დაეწყვეთ, სამშობლოს ჯარისკაცებო!
ავსტრია დაბრუნდა. პატარა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად ვუწოდოთ საფეხბურთო. ავსტრიამ პირველი ადგილი გაინაღდა ევროშესარჩევ ჯგუფში, სადაც რუსეთი და შვედეთი არიან. გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც, სადაც ბოლოს (2008 წელს) მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ტურნირის თანამასპინძელი გახლდათ.

წარსული აღიარება წარსულში დარჩა. ბოლო დროს ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთს არაერთი შესანიშნავი მოთამაშე აჩუქა (ანდრეას ჰერცოგი, ტონი პოლსტერი, ფრიდრიხ კონსილია, ჰანს კრანკლი და სხვები), ვერაფრით იბრუნებდა ძველ სიმაღლეებს.

ასე განსაჯეთ, არცთუ დიდი ხნის წინათ, ავსტრიას ფიფას რეიტინგში მოკრძალებულზე მოკრძალებული 105-ე ადგილიც კი ეჭირა. ავსტრიული ფეხბურთის მამები მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ფეხბურთის განვითარების სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს. შედეგიც სახეზეა. ავსტრიის ნაკრების ძირითად ბირთვს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები წარმოადგენენ.

შვეიცარელი დამრიგებელი მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების წარმატებების მთავარი შემომქმედია. მას უყვარს შემტევი, გახსნილი ფეხბურთი და კადრებიც ასეთი ჰყავს. კოლერი მიიჩნევს, რომ ეს არ არის მისი გუნდის მაქსიმუმი.

"ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ეს დიდებულია, თუმცა ავსტრიას აშკარად მეტი შეუძლია. ახალგაზრდა, მზარდი გუნდი ვართ და თამაშს დღითიდღე ვაუმჯობესებთ. შეტევა ჩვენი კრედოა - თუ არ შეუტიე, გოლს ვერ გაიტან." - ამბობს ავსტრიელთა დამრიგებელი.

ბევრი მიიჩნევს, რომ ავსტრიის ნაკრებს ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს - მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი დავიდ ალაბა.

"ჩვენ გუნდური კოლექტივი გვყავს და მივისწრაფით იმისკენ, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო გუნდური გახდეს. აქედან გამომდინარე, მე ვერ გამოვარჩევ ვერც ერთ ფეხბურთელს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ალაბა უბრალოდ შესანიშნავია." - აღნიშნა კოლერმა.

რას უნდა ველოდეთ მომავალში ავსტრიის ნაკრებისაგან? გუნდის მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ მისი გაწვრთნილები გზიდან არ გადაუხვევენ და კვლავ გაჰყვებიან პროგრესის იმ ბილიკს, რომელმაც ავსტრიას ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა.

"ყოველი დღე ჩვენ იმისათვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ხვალინდელი დღევანდელზე უკეთესი იყოს. მე სულ ამას ვეუბნები ფეხბურთელებს და მათ ჩემი ბოლომდე ესმით. მე მჯერა, რომ სანამ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ, ეს ჰარმონია არამც და არამც არ დაირღვევა." - ესეც კოლერის სიტყვებია.

თანამედროვე ავსტრიის ნაკრებს არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ჭეშმარიტი ვარსკვლავი ერთია - "ბაიერნის" უნივერსალი, დავიდ ალაბა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ის ძალიან ხშირად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. "ბაიერნში" კი, როგორც იცით, ფლანგის მცველია.

"მე ვამაყობ, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ. როცა ჩვენ მინდორზე გამოვდივართ, სამშობლოს ჯარისკაცები ვხდებით და არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა შენ შენი ხალხის გახარება შეგიძლია.

ავსტრიულ ფეხბურთში იყო კრიზისი და ეს კრიზისი ჩვენმა თაობამ დაასრულა. ყველას ვაჩვენეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია და თანაც არა რიგითი, არამედ კარგი თამაშით. ჩვენ ყოველთვის ყველაფერი როდი გამოგვდიოდა ამ შესარჩევ ციკლში, მაგრამ ფაქტია, რომ სულ შეტევას ვცდილობდით.

ევროპის ჩემპიონატი დიდი გამოცდა იქნება ჩვენი ახალგაზრდული გუნდისათვის, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს გავუძლებთ. არ ვამბობ, რომ ავსტრია უსათუოდ ჩემპიონობისათვის იბრძოლებს, მაგრამ ფაქტია, რომ საჩუქარი არავისთვის ვიქნებით." - ამბობს ალაბა.

ავსტრიის ნაკრების კაპიტანი კრისტიან ფუხსი ღმერთს უმადლის, რომ ასეთი კარგი გუნდის მმართველია მინდორზე:

"ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და კონფლქტს ვერავინ იპოვის ავსტრიის ნაკრებში. მიმაჩნია, რომ წარმატების მთავავარი გასაღები ერთსულოვნებაშია. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს ევროპაში და მჯერა, წარმატებები წინ გვაქვს.

ქომაგები მტელი ციკლის განმავლობასი თავდაუზოგავად გვიჭერდნენ მხარს. მათ გვერდში დგომას გასვლით შეხვედრებშიც კი ვგრძნობდით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთგული ხალხი არ გავაწბილეთ."

ავსტრიის ნაკრების ოპტიმალური თერთმეტეული მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლში ასეთია: ალმერი, ფუხსი, დრაგოვიჩი, პრიოდლი, კლაინი, ალაბა, ბაუმგარტლინგერი, არნაუტოვიჩი, იანუზოვიჩი, ჰარნიკი, იანკო.

ავსტრიის ნაკრები

თიკუნი: Das Team (გუნდი)

კონფედერაცია: უეფა

მწვრთნელი: მარსელ კოლერი (შვეიცარია)

ყველაზე მეტი თამაში: ანდრეას ჰერცოგი (103)

ყველაზე მეტი გოლი: ტონი პოლსტერი (44)

ფიფას რეიტინგი: 13

პირველი ოფიციალური მატჩი: ავსტრია - უნგრეთი 5:0 (1902)

ყველაზე დიდი გამარჯვება: მალტა - 9:0 (1977)

ყველაზე დიდი მარცხი: ინგლისი - 1:11 (1908)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
მეტოქე: მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო - მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]
ავსტრიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა
საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ