...რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ადრე გვყავდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვითამაშოთ ფეხბურთი
საქართველოს ეროვნული ნაკრები, საერთოდ, ძალიან იშვიათად იგებს. და როცა ის იგებს, ქართული ფეხბურთის მომავალს ოპტიმისტურად გავხედავთ ხოლმე და გულზე ოდნავ მოგვეშვება. სხვა საქმეა, რომ ამ იმედიანი მზერის გამეორებას ზოგჯერ წელიწადი და მეტიც სჭირდება ხოლმე...

...მცირე ლირიკული გადახვევა. საქართველოს ნაკრებმა ეს-ესაა დაამარცხა შოტლანდია. სტადიონიდან შინ ტაქსით ვბრუნდები. მძღოლი ფეხბურთის მოყვარული აღმოჩნდა. მითხრა, სამუშაოდ მას შემდეგ გამოვედი, რაც ეროვნული გუნდის თამაში მორჩაო.

და ამ ახალგაზრდა კაცმა ეგრევე სიმართლე მაჯახა, შიშველი სიმართლე: ჩვენი გუნდი, განსაკუთრებული ხასიათის გუნდიაო. ერთ თამაშს მოვიგებთ და საამაყოდ ლამის ორ წელიწადს გვყოფნისო. ერთი 5 მატჩი იმ მოგებული თამაშის სიამაყით ჩაივლის და ბიჭებს წაგებას ჩვენც იოლად ვაპატიებთ და ისინიც საკუთარ თავსო.

მერე გავა დრო, ჩვენ დავდგებით კიდევ ერთი თამაშის მოგების აუცილებლობის წინაშე, გაგვასწრებენ ისეთი ნაკრებები, აქამდე მათი არსებობა რომ არავის გაუგონია და ისევ გავისვრით ყარაულის თოფივითო...

ღმერთმანი, ასეთი სიმართლე საქართველოს ნაკრებზე კარგა ხანია არ მომისმენია და ეჭვგარეშეა, იმ ახალგაზრდა ქომაგს ბევრი, ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ჩვენი გუნდის ზნეზე.

რატომ მოვიხმე ეს მაგალითი? რა თქმა უნდა, კარგია, საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია რომ დაამარცხა. კარგია, რომ ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ ეს გამარჯვება ერთჯერად სიხარულად არ დარჩება და მომავალ სამ ქულას ორი წელიწადი არ დაველოდებით.

ამის ნიშნები უკვე ჩანს და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ამისკენ მიდის. კახა ცხადაძემ გუნდს ხელი მოკლე ხანში დაატყო. ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ გვარიანი დრო დავკარგეთ და ეს დრო ყაირათიანად რომ გამოგვეყენებინა, იქნებ არც ამ შესარჩევ ჯგუფში გვქონოდა ერთობ მოკრძალებული მიზნები.

საქართველოს ნაკრები ისე სწავლობს შეტევას და ბურთის კონტროლს, როგორც ახლად ფეხადგმული ბავშვი. რას იზამ, ხანდახან იმის სწავლაც კი თავიდან გიწევს, რაც ადრე კარგად იცოდი. ეს ცხოვრების კანონია.

სტაბილურობა - საქართველოს ნაკრები ფეხბურთის თამაშს რომ გაიხსენებს, შემდეგ ეს ფაქტორი უნდა გამოვიდეს წინა პლანზე. სწორედ ეს გვაკლდა ოდითგანვე და გვაკლია ახლაც. სხვანაირად არ იქნებოდა დუბლინური მატჩის მეორე ტაიმი - ტაიმი, რომელიც კარგად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ აშკარად ჩაგვივარდა.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს რაც შეიძლება ნაკლები ასეთი ტაიმი ჰქონდეს.

ერთი კია - გაქარწყლდა მითი იმის თაობაზე, თითქოს ეროვნულ გუნდს იმდენად მწირი პოტენციალი აქვს, რომ შეტევაში არაფრის შექმნა შეუძლია, სულ დაცვაში უნდა იჯდეს და თუნდაც შოტლანდიის დონის გუნდს ვერაფრით მოუგებს.

რა ცუდია, რომ ეს სუპერპესიმისტური ხმები საქართველოს ნაკრების ზედა, ძალიან ზედა ეშელონებიდან ისმოდა. აბა, რა უნდა მოსთხოვო გუნდს, რომლის ხელმძღვანელობასაც წარმატების არ სჯერა და არც კონკრეტული, გამოკვეთილი მიზანი აქვს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ლაფსუსია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პოტენციალი შემოსაზღვრულია და ის არ არის უშრეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ადრე გვყავდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვითამაშოთ ფეხბურთი.

დღეს ბევრი ისეთი გუნდი თამაშობს შედეგიან ფეხბურთს, ვარსკვლავები რომ არ ჰყავს. ვარსკვლავები კი არა, ჩვენზე უარესი მოთამაშეებით რომ არის დაკომპლექტებული. თუ ისინი აღწევენ შედეგს, ჩვენ რატომ ვერ უნდა მივაღწიოთ?

ვნახოთ, რა რესურსით იბრძვის ესტონეთი, სომხეთი... თუნდაც ისლანდია. ამბობენ, ისლანდიას მაგარი ფეხბურთელები ჰყავსო. ეს იქნებ საკამათო საკითხიც იყოს. ისლანდიას ჰყავს გილფი სიგურდსონი, ბებერი ეიდურ გუდიონსენი, ფორვარდები - სიგტორსონი და ფინბოგასონი. ჰყავს მაღალი მცველები...

საქართველოს ძალიან ბევრჯერ ჰყოლია ამაზე უკეთესი შემადგენლობა, მაგრამ შედეგი არ გვქონია. მაშ, საქმე მხოლოდ ფეხბურთელებში არ არის. ისლანდია აეწყო კარგი მწვრთნელის ხელში. მაგრად აეწყო და შედეგიც მიიღო.

ჩვენ არ გვყავს ისლანდიაზე ნაკლები გუნდი, 20 წლის წინათ არსებულ ვითარებას რომ თავი დავანებოთ, არც ახლა გვყავს, თორემ მაშინ სხვა დრო იყო და ვარსკვლავები საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ რესურსითაც შეგვიძლია მივიღოთ შედეგი, თუ:

* ვიქნებით ერთსულოვანნი და კრილოვის ერთი იგავ-არაკის პერსონაჟებივით არ გავირჯებით;

* ფეხბურთელები პირადულზე წინ სამშობლოს ინტერესებს დააყენებენ;

* საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მინდორზეც და ცხოვრებაშიც პროფესიონალურად მოიქცევიან, არ აჰყვებიან ცდუნებებს, თავს დაანებებენ გამოხტომებს;

* ეროვნულ გუნდში იქნება პრინციპი - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის!

...დანარჩენი უკვე სამწვრთნელო შტაბის საქმეა. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა თავისი საქმე იცის. კახა ცხადაძის მუშაობაში მოსაწონი ბევრია, განსაკუთრებით კი ის, რომ ის ნიუანსებში გრძნობს თამაშს და ყველაფერზე უმალვე რეაგირებს.

თქვენი არ ვიცი და, მე არ მიყვარს მწვრთნელები, თამაშის დროს რომ "სძინავთ".

ძილზე ვთქვით და იმედია, ქართული ფეხბურთიც მალე საბოლოოდ გაიღვიძებს ზამთრის ხანგრძლივზე ხანგრძლივი ძილის შემდეგ...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

demna
კოკაია ფიფია ჩივადზე თავის შვილთან ერთად მოსაკვეთები არიან არველაძე კობიაშვილი საერთოდ არუნდა გააკარონ ფედერაცია ქანთარია ბოკერია ნაკაიძეს ვინმიცა იმის უფლება რომ ფეხბურთს ემსახურონ ... და ის ... მეორე სართულზე რომ ზიან ფირცხალავა კორგალიდზე ბარათაშვილი ქასრაშვილი ვასაძე ჩეხი ეგენი უნდა ჩასვა დიდ ტომარაში და პირდაპირ მტკვარში არაფრის მაქნისები ჩორაობის მეტს რომ არაფერს აკეთებენ ვაი მართლა საცოდაო ქართულო ფეხბურთო ამდენი მუქთახორების და მჩამელების ხელში მოშორდით თავი დაანებეთ თქვენი ბინძური ენით და ხელებით თავი ქართულ ფეხბურთს
Bacho
რას ნიშნავს ეს,ასე უნდა ლაპარაკობდეს და ცერდეს ჟურნალისტი?და მერე კიდევ ნაკრებს ტხოვდეს შედეგს?!!!ფუუ დღეს ბევრი ისეთი გუნდი თამაშობს შედეგიან ფეხბურთს, ვარსკვლავები რომ არ ჰყავს. ვარსკვლავები კი არა, ჩვენზე უარესი მოთამაშეებით რომ არის დაკომპლექტებული.რას ნიშნავს ჩვენზე უარესი,სხვა სიტყვებს ვერ პოულობ რომ კორეკთულად გამოთქვა შენი აზრიი?!!!!
Giga
ამასწინ დავწერე კარგი.. იმსახურებდი.. ეხლა ისევ დაგიწყია ........ ჭამა!!!
dato iamanidze
წხადადხე მარტლა გირსეილი პიროვნება და კარგი კარტველია. სჰემტრვი ფეზბურტის მიმდევარი. უნდა გაკეტდეს კველაფერი რომ მან განახორწიელოს სჰენება ნაკრების ისე როს კარტულ ტრადიწიებს სჰეესაბამება
ano
ფედერაცია არველაძეების გარეშე
Nukri
(იმედია, ქართული ფეხბურთიც მალე საბოლოოდ გაიღვიძებს ზამთრის ხანგრძლივზე ხანგრძლივი ძილის შემდეგ...)გაიღვიძებს იმ შემთხვევაში თუ კობიაშვილი გახდება პრეზიდენტი.........
kakaurudze
კაკაურიძე დაანებე წერას თავი, მოშორდი სპორტს და გვეშველაბა საკლუბო და სანაკრებო დონეზეჩ :))) ქეცბა ხო არ გაახარე და ქართლ ფეხბუირთსაც ნუგარ ტანჯავ წადი მინაშვილის გზაზეეეეეე.........
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
ისლანდიის ნაკრები - ევრო 2016-ის "ლესტერი"
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჩელსი-მანჩესტერის გამოხმაურება: "განსაკუთრებულიდან" განადგურებულამდე
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2016-ის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებენ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
"სუონსი": "გედების" ერთგული ვიკინგი
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ეიდურ გუდიონსენის შვილებმა "ბარსელონაზე" უარი თქვეს და "რეალში" გადავიდნენ
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ევრო 2016. II ტური. F ჯგუფი: ისლანდიას სენსაციამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
ეიდურ გუდიონსენმა თამაშს თავი დაანება
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
პრემიერლიგა. XXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ფორსტერის მშრალი სერია
პრემიერლიგა. XXX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: 95-ე ქვეყნის შვილი
პრემიერლიგა. XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: პირველად პრემიერლიგაში
ევრო 2016-ის 10 ყველაზე იაფფასიანი ფეხბურთელი [PHOTO]
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
FourFourTwo-მ ქინქლაძე პრემიერლიგის ყველა დროის 100 საუკეთესო ლეგიონერში დაასახელა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს