საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის მსოფლიოს თასზე პირველ შეხვედრას ტონგას ნაკრებთან მართავს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის მსოფლიოს თასზე C ჯგუფის პირველ შეხვედრას ტონგას ნაკრებთან მართავს. გლოსტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" მიმდინარეობს მატჩის მეორე ტაიმი. "ბორჯღალოსნები" "ზღვის არწივებს" ანგარიშით 17:10 ამარცხებენ.

მე-10 წუთზე ანგარიში კუნძულელებმა მას შემდეგ გახსნეს, რაც შერკინებაში დავჯარიმდით. კურტ მორატმა ზუსტად დაარტყა.

"ბორჯღალოსნებს" გათანაბრების საშუალება აქედან სამ წუთში მიეცათ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.

მეორედ ამის შანსი "მეკოს" უკვე მე-19 წუთზე გაუჩნდა და ამჯერად მისი დარტყმული უკვე ზუსტი აღმოჩნდა - 3:3.

და აი, 28-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მორიგი იერიში ჩვენმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ლელოთი დააგვირგვინა! კვირიკაშვილმა მარტივად გარდასახა და საქართველო ანგარიშში წინ გავიდა - 10:3!

39-ე წუთზე ტონგელებმა საპასუხო ლელო დაგვიდეს, თუმცა მათი სიხარული ამაო აღმოჩნდა - არბიტრმა მანამდე კუნძულელებზე წინ თამაში დააფიქსირა... ტაიმიც იქვე, ჩვენი მოგებული შერკინებით დასრულდა.

გუნდებმა შეისვენეს და თამაში განახლდა...

სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა 50-ე წუთზე მას შემდეგ გვქონდა, რაც შერკინების შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მივიღეთ, მაგრამ "მეკოს" დარტყმა მეორედ გაუცუდდა...

და 56-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ტონგას მეორე ლელო დაუდო! ბურთი ჩათვლის მოედანში გიორგი თხილაიშვილმა დადო, თუმცა ამაში უდიდესი წვლილი მერაბ კვირიკაშვილს მიუძღვის, რომელმაც ფრთაზე ისე ჩაირბინა, კუნძულელთა მთელი გუნდი უსაქმოდ დატოვა...

"მეკომ" გარდასახა და ანგარიში 17:3 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ტონგამ მთელი ძალით შემოგვიტია, თამაში ჩვენი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს წარიმართა, რაც 72-ე წუთზე მათი ლელოთი დასრულდა - თავი ფეტუუ ვაინიკოლომ გამოიჩინა, კურტ მორატიმ კი გარდასახა. ამასთან, მსაჯმა კაცნაკლულიც დაგვტოვა - მოედანი კვირიკაშვილმა დატოვა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ჩვენი მოგებული შერკინების შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მოვიპოვეთ. სამწუხაროდ, ლაშა მალაღურაძემ მატჩის ბედის ვადამდე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

გილოცავთ, უმძემესი ბოლო წუთები გადავიტანეთ და მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ.

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

ტონგა: 15. ვუნკაგოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ვილიამი ჰელუ, 12. სიალე პიუტაუ, 11. ფეტუუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა. 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სტივ მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მააფუ.

16. პაულა ნგუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰალე ტეპოლე, 20. ჯეკ რამი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.

მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

nikolozs
ნიკოლოზ ნეტა მართლა შენი სცენარით წავიდეს ყვეალფერი .არგენტინასთან ვიბრძოლებთ ბოლომდე.
ნიკოლოზ
ჩვენ უფრო გვაქვს შანსი, ავხსნი რატომ მთავარი თამაში მოვიგეთ, ფსიქოლოგიური ტვირთი მოვიცილეთ, არგენტინა ცოტა ზემოდან გვიყურებს, ჩვენი მორკინალები ისე დახვდებიან ,რომ მერე მიხვდებიან ვისთან აქვთ საქმე , მაგრამ გვიანი იქნება, ვეღარ დაალაგებენ თამაშს
gilocavT guriidan!
უუუუუუუუუუუუუუუჰ! აბა ულლა! მაგარია!გავგიჟდიიიიიიიიიი(მართლა არა!:))!
მ ო ვ ი გ ე ე ე თ !!!

vazha
ვისაც რაგბი გესმით არგენტინასთან რამე შანსი გვაქ?
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ჩელენჯ ქაფი: "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშთან" დამარცხდა
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს