Gulf Times: "ოლ ბლექსი" ქართველ გარგანტუას უფრთხის
2 ოქტომბრის მატჩს, ახალი ზელანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, Gulf Times-მა სტატია მიუძღვნა: "ოლ ბლექსი" ქართველ გარგანტუას უფრთხის". ჩვენ ამ სტატიას შემოგთავაზებთ:

"მართალია, საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიისთვის სრულიად უცნობი გუნდია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონები ნამდვილად უფრთხიან "გორგოძილას", ქართველთა უკომპრომისო კაპიტან მამუკა გორგოძეს.

რიჩი მაკქოუმ თქვა, რომ 99%-ით მათი ვარჯიში საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ, ზელანდიის სწორად თამაშის ტაქტიკას მიეძღვნა. მაგრამ მოთამაშეებმა არ დამალეს არც ის, რომ სპეციალურად იფიქრეს, როგორ გააჩერონ ქართველი "ბეჰემოთი" გორგოძე.

ლაიამ მესემი, რომელსაც კოჭის ტრავმა აქვს, "ტულონის" ფორვარდს "ვეებერთელა და საშიშ კაცად" მოიხსენიებს.

მას 12-წლიანი სატესტო გამოცდილება აქვს, რომლებშიც გორგოძემ უშიშარი მეომრის რეპუტაცია დაიმკვიდრა, რომლის გამოც ის ხშირად ზარალდება.

ის მეშვიდე ადგილზეა ტესტ-მატჩებში მიღებული სინბინებით. გავიხსენოთ მატჩი არგენტინასთან, როცა მან ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველო მხოლოდ 9:14-ს აგებდა. სანამ გორგოძე გაძევებული იყო, არგენტინამ სამი ლელო დადო და ანგარიში 9:35 გახდა.

მაგრამ სწორედ ის იყო ტონგასთან მოგების (17:10) გმირი. გორგოძის ძალისმიერი ლელოთი საქართველო წინ გავიდა შესვენების წინ.

მხოლოდ ეს ლელო არ იყო, გორგოძემ ტონგასთან თამაშში 24 ბოჭვა გააკეთა. ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელია.

"ის, რა თქმა უნდა, საუკეთესოა მეტოქის შემადგენლობაში. გორგოძეს უყვარს ბურთით წინ გაქცევა, ასე რომ, დიდი ბრძოლა გველის", - ეს უკვე კირან რიდის სიტყვებია, რომელიც 196 სმ სიმაღლისა და 118-კილოიან ქართველთან შედარებით ჯუჯად მოჩანს.

63 ტესტ-მატჩში გორგოძემ 24 ლელო დადო. "ოლ ბლექსის" ბურჯი სემ უაითლოქი მას პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს ხაზში:

"ვიცით, რომ მათ უყვართ შერკინებით მიწოლა, სწორედ ამის შედეგია გორგოძის ბევრი ლელო", - ამბობს უაითლოკი.

"ქართველებს დიდი ბიჭები ჰყავთ, რომელთაც უყვართ კონტაქტში შესვლა, ასე იგებენ ისინი ტესტ-მატჩებს", - ამბობს გუნდის კაპიტანი რიჩი მაკქოუ.

პარასკევის მატჩში გორგოძე 7 ნომრად ითამაშებს. ასე რომ, "ოლ ბლექსის" ათიან დენ კარტერს ჯაფა ელის და ის მაკქოუს, რიდისა და ჯერომ კაინოს დახმარებას საჭიროებს. კარტერი "ოლ ბლექსის" ერთადერთი ათიანია, რომელსაც ტრავმა არა აქვს. ამიტომაც ყველაზე მეტად ზელანდიელებს ის არ სურთ, რომ კარტერი გორგოძემ გადათელოს.

"იმედი მაქვს, რომ მას უფრო დაცვა მოუწევს და არა შეტევა, მაგრამ ის მართლაც შესანიშნავი მოთამაშეა. მე ვნახე, რას აკეთებდა პირველ ორ თამაშში გორგოძე, ის ქართველთა საუკეთესო იარაღია", - ამბობს ზელანდიელთა პლეიმეიქერი.

Shalva73
ძალიან დიდი ალათობით სიმართლეა ის, რომ არცერთი ახალზელანდიელი არ უფრთხოდა მამუკა გორგოძეს (მე ამას უკვე თამაშის შემდეგ ვწერ, რადგან ეს სტატია ეხლა ვნახე). მაგრამ თუნდაც ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფი იყოს (რაც არა მგონია), ნებისმიერ ნამდვილ ქართველს უნდა სიამოვნებდეს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ტკბილი ტყუილი სჯობს მწარე სიმართლეს. ამიტომ (რბილად რომ ვთვათ) ირონიული კომენტარები აქ ნამდვილად უადგილოა. მის ნაცვლად ნამდვილად სჯობდა საერთოდ კომენტარის გარეშე დაგეტოვებინათ. ლელო, ლელო, საქართველო!!!
lasha
bachos da odala...uyuret tamash tqve ar uprtxian ki ara caxcaxi ar qondat zelandielebs...gorgozes danaxvaze ipavdnen,negatiuri .i
Zviad
რომ უფრთხიან და სათანადოზე მეტად აფასებენ მოწინააღმდეგეს იმიტომაც არიან მსოფლიო ჩემპიონები.აბა ჩვენ ყველაფერში გავიძახით დედას ვუტირებთო გვაქვს თუ არა მაგის საშუალება მაინც.კარგია რაგბში მაინც რომ რეალურად ვაფასებთ ჩვენ ძალებს და მკაცრად განსაზღვრული გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ.წარმატებები ნამიბიასთან ლომებო!!!
gizo
ერთიერთზე კონტაქტში უფრთხიან!
odala
ჰაჰაჰა, ბაჩო, მართალი ხარ :D
bacho
აუ კარგით რაა,შეიძლება თქვეს პატივისცემის პონტში თორემ უფრთხიან არა...
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ბარეტების ერა იწყება - ბოდენ ბარეტი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან ღირსეულ თამაშში დამარცხდა [VIDEO]
რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
სავსე ტრიბუნების დროა!
ზე რაგბი. I ტური: პლუს არგენტინა და იაპონია
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
rugbyworldcup.com: საქართველომ "7 ერის" საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
მერაბ კვირიკაშვილი მოქმედ მორაგბეებში მსოფლიოს საუკეთესო მექულის წოდებისთვის იბრძვის
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
საგა დოპინგზე დენ კარტერისთვის გრძელდება
რაგბის ცოცხალი ლეგენდა დაბრუნდა და სასაცილო ხელფასს დათანხმდა...