"ბორჯღალოსნების" ავტობუსს მხარდამჭერი შეძახილებით ქართველ ქომაგებთან ერთად არგენტინელებიც აცილებდნენ
რა გვაკლია არგენტინამდე? რა და ის, რაც აქვს არგენტინას. ეს არის წელიწადში გარანტირებული ექვსი თამაში ოთხი ერის პირველობაზე მსოფლიოს სამ უძლიერეს გუნდთან; პლუს, ნოემბრის ტესტები ევროპელ ბობოლებთან.

არგენტინის ნაკრები 2007 წლის მსოფლიოს თასის მესამეადგილოსანია. ეს ამ ქვეყნის სარაგბო გუნდისთვის უდიდესი მიღწევაა. თუმცა, არც მაშინდელი და არც ოთხი წლის წინანდელი გუნდის, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვეთამაშეთ, ამჟამინდელთან შედარებაც არ შეიძლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები, რომელიც ოდესმე შეგვხვედრია. თაობათა ცვლამ "პუმებს" ვერაფერი დააკლო. მეტიც, ოთხ ერზე თამაშით მორაგბეები უდიდეს გამოცდილებას იღებენ. მით უფრო, რომ ხანდახან სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლებს ამარცხებენ კიდეც.

ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ. თუმცა წაგებაც არის და წაგებაც. ასეთი სხვაობით მარცხი ნამდვილად არასახარბიელოა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარებას ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მატჩის ინგლისელმა არბიტრმა, რომელიც წარმოშობით ირლანდიელია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე სინბინში გაუშვა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციზე მამუკამ თქვა, რომ ყვითელი ბარათი არ დაუმსახურებია. მეტიც, იმ მომენტში თამაშის წესიც არ დაურღვევია და მსაჯს საჯარიმოც არ უნდა დაენიშნა. მოკლედ, ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ერთბაშად მოიშალა. არგენტინელებმა ხუთ წუთში სამი ლელო გაგვიტანეს და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

მოდით, მსაჯს ნურაფერს დავაბრალებთ. უბრალოდ, გავიხსენებთ ეპიზოდს, როცა ყვითელი ბარათი არგენტინელისთვის უნდა მიეცა, მაგრამ დაინდო. მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან ფეხით არგენტინელებისკენ დაკიდა. თვითონვე მიჰყვა, მაგრამ მეტოქის ერთ-ერთმა მოთამაშემ, რომელსაც იმ მომენტში "მეკოზე" თამაშის უფლება არ ჰქონდა, მას მხარი გაჰკრა და დასცა. ეს განზრახ ბინძური თამაში იყო. არბიტრმა ჯეი პი დოილმა ვიდეორეფერი მოითხოვა, სადაც ეს ყოველივე ნათლად გამოჩნდა. მან საჯარიმო კი დანიშნა ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ არგენტინელს მოედანი არ დაატოვებინა.

ცხადია, მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა. მილტონ ჰეიგმა პირველი მატჩის შემადგენლობა არ შეცვალა. ბიჭები თითქოს გადაღლილები ჩანდნენ. რაღაც ფსიქოლოგიურადაც ვერ განეწყვნენ. დიდი ხანი ტონგას დასამარცხებლად ემზადებოდნენ. დაამარცხეს კიდეც. არგენტინაზე კი აღარც ძალა ეყოთ და არც უნარი.

ახლა აქ მატჩის პერიპეტიებზე აღარ ვილაპარაკებთ, ის ისედაც ყველამ ნახა. ერთს კი დავძენთ - მატჩის ანგარიშის სხვაობა ზუსტ თანაფარდობაშია იმ დღეს "კინგსჰოლმზე" შეკრებილი არგენტინელი და ქართველი ქომაგების რაოდენობის შორის სხვაობისა. ორასიოდე ჩვენებური გულშემატკივარი ძალას და ხმის იოგებს არ ზოგავდა, მაგრამ ექვსი ათასამდე არგენტინელის ხმაშეწყობილ სიმღერებთან და შეძახილებთან ვერას გახდა.

სასიამოვნო ის იყო, რომ სტადიონიდან გამოსულ საქართველოს ნაკრების ავტობუსს მხარდამჭერი შეძახილებით ქართველ ქომაგებთან ერთად არგენტინელებიც აცილებდნენ. ადგილობრივები კი ხელის დაქნევით გვემშვიდობებოდნენ.

"ლელო, ლელო, საქართველო!" - "ბორჯღალოსნების" ფანები ინგლისში [VIDEO]

"ბორჯღალოსნებს" "კინგსჰოლმზე" თამაში კიდევ როდის მოუწევთ?

მსოფლიოს თასი. C ჯგუფი. II ტური

საქართველო-არგენტინა 9:54

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (გიორგაძე 54), მჭედლიძე (ფრუიძე 59), კაჭარავა, შარიქაძე, აფციაური, მალაღურაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 58). (1-8) ნარიაშვილი (ასეიშვილი 52), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 49), ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 52), ნემსაძე, მიქაუტაძე (დათუნაშვილი 49), თხილაიშვილი, კოლელიშვილი (სუთიაშვილი 58), გორგოძე.

3ს: კვირიკაშვილი.

სინბინი: გორგოძე.

არგენტინა (15-9) ტუკულეტი, კორდერო, ბოსხი, ერნანდესი (დე ლა ფუენტე 37), იმჰოფი, სანჩესი (ამოროსინო 64), კუბელი (ლანდახო 57). (1-8) აიერსა (პასი 68), კრევი (მონტოია 63), ჩაპარო (ერერა 58), პეტი, ლავანინი, ლეგუსამონი (მატერა 58), ფერნანდეს ლობე (დესიო 65), სენატორე.

7ლ: ლავანინი, კუბელი, იმჰოფი (2), კორდერო (2), ლანდახო. 5გ: სანჩესი (3), ბოსხი (2). 2ს,ა: სანჩესი.

მსაჯი: ჯეი პი დოილი (ინგლისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაბრიელ
პროგრესი აშკარაა, ახლა მთავარია დინამიკა. ვითარება იმედისმომცემია.
ilia
ზალიან დილეტანტი ვარ რაგბიში, მაგრამ ჩემთვისაც ცხადია, თვალშისაცემია ის ნახტომი, პროგრესი , რომელიც არგენტინას განუცდია, და რა იქნებოდა ჩვენ რომ თუნდაც 3 წელი უკვე ნათამაშები რომ გვქონდეს ექვს ერში
vova
არგენტინამდე გვაკლია 12 წელი Gორგოდზემ დააშავა და გააგდეს!იქამდე კი ოფიციალურად გააფრთხილეს რომ შემდეგი დარღვევა ყვითელი ბარათი იქნებოდა რადგან ქართველებმა ძალიან ბევრჯერ საშიში ბოჭვა გააკეთეს კისერზე!ამ ტურნირის მსაჯობა უნაკლოა!ზუსტად ამ მიზეზით დავამარცხეთ წინა გუნდი
gela
გადამრევს ეს ხალხი, რა! არგენტინასთან რომ წავაგებდით ამას რა თქმა უნდა? სულ ბობოლებთან ბურთაობენ და ეს ეტყობათ კიდეც! გორგოძის გაგდება რაღა იყო? თუ გამარჯვებულს გულსემატკივრობ, დამარცხებულს აღარ უნდა დაუდგე გვერდში? ცოტა აზრზე მოდით, რა!
bobi
ნამიბიამ ეტამაშა ახალ ზელანდიას და ჩვენზე ნაკლები სხვაობით წააგო,თან არგენტინას ახლაი ზელანდია ბევრად აღემატება ასეა ეს და ჩვენ რუმინელების და ნამიბიელების დონე გვგონია რომ დიდი ხანია გადავლახეთ
thomas
ჩვენი თამაშის სტილი ძველებურია.
ზაზა
მთავარი მიზეზი-ჩვენ შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულ რაგბს ვთამაშობთ!არგენტინა-ორიენტირებული ლელოზე,შემოქმედებაზე,სწრაფად ხელით თამაშზე,ჩვენ-ჯახი,ჯარიმა,ნგრევა... -ნახეთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების შედეგები-რამდენი ლელოა თამაშში?
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს