უეფას ახალგაზრდულ ლიგაში პირველად ითამაშებს ქართული გუნდი - "საბურთალო"
ფოტოზე: "საბურთალო" დანიაში მიემგზავრება

დღეს, 30 სექტემბერს, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა - უეფას ახალგაზრდულ ლიგაში პირველად ითამაშებს ქართული გუნდი - "საბურთალო".

ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებისთვის ევროტურნირზე სადებიუტო შეხვედრა იქნება. საბურთალოელები დანიის ქალაქ ჰერნინგში "მიდტიულანდის" 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან.

გია ჭიაბრიშვილი: ”მიტდიულანდი” იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმომედგინა...

თბილისელები დანიშნულების ადგილზე 29 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრნენ, დანიაში ჩასულებმა ცოტა სული მოითქვეს და საღამოს მატჩისწინა ვარჯიშიც გამართეს.

დღეს დილით, 10 საათზე, კლუბებისა და უეფას წარმომადგენელთა ოფიციალური შეხვედრა დაიგეგმა. რაც შეეხება იმას, თუ სად ვუყუროთ მატჩს - სამწუხაროდ, გუშინ გვიან ღამემდე ეს საკითხი გაურკვეველი იყო. ტრანსლირების საკითხი დღეს დაზუსტდება და გამოჩნდება, გვექნება თუ არა საშუალება, "მიდტიულანდი"-"საბურთალოს" დაპირისპირებას ინტერნეტით მივადევნოთ თვალი.

ეს მატჩი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან "საბურთალოს" წარმატებული გამოსვლა ფეხბურთელების ზრდასაც შეუწყობს ხელს და კლუბისა და ქვეყნის პრესტიჟისაც. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
ბედნიერებაა უბნის სახელით გუნდი ევროპაზე რომ ითამაშებს! წარმატებები უბნელებს!
ქეთი
მოგებას გისურვებ! წარმატებები.
კახი
წარმატებები ბიჭებო!!!!!!!!!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"საბურთალო"-"საპოვნელა" ერთი დღით ადრე გაიმართება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გია ჭიაბრიშვილი: დანიური ბარიერი უნდა დავძლიოთ
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
მიდტიულანდი-საბურთალო 3:1 - იმედი რჩება
საბურთალო-მიდტიულანდი 1:2 - რატომ ვერ ვიყენებთ კოზირებს? [VIDEO+PHOTO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
გიორგი ჭიაბრიშვილი: პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ
"საბურთალო" უეფას იუნიორთა ლიგაზე დამარცხდა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს