლექსი რათა ალექს? გალაქსი წერია იქა. ამერიკელები როგორც გამოთქვამენ, იქ არც ა არის და არც ე. მაგ ორი ასოს შუაში უნდა იყოს ზუსტად მოთქმა, მაგრამ თქვენ თურქ, არაბ, ირანელ, სომხებივით ე-ს გამოთქვამთ. უფრო მარტივია - გალაქსი. ბრიტანელები მაგ შემთხვევაში ჩვეულებრივად ა-ს გამოთქვამენ, რომელიც თქვენი აზრით ე არის. არაბებმა იციან ხოლმე ემერიკააააა :)))
pololik
5 თამაში წავაგეთ, ერთი გავარდნილი მოგება თითქმის ყველა შესარჩევში გვქონია. დარწმუნებული ვარ წავაგებთ იმიტომ რომ ოქრიაშვილისნაირ პროვინციელ ს... არ კვეთავენ სამუდამოდ ნაკრებიდან (რაც მაგან შოტლანდისთან თამაშში იკადრა როდესაც ცხადაძემ გამოცვალა ევროპის ნაკრებში არსად აპატიებდნენ. დღეს საქართველოს ნაკრები წააგებს 2:1. აგერ მე და აგერ თქვენ.
Unknown
ირლანდია შოტლანდიაზე ძლიერია, თან შინ თამაშობს,ამიტომ ილუზიები არ უნდა გვკონდეს, მთავარია ჩვენებმა გირსეული თამაში აჩვენოს
Nukri
პრემიერ ლიგაში კი თამაშობენ,მაგრამ დაბალ დონის გუნდებში არიან.........
გიორგი
ქართველი ხალხი ირლანდიებთან გამარჯვებას ითხოვს, მაგრამ ის ავიწყდება რა მგომარეობაშია ქვეყანა და საერთოდ ფეხბურთი საქართველოში . ვხარჯავთ იმის მეათედს ფეხბურთში რასაც თუნდაც ირლანდია? ასე რომ შეეშვით ფეხბურთელების და მწვრთნელების გინებას და უგულშემატკივრეთ ჩვენს სუსტ ნაკრებს.რაცა ვართ ესა ვართ დღეს და არავითარი წინაპირობა არ არის რომ წარმატებულად ვითამაშოთ
zviadi
Iრლანდია შემადგენლობით ძალიან ძლიერია,სულ პრემიერლიგის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.სწრაფ გოლზე გააკეთებენ აქცენტს და მაღალ ტემპში შეგვიტევენ ,ამიტომ თავიდან აუცილებელია საყრდენების აქტიური თამაში დაცვის წინ და ტემპის დაგდება.კონტრშეტევებზე არ უნდა ავაწყოთ თამაში,პირიქით ბურთის კონტროლზე და მოკლე პასებით უნდა შევეცადოთ როგორმე დავაგდებინოთ ტემპი.ძალიან ცუდია ანანიძეს არყოფნა ბურთს კარგად იჭერდა შოტლანდიასთან.ვფიქრობ პაპუნაშვილი გამოგვადგება მაგ პოზიციაზე კანკავასთან და ცინცაძესთან ერთად.მარცხნივ ოქრი მარჯვნივ ვაკო და თავდამსხმელი ვაწაძე.დაცვაში კაშია კვირკველია შუაში, აქეთ იქით ნავალოვსკი ლობჟანიძე.შევა ყენია ვაკოს მაგივრად და მჭედლიძე ვაწაძის.
jaba
ალბათ ჯანოს ცინცაძე ჩაანაცვლებს,დაახლოებით ნახევარი საათი პაპუნაშვილსაც უნდა დაეთმოს.
Vaso
იმედია მოვიგებთ... 1-2
Vaso
Iმედია მოვიგებთ1-2
aldo apachy
მიდით ბიჭებო მიდით მინიმუმ ფრე, არ უნდა წავაგოთ
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
გველესიანის მეხუთე კლუბი ირანში? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალი ვარიანტი აქვს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?