ვიცე-პრემიერმა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და სახელმწიფო დაფინანსებაზე გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა
ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გულშემატკივრებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთთან დაკავშირებულ გეგმებს ეხებოდა. წინასაარჩევნო პროცესში ყველა თანხმდება, რომ ვინც უნდა გახდეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერაფერს გახდება.

საინტერესოა, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ფეხბურთთან მიმართებაში?

"ამაზე ხელისუფლებაში იყო ლაპარაკი. იცით, რომ შექმნილია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისია. ჩვენ არაერთხელ შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ, როგორ უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი.

ყველა კანდიდატს ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია, რადგან დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ეროვნული ჩემპიონატი, ბავშვთა ფეხბურთი და ასე შემდეგ. სახელმწიფოს ჩარევაც სწორედ ამაშია საჭირო და ადრე სწორედ ეს ვთქვი. მაგრამ იმ სიტყვებს მაშინ სხვა ინტერპრეტაცია მისცეს.

ვიმეორებ, სახელმწიფო ფეხბურთში ფინანსურად უნდა ჩაერიოს, თორემ ქართული ფეხბურთის განვითარება და მისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან რთული იქნება", - ამბობს კალაძე.

ვიცე-პრემიერმა იმაზეც ილაპარაკა, თუ რა თანხის დახარჯვას აპირებს სახელმწიფო ფეხბურთში:

"ამ თემასთან დაკავშირებით უნდა შევიკრიბოთ და ცალკე ვილაპარაკოთ. ჩვენ ვიცით, ფეხბურთზე დაახლოებით რა თანხები იხარჯება - იგულისხმება მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ კლუბებზე გაცემული სახსრები. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს თანხა ფეხბურთის განვითარების ფონდში უნდა ჩაიდოს და როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლუბებზე თანაბრად გადანაწილდეს.

კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, როგორ უნდა დაიხარჯოს ფული - ინფრასტრუქტურაში, ბავშვთა ფეხბურთში თუ რა მიმართულებით".

ასეთი ვერსიაც გავრცელდა - თუ არჩევნებში ფედერაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გაიმარჯვებს და არა - კალაძის მეგობარი ლევან კობიაშვილი, სახელმწიფო ახალ პრეზიდენტთან არ ითანამშრომლებს. კალაძემ ამ კითხვაზეც უპასუხა:

"მუსირებს აზრი, რომ რადგან კობიაშვილი ჩემი მეგობარია, ამიტომ მას სახელმწიფოს მხარდაჭერა ექნება.

დიახ, ლევანი მართლაც ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და ასეთ ღირსეულ ადამიანთან მეგობრობა მეამაყება. მას სუფთა წარსული აქვს, მაგრამ, როცა სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ, მას შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი შეხედულებები ნაკლებად გამოვხატო.

არჩევნების შემდეგ ამაზე ვრცლად ვილაპარაკებ, ახლა კი მოვერიდები, რათა ვინმემ ეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად არ მიიღოს.

ნამდვილად არ არის ასე - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ წარსულში - იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით. ბოლო წლების განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანებით ერთ წრეზე ვტრიალებთ და ეს ძალიან ცუდია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავალი, მისი განვითარება და წინსვლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოკა
რა თქმა უნდა - კობი!!! ის გაცილებით ბევრს მოახერხებს, ვიდრე არველაძე.
goga
ფეხბურთზე კი არა ელექტრო ენერგიასა და საწვავზე ილაპარაკე, რა გეფეხბურთება სპორტის მინისტრი ხარ
meko
კარგი რაა, კალა, ნუღარ ამტკიცებ რომ შენ ან შენი პარტია ნაციონალებზე უკეთესები ხართ. მორჩა კინო, ყველამ დაამტკიცეთ რაც ხართ და ვინც ხართ!
Unknown
ორი აზრი არ არის, სიახლეებია საჩირო,ახალი ხედვა -მიდგომა ფეხბურთისადმი,ამას კველაზე კარგათ ახლი ხალხი გააკეთებს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე