რიჩი მაკქოუ: "ეს ტურნირი ჩვენთვის აღარ არის "ადვილი"
rugbyworldcup.com-ზე სტატია გამოქვენდა, რომელიც მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს (23:10) ეძღვნება. ავტორი ყურადღებას საქართველოსთვის "6 ერში" თამაშის საშუალების მიცემაზე ამახვილებს.

"ოლ ბლექსის" მოგება "ბორჯღალოსნებთან" ერთი შეხედვით ადვილად მოპოვებულ გამარჯვებას ჰგავს, მაგრამ მატჩის 74-ე წუთამდე სულ სხვა ვითარება იყო მოედანზე.

მსოფლიოს ჩემპიონი რეიტინგით მე-15 ადგილოსანს მხოლოდ 19 ქულით უგებდა და აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ მატჩის 22 წუთიდან 52 წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ნახევარი საათის განმავლობაში "ოლ ბლექსმა" საქართველოსთან ქულის აღება ვერ მოახერხა.

გუშინ ახალმა ზელანდიამ მეორე ეშელონის ქვეყანასთან კომფორტული, მაგრამ რთულად მიღწეული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე წარმოიშვა კითხვა - უნდა გაიხსნას თუ არა "6 ერის" კარი საქართველოსთვის?", რაზეც მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ასეთი პასუხი გასცა:

"როგორც კი ამ საკითხზე ლაპარაკის საშუალება მეძლევა ყოველთვის ვიძახი, რომ ეს ბიჭები იმსახურებენ "7 ერში" ყოფნას. ჩვენი განვითარებისთვის ასეთი კონკურენტუნარიანი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა "6 ერის" მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, რაგბი გლობალური უნდა გახდეს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარიც საბოლოოდ უნდა გაიხსნას".

ამ კითხვით ახალი ზელანდიის კაპიტანს რიჩი მაკქოუსაც მიმართეს:

"ეს ტურნირი ჩვენთვის აღარ არის "ადვილი". რაგბის სტანდარტი საკმაოდ მაღლა ავიდა.

ყველამ კარგად ვნახეთ, ე.წ. ტოპ-ნაკრებების რთულად მოპოვებული გამარჯვებები და მეორე ეშელონის გუნდების ზეწოლა მათზე. გუშინდელი დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანი იყო".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Grigoli
არ შეგვიშობენ 6 ერის ტურნირზე, მოიგონებენ რამე სხვა რამეს მაგალითად იაპონია, ტონგა, ფიჯი, ამერიკა, კანადა და საქართველო და გვაბორიალებენ კუნძულიდან მატერიკამდე.
Gim
ესეთი რამ იშვიათია, წავაგეთ დიდი ანგარიშით და მაინც ამაყი ვარ. გენაცვალეთ ბიჭებო!
Saba
ნაღდი კაცები არიან, ზოგიერთი სახეობისგან განსხვავებით
ნოდარი
და სად ხდება, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამარცხებული გუნდის წარმომადგენელი დასახელდეს? თან, თითქოს დიდი ანგარიშით დამარცხების შემთხვევაში! თან, როცა გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონია! თან, უბრალო მსოფლიო ჩემპიონი კი არ არის (რომლებიც სხვა გუნდურ სახეობებში ერთმანეთს ცვლიან), არამედ მსოფლი რეიტინგში წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, მუდმივად პირველ ადგილზე მყოფი ჩემპიონი! გაგიგონიათ ამგვარი რამ? ვინმე დამისახელებს მეორე მსგავს მაგალითს???
Kakhaber
მადლობა მილტონ ჰეიგს , მან უდიდესი სამუშაო შეასრულა და დაუფასდა კიდეც , ახალზელანდიასთან თამაში , ისტორიაში შევა , გეგულებათ გუნდი , რომელსაც 25 წუთის განმავლობაში - ახალმა ზელანდიამ ქულა ვერ აუღო ? ! მადლობა მას ყველაფრისათვის ! წინ ახალი სიმაღლეებილის საქართველოს ნაკრებთან ერთად ! ღმერთმა გაუმარჯოს !
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რას ფიქრობენ დენ კარტერი, რიჩი მაკქოუ და სხვები მამუკა გორგოძეზე
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან ღირსეულ თამაშში დამარცხდა [VIDEO]
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
სავსე ტრიბუნების დროა!
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა